2021
მე მიყვარს ტაძრის ნახვა.
მაისი, 2021 წ.


„მე მიყვარს ტაძრის ნახვა“. ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 2021 წ. მაისი.

შაბათის დილის სესია

მე მიყვარს ტაძრის ნახვა.

ამონარიდები

გამოსახულება
ტაძარი

მე ვიცი, რომ უფლის ტაძრები წმინდა ადგილებია. ჩემი ტაძრებზე დღევანდელი საუბრის მიზანია - გავზარდო თქვენი სურვილი, იყოთ ღირსნი და მზად ტაძართან დაკავშირებული მეტი შესაძლებლობისთვის, რაც მალე მოგვეცემა. …

თუ მე ან თქვენ შევალთ ტაძარში ისე, რომ საკმარისად სუფთანი არ ვიქნებით, ჩვენ, სულიწმინდის ძალის მეშვეობით, ვერ ჩავწვდებით მხსნელთან დაკავშირებულ სულიერ სწავლებას, რისი მიღებაც შესაძლებელია ტაძარში.

როცა ღირსნი ვართ მსგავსი სწავლების მიღებისა, ტაძარში მიღებული გამოცდილების მეშვეობით გაიზრდება ჩვენი იმედი, სიხარული და ოპტიმიზმი. ეს იმედი, სიხარული და ოპტიმიზმი ხელმისაწვდომია მხოლოდ წმინდა ტაძარში მიღებული წეს-ჩვეულებების მეშვეობით. ტაძარში ჩვენ შეგვიძლია, დავრწმუნდეთ მოსიყვარულე ოჯახურ კავშირებში, რომლებიც გაგრძელდება სიკვდილის შემდეგაც, მარადის. …

 … და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მარადიული ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, რაოდენ ვეცდებით, შევთავაზოთ იგივე ხანგრძლივი ბედნიერება რაც შეიძლება მეტ ახლობელს.

მე იგივე სურვილი მაქვს, მოვიწვიო ოჯახის წევრები, გახდნენ ღირსნი იმისა, რომ მიიღონ ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებები ტაძარში და პატივი სცენ მათ. ეს არის უკანასკნელ დღეებში საბურველის ორივე მხარეს ისრაელის შეკრების დაპირების ნაწილი.

გამოსახულება
სოლთ-ლეიქ ტაძრის რეკონსტრუქცია

ამობეჭდვა