2010
ჩემი რწმენის გამოცდა
აპრილი 2010


ახალგაზრდობა

ჩემი რწმენის გამოცდა

როდესაც მე 13 წლის ვიყავი, მე დავიწყე მორმონის წიგნის ყოველდღე კითხვა და იმ დღიდან დღემდე ვიყავი დალოცვილი ყოველი დღე.

ჩვენი შაბათის სკოლის კლასი, 13 წლის მოსწავლეთათვის, მაინცადამაინც არ იყო ცნობილი თავისი მოკრძალებით. მიუხედავად ამისა ჩვენ გვყავდა შესანიშნავი მასწავლებელი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა სულით ესწავლებინა ჩვენთვის ყველა გაკვეთილი. ერთი ასეთი გაკვეთილი იყო წმინდა წერილების კითხვაზე.

გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა მოგვცა საშინაო დავალება. ის ეხებოდა ყველას მაგრამ რატომღაც მან პირდაპირ მე შემომხედა და მითხრა: „მე შენ გავალებ რომ ყოველდღიურად წაიკთხო მორმონის წიგნი!” მე ჩემთვის გავიფიქრე: „მე თქვენ განახებთ. ამას მე გავაკეთებ!”

მე იმავე საღამოს დავიწყე პირველი ნეფის პირველი თავის კითხვა და ყოველდღე ვაგრძელებდი. მე ალბათ სწორად არ მქონდა ჩამოყალიბებული დამოკიდებულება როდესაც კითხვა დავიწყე, მაგრამ დროთა განმავლობაში მე მომეწონა თუ რას ვგრძნობდი როდესაც ვკითხულობდი მორმონის წიგნს. ამიტომ ყოველ ღამე წიგნის კითხვა სასიამოვნო ჩვევაში გადაიზარდა.

რამოდენიმე თვე წიგნის კითხვის შემდეგ მე მივედი შემდეგ თავზე ალმა 32 და ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა რწმენის გამოცდის იდეამ. იმ დროს სკოლაში ვსწავლობდით მეცნიერული ცდების ჩატარებას და ამიტომაც დავიჩოქე და ვუთხარი მამაზეციერს რომ ვიწყებდი ექსპერიმენტს. მე ვსთხოვე დამეხმარებოდა იმის გაგებაში, იყო თუ არა მორმონის წიგნი ჭეშმარიტი.

დღევანდელი დღის გადასახედიდან, მე ვიცი, რომ მამაზეციერმა ბევრჯერ უპასუხა ჩემს ლოცვებს. ყოველდღე მორმონის წიგნის კითხვამ მომცა ძალა, რითაც შევძელი ბოროტების დაძლევა. მე უფრო ახლოს ვიგრძენი თავი, ჩემს მამაზეციერთან. ვიგრძენი, რომ სულიწმინდისგან მქონდა ძალა წინააღმდეგობების დასაძლევად. რაც სთქვა ალმამ, ღმერთის სიტყვის გამოცდაზე არის ჭეშმარიტება: „დიახ დაიწყო ჩემი სულის გაზრდა, ამით დაიწყო ჩემი შეგნების განწმენდა, დიახ ჩემთვის ეს არის მშვენიერი” (ალმა 32:28).

ამობეჭდვა