პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, თებერვალი 2010
სულიერი მზადყოფნა
ჩვენი წინასწარმეტყველის რჩევა
რწმენის საძირკველი
„თუ ჩვენ არ გავქვს რწმენისათვის ღრმა საძირკველი და ჭეშმარიტების მყარი დამოწმება, ჩვენ შეიძლება გაგვიჭირდეს, გაჭირვების უხეში შტორმების და სუსხიანი ავდრისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც ცხოვრების გზაზე ყოველ ჩვენთანაგანს შეიძლება შეხვდეს.
„მოკვდავება ეს არის გამოცდის პერიოდი, ის დრო, როდესაც უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ ღირსეულნი ჩვენი მამაზეციერთან დაბრუნების. იმისათვის, რომ გავიაროთ გამოცდა ჩვენ უნდა გადავლახოთ გამოწვევები და წინააღმდეგობები. მათ შეუძლიათ გაგვტეხონ, ჩვენი სული შეიძლება გაიბზაროს და დაიმსხვრეს — ასე იქნება თუ ჩვენი რწმენის საძირკველი, ჭეშმარიტების ჩვენი დამოწმება, არ არის ჩვენში ღრმად გამაგრებული.”1
ისწავლეთ გაკვეთილები წარსულიდან
„საკუთარ თავში უკეთესის ძიებისას, ჩვენ ზოგიერთი შეკითხვა ჩვენს ფიქრებში გაგვიკვლევს გზას: ვარ თუ არა ის, რაც მინდა, რომ ვიყო? ვარ თუ არა მხსნელთან გუშინდელ დღესთან შედარებით უფრო ახლოს? ვიქნები თუ არა უფრო ახლოს ხვალ? მაქვს თუ არა საკმარისი გამბედაობა, რომ შევიცვალო უკეთესობისაკენ? …
„წლები მოდიან და მიდიან, მაგრამ სახარების დამოწმების აუცილებლობა კვლავ უმნიშვნელოვანესია. მომავლისაკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ წარსულის გაკვეთილები.”2
თქვენი პირადი ლიაჰონა
„თქვენი პატრიარქიული კურთხევა არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი. ის შეიძლება იყოს მოკლე ან ვრცელი, უბრალო ან ღრმა. პატრიარქიული კურთხევის არსი არც მის სიგრძეშია და არც იმაში თუ რა ენით არის ის ნათქვამი. სული არის ის რაც გადმოგვცემს მის ნამდვილ აზრს. თქვენი დალოცვა არ უნდა გქონდეთ სადმე ლამაზად დაკეცილი და შენახული. ან ჩარჩოში არ უნდა ჩასვათ, ყველასთვის დასანახად კედელზე ჩამოკიდებული. ის არის იმისთვის რომ ვიკითხოთ. ის უნდა გვიყვარდეს. დალოცვაში ნათქვამით უნდა ვიხელმძღვანელოთ. პატრიარქიული დალოცვა უკუნეთ ღამეში გზას გაგინათებთ. ის ცხოვრებაში გაგიძღვებათ და აგარიდებთ საფრთხეს.… თქვენი პატრიარქიული კურთხევა არის თქვენი პირადი ლიაჰონა, იმისთვის რომ იყოს თქვენი გზის რუქა და გზამკვლევი. …
„საჭირო იქნება მოთმინება, როდესაც ჩვენ დავაკვირდებით, დაველოდებით და ვიმუშავებთ, რათა აგვისრულდეს დაპირებული კურთხევები.”3
მოდით მასთან
გახსოვდეთ, რომ ცხოვრების გზაზე თქვენ არ დადიხართ მარტო.… ცხოვრებაში თქვენი სვლისას ყოველთვის იარეთ შუქისკენ და ცხოვრების გზაზე ბნელი აჩრდილები, ყოველთვის დარჩებიან თქვენს უკან. …
„როდესაც შთაგონებისათვის ვკითხულობ წმინდა წერილებს, დროთა დრო ერთი სიტყვა განსაკუთრებულად მხვდება თვალში. ეს სიტყვა არის: მოდი. უფალმა სთქვა, მოდი ჩემთან. მან სთქვა მოდი ისწავლე ჩემგან და მან ასევე სთქვა გამომყევი. მე მომწონს ეს სიტყვა, მოდი. ჩემი თხოვნა არის, რომ ჩვენ მივიდეთ უფალთან.”4
© 2009 Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლებები დაცულია. დაბეჭდილია ა.შ.შ.-ში 6/09. თარგმანი დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, თებერვალი 2010 Georgian 09362 131