შინა მასწავლებლის მოწოდება, თებერვალი 2010
რესურსების გონიერად მართვა და ვალებისაგან თავის არიდება
ასწავლეთ ეს წმინდა წერილები და ციტატები ან საჭიროებისამებრ სხვა პრინციპები, რომლებიც დალოცავენ იმ დებს, ვისთანაც სტუმრად მიდიხართ. გაუზიარეთ თქვენი დამოწმება მოძღვრებაზე. გაკვეთილის დროს, სთხოვეთ, რომ მათაც გაგიზიარონ თუ რა იგრძნეს და ისწავლეს.
რესურსების მართვა
„მომჭირნეობით ცხოვრება … ნიშნავსჩვენი რესურსების დაზოგვას, ფინანსური საკითხების ჭკვიანურად დაგეგმვას, პირადი ჯანმრთელობის ხარჯების სრულ უზრუნველყოფას, პირადი განათლების და კარიერის განვითარებისათვის შესაბამისად მომზადებას, ასევე სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს, სახლში საკვები პროდუქტების დამზადებას, მათ შენახვას და ასევე ოჯახში ემოციური სიმტკიცის განმტკიცებას.… თუ ჩვენ ვიცხოვრებთ გონიერად და მომჭირნედ, ჩვენ ვიქნებით დაცული, როგორც მის ხელის გულზე.”1
პრეზიდენტი სპენსერ ვ. ქიმბალი (1895–1985).
„რა უნდა ვიცოდეთ რომ ვისწავლოთ თვითუზრუნველყოფა? … ეკლესიის ჩამოყალიბების პირველ დღეებში, ბრიგამ იანგმა დებს სთხოვა რომ ესწავლათ თუ როგორ აერიდებინათ თავი ოჯახში ავადმყოფობებისათვის, ჩამოეყალიბებინათ ოჯახური წარმოებები, ესწავლათ აღრიცხვა-ანგარიშსწორება და სხვა საჭირო ხელობები. ეს პრინციპები დღესაც აქტუალურია. განათლება ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. …
„მე შევეკითხე რამოდენიმე ეპისკოპოსს თუ რომელი თვითუზრუნველყოფის უნარ-ჩვევების სწავლა სჭირდებათ ყველაზე მეტად, მათი სამეურვეოს დებს, ეპისკოპოსებმა მიპასუხეს რომ ეს იყო ბიუჯეტის წარმოება. ქალებს უნდათ ესმოდეთ ვალად ყიდვის და ბიუჯეტის შეუსაბამოდ ცხოვრების მნიშვნელობა. მეორე თვისება რომელიც მათ მითხრეს ეს იყო საჭმელების მომზადება. სახლში დამზადებული საჭმელები საერთოდ უფრო იაფია, უფრო სასარგებლო და ხელს უწყობს ოჯახური ურთიერთობების განვითარებას.”2
ჯულია ბ. ბეიქი, ხსნის საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი:
ფინანსური ვალის აღებისაგან თავის არიდება
„ნება მიბოძეთ შემოგთავაზოთ ფინანსური თავისუფლებისათვის ხუთი ნაბიჯი. …
„პირველი, გადაიხადეთ თქვენი მეათედი. …
„მეორე, დახარჯეთ შემოსავალზე უფრო ნაკლები …
„მესამე, ისწავლეთ დაზოგვა. …
„მეოთხე, პასუხისმგებლობით მიუდექით თქვენს ფინანსურ ვალდებულებებს. …
„მეხუთე, ასწავლეთ თქვენს ბავშვებს, რომ მიბაძონ თქვენს მაგალითს.”3
უხუცესი ჯოსეფ ბ.ვირთსლინი (1917–2008) თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან.
„როდესაც ფინანსურ ვალს ვიღებთ, ჩვენ ვთმობთ ჩვენი ძვირფასი და შეუფასებელი თავისუფლების ნაწილს, ამით ვაყენებთ ჩვენს თავს ნებაყოფილობით მონობაში. ჩვენ ვხდებით დავალებული ჩვენი დროით, ენერგიით და ქონებით იმის ასანაზღაურებლად, რაც ვისესხეთ — რესურსები რომლებიც შეგვეძლო გამოგვეყენებინა ჩვენი საკუთარი თავის, ჩვენი ოჯახის და მოყვასის დასახმარებლად. …
„აღებული ვალების გადახდა და მომავალში მათი აღებისაგან თავის არიდება ჩვენგან მოითხოვს მხსნელში რწმენის გაღრმავებას — არა უბრალოდ იმიტომ, რომ ვაკეთოთ უკეთესად არამედ ვიყოთ უკეთესნი. ამისათვის საჭიროა დიდი რწმენა, რომ ვთქვათ უბრალო სიტყვები, ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. საჭიროა რწმენა რომ ეს ცხოვრება იქნება უკეთესი თუ შევწირავთ ჩვენს მადას ჩვენი საკუთარი და მოყვასის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.”4
უხუცესი რობერტ დ. ჰეილსი, თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან.
© 2009 ყველა უფლებები დაცულია. დაბეჭდილია ა.შ.შ.-ში ინგლისურად დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი შინამასწავლებლის მოწოდება თებერვალი 2010 Georgian 09362 131