შინა მასწავლებლის მოწოდება
თვითუზურნველყოფილი ცხოვრების დაწყება
ასწავლეთ ეს წმინდა წერილები და ციტატები ან საჭიროებისამებრ სხვა პრინციპები, რომლებიც დალოცავენ იმ დებს, ვისთანაც სტუმრად მიდიხართ. გაუზიარეთ თქვენი დამოწმება მოძღვრებაზე. გაკვეთილის დროს, სთხოვეთ მათ ვისაც სტუმრობთ, რომ მათაც გაგიზიარონ თუ რა იგრძნეს და ისწავლეს.
რა არის თვითუზურნველყოფა?
„თვითუზრუნველყოფა ნიშნავს მამაზეციერის მიერ ნაბოძები ყველა კურთხევის გამოყენებას, რომ მოვუაროთ ჩვენს თავს და ჩვენს ოჯახს, ასევე ვიპოვოთ ჩვენი პრობლემების გადალახვის გზები. ყოველი ჩვენთაგანი არის პასუხისმგებელი, რომ შეეცადოს პრობლემების თავიდან აცილება, სანამ ისინი წამოიჭრებიან და როდესაც წამოიჭრებიან ვისწავლოთ მათი გადალახვა…
„როგორ უნდა გავხდეთ თვითუზრუნველყოფილები ჩვენ ვხდებით თვითუზრუნველყოფილები საჭირო ცოდნის, განათლების მიღების შემდეგ, თანხების და რესურსების გონიერი მართვით, სულიერად მტკიცე ცხოვრებით, მოულოდნელობებისთვის და საგანგაშო მოვლენებისათვის მზადყოფნით, ასევე ფიზიკურად ჯანმრთელობით და სოციალური და ემოციური კეთილდღეობით.”1
ჯული ბ. ბეიქი, ხსნის საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი:
სახარების პასუხისმგებლობა
„როდესაც ვცხოვრობთ მომჭირნეობით და ვაღრმავებთ ჩვენს ნიჭს და ცოდნას, ჩვენ ვხდებით უფრო მეტად თვითუზრუნველყოფილები. თვითუზრუნველყოფა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას, ჩვენი პირადი სულიერი და ამქვეყნიური კეთილდღეობაზე, ასევე მათთვისაც ვისი მოვლაც მამაზეციერმა ჩვენ დაგვაკისრა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ვართ თვითუზრუნველყოფილები შეგვიძლია ჭეშმარიტად დავუდგეთ გვერდზე მხსნელს, მოყვასისათვის სამსახურში და კურთხევაში.
„მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ თვითუზრუნველყოფა არის გზა მიზნის მისაღწევად. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ გავხდეთ ისეთნი როგორც მხსნელი და ამ მიზანს ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მოყვასისათვის უანგარო სამსახურით. ჩვენი შესაძლებლობა, რომ ვემსახუროთ მოყვასს, იზრდება ან მცირდება ჩვენი თვითუზრუნველყოფის დონიდან გამომდინარე.”2
უხუცესი რობერტ დ. ჰეილსი, თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან:
თვითუზრუნველყოფა არის ჩვენი შრომის შედეგი და მოყვასისათვის სამსახურის ყველანაირი საფუძველი. ეს არის ჩვენი საკუთარი სულიერი და ამქვეყნიური კეთილდღეობის აუცილებელი ელემენტი. ამ პრინციპის შესახებ, პრეზიდენტმა მარიონ გ. რუმნიმ (1897–1988) სთქვა: მოდით ვიმუშაოთ იმისათვის, რაც ჩვენ გვჭირდება. მოდით ვიყოთ თვითუზრუნველყოფილები და დამოუკიდებლები. ხსნის მიღება შეუძლებელია სხვა რომელიმე პრინციპით. ხსნა არის პირადი საქმე და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენი პირადი ხსნისათვის როგორც სულიერი ასევე ამქვეყნიურ საკითხებში. …
„პრეზიდენტი სპენსერ ვ.ქიმბალი (1895–1985) ასევე გვასწავლიდა თვითუზრუნველყოფის შესახებ: პირველ რიგში ყოველი ადამიანი თვითონ არის პასუხისმგებელი მისი საზოგადოებრივი, ემოციური, სულიერი, ფიზიკური და ეკონომიკური კეთილდღეობაზე, მეორე რიგში პასუხისმგებელია მისი ოჯახი და მესამე ეს არის ეკლესია, თუ ის არის ერთგული რწმენით აღსავსე წევრი.”3
პრეზიდენტი თომას ს. მონსონი:
© 2009 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლებები დაცულია. დაბეჭდილია ა.შ.შ.-ში ინგლისურად დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი დამტკიცებულია: 6/09. Translation of January 2010 Visiting Teaching Message. Georgian. 09361 131