მეგობარი
აარონი ასწავლის მეფეს
ივლისი, 2024 წ.


„აარონი ასწავლის მეფეს“, მეგობარი ივლისი, 2024 წ., 26–27.

ყოველთვიური გზავნილი ჟურნალიდან მეგობარი ივლისი, 2024 წ.

აარონი ასწავლის მეფეს

გამოსახულება
აარონი ასწავლის ხალხს; აარონი დგას მეფის წინაშე

ილუსტრაციები ენდრიუ ბოსლის მიერ

აარონი იყო მოსიას ერთ-ერთ ძეთაგანი. ის იყო მისიონერი. ის ასწავლიდა ლამანიელთა მეფეს მთელ ქვეყანაში.

გამოსახულება
აარონი ესაუბრება მეფეს

აარონმა ჰკითხა მეფეს, სჯეროდა თუ არა მას ღმერთის. მეფემ თქვა, რომ იგი იწამებდა, თუ აარონი ეტყოდა, რომ ღმერთი რეალური იყო. მან სთხოვა აარონს, მეტი ეამბო ღმერთის შესახებ მისთვის.

გამოსახულება
აარონი ასწავლის ცათა ფონზე

აარონმა მეფეს წმინდა წერილი წაუკითხა. მას ასწავლა დედამიწის შექმნის შესახებ. მან ასწავლა ღვთის გეგმა. მან უამბო მეფეს იესო ქრისტეს შესახებ.

გამოსახულება
ლამანიელთა მეფე იჩოქება; აარონი ნათლავს ხალხს

ამის შემდეგ მეფემ ილოცა. მან ჰკითხა ღმერთს, იყო თუ არა აარონის ნათქვამი სიმართლე. მეფემ მიიღო პასუხი, რომ ეს მართალი იყო!

მეფემ იწამა, რასაც აარონი ასწავლიდა. მის ოჯახშიც ყველამ იწამა. ისინი მოინათლნენ და აირჩიეს იესო ქრისტეს კვალზე სიარული.

გასაფერადებელი გვერდი

მე შემიძლია, სიყვარულის გამოვლენით გავყვე იესოს

გამოსახულება
გასაფერადებელი გვერდი ბავშვებითა და დიდი გულებით

ილუსტრაცია ადამ კოფორდის მიერ

როგორ ავლენთ სიყვარულს სხვების მიმართ?

ამობეჭდვა