შინა მასწავლებლის მოწოდება, მარტი 2010
წმინდა წერილების დამოუკიდებელი შესწავლით მამაღმერთში და იესო ქრისტეში რწმენის განმტკიცება
ასწავლეთ ეს წმინდა წერილები და ციტატები ან საჭიროებისამებრ სხვა პრინციპები, რომლებიც დალოცავენ იმ დებს, ვისთანაც სტუმრად მიდიხართ. გაუზიარეთ თქვენი დამოწმება მოძღვრებაზე. გაკვეთილის დროს, სთხოვეთ, რომ მათაც გაგიზიარონ თუ რა იგრძნეს და ისწავლეს.
„როდესაც ახლად გათხოვილი ვიყავი, … მე დამპატიჟეს, სამეურვეოს შვების საზოგადოების დებისათვის, მიძღვნილ სადილზე, სადაც დაპატიჟებულნი იყვნენ ის დები რომლებსაც წაკითხული ჰქონდათ მორმონის ან ეკლესიის ისტორიის პატარა წიგნი. იმ დროს იშვიათად, ვკითხულობდი წმინდა წერილებს და მანამდე, მე უკვე წაკითხული მქონდა ეკლესიის ისტორიის პატარა წიგნი, რადგან ამას უფრო ნაკლები დრო სჭირდებოდა და ამიტომაც დამპატიჟეს სადილზე. როდესაც შუადღისას ვსაუზმობდი შემექმნა ძლიერი შეგრძნება, რომ მიუხედავად იმისა ჩემს მიერ წაკითხული ეკლესიის ისტორიის წიგნი კარგი იყო მე აუცილებლად უნდა წამეკითხა მორმონის წიგნი. სულიწმინდა მკარნახობდა, რომ შემეცვალა ჩემი მიდგომა წმინდა წერილების კითხვის მიმართ. იმ დღიდან მოყოლებული, მე დავიწყე მორმონის წიგნის კითხვა და მეტი არასდროს აღარ გავჩერებულვარ.… ვინაიდან მე დავიწყე ყოველდღიურად წმინდა წერილების კითხვა, მე ვისწავლე ბევრად უფრო მეტი ჩემს მამაზეციერზე, მის ძეზე, იესო ქრისტეზე და კიდევ რა უნდა გავაკეთო, რომ გავხდე მათნაირი.…
„… ყოველ ქალს შეუძლია იყოს სახარების მოძღვრების მასწავლებელი საკუთარ სახლში, ასევე ყოველ დას ეკლესიაში, როგორც წინამძღვარს და მასწავლებელს სჭირდება სახარების ცოდნა. თუ ჯერ არ გამოგიმუშავებიათ ჩვევა, რომ ყოველდღიურად შეისწავლოთ წმინდა წერილები, დაიწყეთ ეხლა და ნუ შეყოვნდებით იმისათვის, რომ მოემზადოთ თქვენი ამქვეყნიური და მარადიული ცხოვრების ვალდებულებებისათვის.”1
ჯულია ბ. ბეიქი, ხსნის საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი.
„წმინდა წერილების სწავლა დაეხმარება ჩვენი პირადი და ჩვენი ოჯახის წევრების დამოწმებას. დღეს, ჩვენი ბავშვები, იზრდებიან გარემოცვაში სადაც გვესმის მოწოდებები, იმისაკენ, რომ უარყონ ის რაც სწორია, ამ მსოფლიოს სიამტკბილობის სანაცვლოდ. სანამ მათ არ ექნებათ იესო ქრისტეს სახარების მყარი საძირკველი, ჭეშმარიტების დამოწმება და გადაწყვეტილება იცხოვრონ უბიწოდ, ისინი იქნებიან ამ ზეგავლენისადმი დამთმობნი. ეს არის ჩვენი ვალდებულება რომ განვამტკიცოთ და დავიცვათ ისინი.”2
პრეზიდენტი თომას ს. მონსონი.
„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი დები იყვნენ წმინდა წერილების მოწაფეები.… თქვენ გჭირდებათ მისი მარადიული ჭეშმარიტებების გაცნობიერება, თქვენი პირადი და თქვენი ბავშვების კეთილდღეობისათვის, ასევე თქვენი შვილების თქვენგან განათლების მიღების მიზნისათვის და ყველასი ვინც იქნება თქვენს გარემოცვაში.”3
„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ოჯახები დალოცვილები იყვნენ წმინდა წერილების მცოდნე დებით — დაოჯახებული ან თუნდაც მარტოხელა, ახალგაზრდა ან მოხუცი, დაქვრივებული ან მეუღლით.… გახდით წმინდა წერილების შემსწავლელები — არა სხვების საძაგებლად არამედ მათ ასამაღლებლად!”4
პრეზიდენტი სპენსერ ვ. ქიმბალი (1895–1985).
© 2009 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლებები დაცულია. დაბეჭდილია ა.შ.შ.-ში ინგლისურად დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი დამტკიცებულია 6/09. თარგმანი Visiting Teaching Message, March 2010. Georgian. 09362 131