2010
თქვენი პატრიარქიული კურთხევა
თებერვალი 2010


ახალგაზრდობა

თქვენი პატრიარქიული კურთხევა

პრეზიდენტმა მონსონმა აღწერა პატრიარქიული კურთხევა როგორც: „პირადი ლიაჰონა, თქვენი გზის რუქა და გზამკვლევი.” ასე, რომ რა არის ეს კურთხევა და როგორ შეუძლია მას დაგეხმაროთ და გაგიკვლიოთ გზა ცხოვრებაში?

რა არის პატრიარქიული კურთხევა?

თქვენ პატრიარქიული კურთხევას აქვს ორი დანიშნულება. პირველი, წარმოადგენს თქვენს წარმომავლობას, ანუ ისრაელის სახლის, რომელ ტომს მიეკუთვნებით. მეორე, მასში იქნება ინფორმაცია რომელიც დაგეხმარებათ გზის პოვნაში. თქვენ კურთხევაში ალბათ იქნება ასევე დაპირებები, შენიშვნები და გაფრთხილებები.

რამდენი წლის უნდა ვიყო რომ მივიღო პატრიარქიული კურთხევა?

კონკრეტული წლოვანება არ არის მითითებული, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ იმ წლოვანების, რათა დააფასოთ კურთხევის წმინდა ბუნება. ეკლესიის მრავალი წევრი იწყებს ფიქრს პატრიარქიული კურთხევის მიღებაზე მოზარდობის დროს.

როგორ უნდა მივიღო კურთხევა?

პირველ რიგში ესაუბრეთ თქვენს ეპისკოპოსს ან მრევლის პრეზიდენტს. თუ თქვენ ხართ კურთხევის მისაღებად მზად და ღირსეული, თქვენ მოგცემენ სათანადო რეკომენდაციას. ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი მხარის პატრიარქთან შეხვედრა.

რა გავაკეთო ჩემი პატრიარქიული კურთხევით?

საგულდაგულოდ შეინახეთ და ხშირად წაიკითხეთ. გახსოვდეთ, თქვენი კურთხევა არის წმინდა და პირადული. ის თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ ოჯახის ახლო წევრებს, მაგრამ ის არ უნდა გაუზიაროთ საზოგადოებას. აგრეთვე, ყველა დალოცვები, რომლებიც არის მოხსენებული თქვენს პატრიარქიული კურთხევაში, დამოკიდებულია თქვენს ერთგულბაზე და უფალის ნებაზე.