2010
ზნეობრივი სიმამაცე
მარტი 2010


პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, მარტი 2010

ზნეობრივი სიმამაცე

მოკვდავი ცხოვრების ერთერთი მიზანია, ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ღმერთს რომ მის მცნებებს დავიცავთ იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ამისათვის ჩვენგან სიმამაცის გამოჩენა იქნება საჭირო. ჩვენ გავიარეთ ეს გამოცდა წინამიწიერ სამყაროში. მაგრამ ციური ლაშქარის მესამედი აღუდგა წინადადებას რომ გაევლოთ მოკვდავი არსებობის გამოცდა, სადაც იქნებოდა საშიშროება, რომ გამოცდას ვერ გაუძლებდნენ.

სანამ დავიბადებოდით ჩვენ პირადად ვიცნობდით მამაღმერთს და მის ძეს, იესო ქრისტეს ჩვენ ისინი შეგვეძლო გვეხილა და მოგვესმინა, როდესაც ისინი გვასწავლიდნენ და გვამხნევებდნენ. დღეს ჩვენი გონება და მეხსიერება დაფარულია ბინდით. სატანას, ტყუილის მამას, დღეს, აქვს უპირატესობა, ჩვენ უნდა შევძლოთ დავინახოთ სინამდვილე ჩვენს შესახებ, რწმენის თვალებით, იმ დროს, როდესაც ჩვენი სხეულები გვიბიძგებენ ხორციელი ცდუნებებისაკენ და სისუსტეებისაკენ.

ჩვენ გვყავს დიდ დამხმარეები რომლებიც გვამხნევებენ ამ ცხოვრებაში. ყველაზე უდიდესი დახმარება ჩვენთვის არის ქრისტეს გამოსყიდვა. იმის შედეგად, რაც მან გააკეთა, ჩვენ ცოდვებისაგან ვინწმინდებით ნათლობის წყლით. ზიარების მიღებისას ჩვენ შეგვიძლია კვლავ განვაახლოთ ეს კურთხევა, რწმენით და მომნანიებელი გულით.

ჩვენთვის ნაბოძები სულიერი ძღვენიც ასევე გვეხმარება. ჩვენ დაბადებიდანვე ვიღებთ ქრისტეს სულს. ეს გვაძლევეს ძალას, იმის გასაგებად, რომ ჩვენს წინ არსებული არჩევანი, მიგვიყვანს მარადიული სიცოცხლისაკენ. წმინდა წერილები არიან უტყუარი გზამკვლევები, როდესაც ჩვენ მათ ვკითხულობთ სულიწმინდის დახმარებით.

სულიწმინდა საშუალებას გვაძლევს გამოვხატოთ მადლიერება და ლოცვისას ვსთხოვოთ შველა, ნათლად და გულდაჯერებულად, ისე როგორც ჩვენ ეს შეგვეძლო უწინ, მამაზეციერთან ყოფნისას და ამას კვლავ შევძლებთ, როდესაც მასთან დავბრუნდებით. ღმერთთან ასეთი კავშირი გვეხმარება ჩვენი გულებიდან შიშის განდევნაში რადგან ის აყალიბებს რწმენას და სიყვარულს მამაზეციერში და იესო ქრისტეში.

წმინდა მღვდლობა გვაძლევს მოყვასის სამსახურისათვის საჭირო გამბედაობას. ამ გზით ჩვენ გვეძლევა ძალა ვემსახუროთ ღმერთის შვილებს და წინ აღვუდგეთ ბოროტების გავლენას. როდესაც ის მოგვიწოდებს სამსახურისათვის, ჩვენ ვიღებთ დაპირებას: „და სადაც თქვენ მიგიღებენ იქ ვიქნები მეც, რადგან თქვენს წინ მე ვიქნები. მე ვიქნები თქვენს მარჯვნივ და მარცხნივ, ჩემი სული იქნება თქვენს გულებში, ჩემი ანგელოზები თქვენს გარშემო, იმისათვის რომ ხარში ამოგიდგნენ” (მოძღვრება და აღთქმები 84:88).

წინასწარმეტყველ იოსებ სმითს მსახურობისას ჰქონდა მიზეზები, რომ შეშინებოდა. მაგრამ ღმერთმა მისცა მას სიმამაცე, მეუფის მაგალითით და ამ დაპირებით:

„და თუ ჩაგაგდებენ დილეგში, თუ ჩავარდები მკვლელების ხელში და მოგისჯიან სიკვდილის სასჯელს ან გადაგაგდებენ ზღვის უფსკრულში თუ ტალღები და ულმობელი ქარები დაგემუქრებიან, ცა შავად მოიქუფრება და ბუნების ყველა ძალა გაერთიანდება გზის გადასაჭრელად და აზვირთდებიან შენს წინააღმდეგ, თუ ჯოჯოხეთი დააღებს ფართედ ხახას შენს ჩასანთქავად, გახსოვდეს შვილო ჩემო, რომ ეს ყველაფერი მოგცემს გამოცდილებას და სასიკეთო იქნება შენთვის.”

„ადამიანის შვილმა ქედი მოიხარა ამ ყველაფრის წინ. ნუთუ მასზე უფრო დიადი ხარ?” (მოძღვრება და აღთქმები 122:7–8).

ღმერთმა გაგვიწია საკმარისზე მეტი დახმარება, რომ ჩვენ გამოვიჩინოთ სიმამაცე და დავამარცხოთ შიში მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა შეგვხვდეს ცხოვრებაში. როდესაც მას შევსთხოვთ დახმარებისათვის, მას შეუძლია აგვამაღლოს მარადიული სიცოცხლისაკენ, რომლისაკენაც ჩვენ მივისწრაფით.

ამ მოწოდების დედააზრი

„იესო ქრისტე, მთავარი მასწავლებლი, ხშირად სვავდა შეკითხვებს იმისათვის რათა გაემხნევებინა ადამიანები, რომ ეფიქრათ და ეცხოვრათ იმ პრინციპებით, რომლებსაც ის ასწავლიდა.… მისი შეკითხვები შთააგონებდა ადამიანებს ეფიქრათ სულიერებაზე და ვალდებულებებზე” (Teaching, No Greater Call, [1999], 68).} მოიფიქრეთ და დაუსვით რამოდენიმე შეკითხვა, იმისათვის, რომ პიროვნებამ უკეთესად გაიგოს და მიიღოს ის ჭეშმარიტებები რომლებიც ისწავლება ამ მოწოდებაში. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვა, „როგორი დახმარება გაგიწიათ ღმერთმა რითაც მოგეცათ სიმამაცე და დაამარცხეთ შიში?” ან „როგორ დაგეხმარათ ღმერთი რომ დაგემარცხებინათ თქვენი შიშები?” თანამოსაუბრეებს სთხოვეთ იფიქრონ შეკითხვაზე სანამ გიპასუხებენ.

ამობეჭდვა