2021
რა გააკეთა ჩვენთვის მხსნელმა?
მაისი, 2021 წ.


„რა გააკეთა ჩვენთვის მხსნელმა“? ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 2021 წ. მაისი.

სამღვდელოების სესია

რა გააკეთა ჩვენთვის მხსნელმა?

ამონარიდები

გამოსახულება
ქრისტეს ცარიელი სამარხი

რა გააკეთა ქრისტემ ყოველი ჩვენგანისთვის? მან გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რაც აუცილებელია ჩვენი მოგზაურობისთვის მიწიერ ცხოვრებაში იმ დანიშნულების ადგილისკენ, რომელიც მონიშნულია მამაზეციერის გეგმაში. . … მე ვისაუბრებ ამ გეგმის ოთხ მნიშვნელოვან მახასიათებელზე. …

აღდგომა გვაძლევს ძალასა და ხედვას მიწიერი სირთულეების დასაძლევად, რომლების წინაშეც ყოველი ჩვენგანი და ჩვენთვის საყვარელი ადამიანი აღმოჩნდება. ეს გვაძლევს თანდაყოლილ თუ მიწიერი ცხოვრებისას მიღებულ ფიზიკურ, მენთალურ ან ემოციურ ნაკლოვანებებზე ახალ ხედვას. ეს გვაძლევს ძალას, გავუძლოთ სევდას, წარუმატებლობას და გულგატეხილობას.

აღდგომა ასევე გვაძლევს ძლიერ სტიმულს, დავიცვათ ღვთის მცნებები მიწიერი ცხოვრების დროს. …

ჩვენმა მხსნელმა და გამომსყიდველმა გაუძლო წარმოუდგენელ ტანჯვას, რათა გამხდარიყო მსხვერპლი ყოველი მოკვდავის ცოდვებისთვის, რომელიც მოინანიებდა. ამ გამომსყიდველმა მსხვერპლმა ბოროტების საბოლოო საზომის, მთელი სამყაროს ცოდვებისთის, შესთავაზა საუკეთესო - უნაკლო სრულყოფილი კრავი. …

… იესომ გვასწავლა ხსნის გეგმა. ეს გეგმა მოიცავს შექმნას, ცხოვრების მიზანს, საპირისპიროს აუცილებლობასა და თავისუფალი არჩევანის ძღვენს. მან ასევე გვასწავლა მცნებები და აღთქმები, რომელნიც უნდა დავიცვათ და წეს-ჩვეულებები, რომლებიც უნდა გავიაროთ, რათა დავუბრუნდეთ ზეციერ მშობლებს. …

ჩვენი მხსნელი გრძნობს და მან იცის ჩვენი ცდუნებების, ბრძოლების, გულგატეხილობისა და სირთულეების შესახებ, რადგან მან საკუთარი ნებით გამოიარა ყოველივე ეს, როგორც მისი გამოსყიდვის ნაწილი. ყველას, ვინც ნებისმიერი სახის მიწიერი უძლურობით იტანჯება, უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენმა მხსნელმა ასევე გამოიარა ეს ტკივილი და თავისი გამოსყიდვის მეშვეობით იგი ყოველ ჩვენგანს სთავაზობს ამ ტკივილის ატანის ძალას.

ამობეჭდვა