2010
გაუძელი ცოტა მეტი
იანვარი 2010


პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, იანვარი 2010

გაუძელი ცოტა მეტი

კირტლანდის პერიოდის ყველაზე თვალსაჩინო გაკვეთილი არის ის, რომ ჩვენ სულებს მუდმივად სჭირდებათ საზრდო. ჩვენ უნდა ვიყოთ უფალთან ახლოს ყოველ დღე, თუ გვინდა გადავლახოთ ის ბოროტება, რომელსაც ყველა ჩვენგანი შეხვდება.

გასულ ზაფხულს, მე და ჩემმა მეუღლემ, წავიყვანეთ ჩვენი ორი შვილიშვილი, კირტლანდ ოჰაიოში. ეს იყო ჩვენთვის ძვირფასი და განუმეურებელი შესაძლებლობა რომ გაგვეტარებინა მათთან ერთად დრო სანამ ისინი წავიდოდნენ მისიაში სამსახურად.

კირტლანდში ჩვენი მოგზაურობის დროს, ჩვენ ვისწავლეთ უფრო უკეთესად გაგვეაზრებინა ის პირობები, რომელშიც იმყოფებოდა წინასწარმეტყველი იოსებ სმითი და წმინდანები, რომლებიც ცხოვრობდნენ კირტლანდში. ეს პერიოდი ეკლესიის ისტორიაში ცნობილია როგორც უმძიმესი წინააღმდეგობების და ასევე ჩინებული კურთხევების დრო.

კირტლანდში უფალმა გვიბოძა ყველაზე შესანიშნავი ზეციური გამოცხადებები და სულიერი ძღვენები, რომლებიც მსოფლიოს ოდესმე გამოუცდია. მოძღვრების და აღთქმების, სამოცდახუთი სექცია იყო მიღებული კირტლანდში და მის გარეუბნებში — გამოცხადებები, რომლებმაც მოგვცა ახალი სინათლე და ცოდნა თემებზე, როგორებიც არის: მეორე მოსვლა, გაჭირვებულებისათვის დახმარება, ხსნის გეგმა, მღვდლობის ძალაუფლება, სიბრძნის სიტყვა, მეათედი, ტაძარი და მიძღვნის კანონი.1

ეს იყო სწორუპოვარი სულიერი ზრდის პერიოდი. ნამდვილად, ღმერთის სული მოეფინა როგორც ცეცხლი. მოსე, ელია და მრავალი ღვთიური არსებები, გამოეცხადნენ იმ დროს მამაზეციერის და მისი ძის, მხსნელი იესო ქრისტეს ჩათვლით.2

კირტლანდში იოსების მიერ მიღებული მრავალი გამოცხადებებიდან ერთერთი იყო სახელად: „ზეითუნის ფოთოლი … სამოთხის ხის ტოტიდან მოწყვეტილი და უფალის მშვიდობისაკენ მოწოდება ჩვენთვის” (მოძღვრება და აღთქმების შესავალი 88). ეს შესანიშნავი გამოცხადება მოიცავს ნათელ მოწვევას, „მომიახლოვდით და მე მოგიახლოვდებით, მეძიეთ ბეჯითად და თქვენ მე მიპოვით” (მოძღვრება და აღთქმები 88:63). როდესაც კირტლანდის წმინდანები მიუახლოვდნენ უფალს, ის მართლაც მიუახლოვდა მათ, ერთგული მორწმუნეებისათვის ზეციდან კურთხევების ნიაღვარით.

სულიერების ნიაღვარი

ალბათ სულიერი გამოცხადებების კულმინაცია იყო კირტლანდის ტაძრის მიძღვნის დროს, 27 მარტს 1836 წელს. ერთერთი რომელიც ამას ესწრებოდა იყო ახალგაზრდა 28 წლის ვილიამ დრაპერი, რომელმაც ეს დღე აღწერა, როგორც „ორმოცდამეათე დღე.” მან დაწერა: „ეს იყო ღვთის სულის გამოვლინების ისეთი ჟამი, რომ ჩემი კალმისტარი და ენა უძლურია ამის გადმოსაცემად. მაგრამ მე აქ ვარ, რომ ვთქვა, სული მოეფინა და მოედო შენობას როგორც ძლიერი ქარბუქი, რომ ბევრი ვინც იქ იყვნენ ჰქონდათ ხილვები და ანგელოზების გამოცხადებები, წინასწარმეტყველობდნენ და ეს იყო ისეთი სიხარულის დრო, როგორიც ამ თაობას აქამდე არ ენახა.”3

ეს სულიერი გამოცხადებები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტაძარში მყოფი ადამიანებით, რადგან „მეზობლად მცხოვრები ხალხი ერთად მორბოდა (ესმოდათ რა უცნაური ხმაური და ხედავდნენ კაშკაშა შუქის სვეტს, როგორც ცეცხლის სვეტი რომელიც ტაძარის ზემოთ აღიმართებოდა) და იყვნენ განცვიფრებულნი იმით, რაც ხდებოდა.”4

ლორენზო სნოუ (1814–1901), მოგვიანებით ეკლესიის პრეზიდენტი, ამ დალოცვილ დროს ცხოვრობდა კირტლანდში. მან ეს აღწერა შემდეგნაირად, „ვინმეს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ამდენი გასაოცარი გამოცხადებების მიღების შემდეგ არავის არ ექნებოდა წმინდანები დარბევის ცდუნება.”5

მაგრამ, რათქმაუნდა დიდი სულიერი გამოცდილება არ გაგვანთავისუფლებს წინააღმდეგობებისაგან. ტაძრის მიძღვნიდან სულ რამოდენიმე თვის შემდეგ, დიდმა ეკონომიკურმა კრიზისმა შეარყია, შეერთებული შტატები და კირტლანდმაც ასევე ღრმად იგრძნო კრიზისის შედეგები. ბანკები გაკოტრდნენ და ბევრნი ჩავარდნენ ღრმა ფინანსურ გასაჭირში. საქმეები გააუარესა იმან, რომ ბევრი წმინდანები, რომლებიც გადმოსახლდნენ კირტლანდში, მოსულები იყვნენ მწირე მატერიალური ქონებით და არ იცოდნენ კირტლანდში ჩამოსვლის შემდეგ რას გააკეთებდნენ ან რით იცხოვრებდნენ.

მალე დაიწყო დევნა, იკრიბებოდნენ ბრბოები წმინდანების წინააღმდეგ. ეკლესიის წევრები — ზოგიერთნი იყვნენ წინასწარმეტყველ იოსებ სმითთან ახლოს, რომლებიც ესწრებოდნენ ტაძრის მიძღვნას — და შემდეგ განუდგნენ და აძაგებდნენ იოსებს როგორც ცრუ წინასწარმეტყველს.

როდესაც კირტლანდის ტაძართან ვსეირნობდი მეუღლესთან და შვილიშვილებთან ერთად, მე ვფიქრობდი თუ რა ტრაგიკული იყო, როდესაც ზოგიერთმა ვერ შეინარჩუნა რწმენა იმ სულიერი გამოცხადებების მერეც კი, რომელიც მათ იხილეს. რა დასანანი არის, რომ მათ ვერ გაუძლეს ურწმუნოთა კრიტიკას და დაცინვებს. როგორი სამწუხაროა, რომ ფინანსური და სხვა წინააღმდეგობების გამო მათ ვერ შესძლეს თავიანთ გულებში ჩახედვა და რწმენის შენარჩუნება. როგორი უბედურება იყო როდესაც მათ, როგორღაც მოახერხეს სასწაულებრივი სულიერი მოსავლის, ხილვების დაკარგვა რომელიც მათ ტაძრის მიძღვნისას მიიღეს.

გაკვეთილები

რა შეგვიძლია ვისწავლოთ ეკლესიის ისტორიის ამ შესანიშნავი დროდან?

ერთიდიდი და თვალსაჩინო გაკვეთილი, რომელიც მივიღეთ კირტლანდის პერიოდიდან არის ის, რომ ჩვენ სულს მუდმივად სჭირდება საზრდო. როგორც პრეზიდენტი ჰაროლდ ბ. ლი (1899–1973) გვასწავლიდა: „დამოწმება ეს არ არის ის რაც გაქვთ დღეს და გექნებათ ყოველთვის. დამოწმება ან გაიზრდება და გაბრწყინდება ჭეშმარიტებად, ან ის დაპატარავდება და გაცამტვერდება, იმისდა მიხედვით თუ ჩვენ ამაზე რას გავაკეთებთ. მე ვამბობ, რომ დამოწმება რომელსაც მოვიპოვებთ ყოველ დღე, არის ის რაც ჩვენ გვიხსნის მტრის ბოროტებისაგან.”6 ჩვენ გვჭირდება უფალთან ყოველდღიურად ახლოს ყოფნა თუ გვინდა გადავლახოთ ის ბოროტება რომელიც წინ ყველას გველის.

დღევანდელი მსოფლიო რაღაცნაირად ჰგავს 1830 წლის კირტლანდს. ჩვენც ვცხოვრობთ ფინანსური გაჭირვების პერიოდში. არიან ისინი, ვინც სდევნიან, გამოდიან ეკლესიის და მისი წევრების წინააღმდეგ. პირადი და ერთობლივი მცდელობები, ხანდახან თითქოს დაუძლეველი ხდება.

ეს ის დროა როდესაც ყველაზე ძალიან გვჭირდება უფალთან ახლოს დგომა. როდესაც ჩვენ ასე მოვიქცევით, ჩვენ გავიაზრებთ თუ რას ნიშნავს ჩვენთვის უფალთან მიახლოვება. როდესაც მას ვეძებთ უფრო ბეჯითად, ჩვენ მას აუცილებლად ვიპოვით. ჩვენ დავინახავთ, რომ უფალი არ მიატოვებს მის ეკლესიას ან მის ერთგულ წმინდანებს. ჩვენ გაგვეხილება თვალები, და დავინახავთ მას თუ როგორ გაგვიხსნის ზეციურ ფანჯარას, რომ მოგვაფრქვიოს უფრო მეტი სინათლე. ჩვენ ვიპოვით სულიერ ძალას, რომ გადავლახოთ ყველაზე ბნელი ღამე.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა წმინდანმა დაკარგა მიღებული სულიერი გამოცდილება, რომელიც ჰქონდათ, უმრავლესობამ ის მაინც შეინარჩუნა. უმრავლესობამ, ვილიამ დრაპერის ჩათვლით, შეინარჩუნა სულიერი ცოდნა, რომელიც ღმერთმა მათ მისცა და გაჰყვნენ წინასწარმეტყველს. გზაში მათ შეხვდათ უფრო მწარე წინააღმდეგობები, მაგრამ ასევე უფრო ტკბილი სულიერი ზრდა, საბოლოოდ იქამდე, სანამ, რომლებმაც ბოლომდე გაუძლეს, მათ „მიიღეს … მარადიული ბედნიერების სამყოფელი” (მოსია 2:41).

თქვენ შეგიძლიათ გაუძლოთ

თუ ოდესმე გექნებათ უიმედობის ან რწმენის დაკარგვის ცდუნება, გახსოვდეთ ის ერთგული წმინდანები რომლებიც კირტლანდში ბოლომდე ერთგულები დარჩნენ. გაუძელით ცოტა უფრო მეტი. თქვენ ეს შეგიძლიათ! თქვენ ხართ განსაკუთრებული თაობის ნაწილი. თქვენ იყავით შემონახული და მომზადებული, რომ გეცხოვრათ ამ მშვენიერი დედამიწის არსებობის ამ მნიშვნელოვან დროს. თქვენ ხართ სელესტიალური წარმოშობის და ამიტომ გაქვთ ყველანაირი ნიჭი იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება გადააქციოთ მარადიული წარმატების ისტორიად.

უფალმა დაგლოცათ ჭეშმარიტების დამოწმებით. თქვენ იგრძენით მისი ზემოქმედება და მისი ძალის ხართ მოწმენი. და თუ გააგრძელებთ მის ძიებას, ის გააგრძელებს თქვენ დაჯილდოებას წმინდა გამოცდილებებით. ამ და სხვა სულიერი ძღვენებით, თქვენ შესძლებთ არა მარტო შეცვალოთ თქვენი საკუთარი ცხოვრება უკეთესობისაკენ, ასევე შესძლებთ თქვენი სიკეთით დალოცოთ თქვენი ოჯახები, სამეურვეოები ან მრევლები, საზოგადოებები, ქალაქები, ქვეყნები და ერები.

შეიძლება ძნელია ხანდახან ამის დანახვა მაგრამ გაუძელით ცოტა უფრო მეტი ვინაიდან „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ” და დაელოდეთ მას (1 კორინთიელთა 2:9; ასევე იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 76:10; 133:45).

მე ვამოწმებ, იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების ჭეშმარიტებას და ამ ეკლესიის, მისი ეკლესიის, ჭეშმარიტებას. მე ვამოწმებ, მთელი ჩემი გულით და სულით, რომ ღმერთი ცოცხალია, რომ იესო ქრისტე არის მისი ძე და არის ამ დიდი ეკლესიის წინამძღვარი. ჩვენ კვლავ გვყავს წინასწარმეტყველი დედამიწაზე, პრეზიდენტი თომას ს. მონსონი.

მოდით ჩვენ ყოველთვის გვახსოდეს კირტლანდის გაკვეთილები და გავუძლოთ ცოტა უფრო დიდ ხანს — მაშინაც როდესაც ყველაფერი გამოჩნდება შავად. იცოდეთ და გახსოვდეთ ეს: უფალს უყვარხართ. მას ახსოვხართ. და ის ყოველთვის დაეხმარება მათ, ვინც „გაუძლებს რწმენით ბოლომდე” (მოძღვრება და აღთქმები 20:25).

შენიშვნები

  1. იხილეთ მაგალითად შემდეგი სექციები 45; 56; 76; 84; 89; 97; და 104.

  2. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 76:23; 110:2–4, 11–13.

  3. ვილიამ დრაპერი, “A Biographical Sketch of the Life and Travels and Birth and Parentage of William Draper” (1881), ხელნაწერი, ეკლესიის ისტორიის ბიბლიოთეკაში, 2- მართლწერა სტანდარტიზირებულია.

  4. ეკლესიის ისტორია, 2:428.

  5. ლორენზო სნოუ, “Discourse,” Deseret Weekly News, ივნისი 8, 1889, 26.

  6. ეკლესიის პრეზიდენტთა სწავლებები: ჰაროლდ ბ.ლი(2000), 43.