2010
ზეშთაგონების ძიება და მიღება
აპრილი 2010


შინა მასწავლებლის მოწოდება, აპრილი 2010

ზეშთაგონების ძიება და მიღება

ასწავლეთ ეს წმინდა წერილები და ციტატები ან საჭიროებისამებრ სხვა პრინციპები, რომლებიც დალოცავენ იმ დებს, ვისთანაც სტუმრად მიდიხართ. გაუზიარეთ თქვენი დამოწმება მოძღვრებაზე. გაკვეთილის დროს, სთხოვეთ, მათაც ვისაც სტუმრობთ რომ გაგიზიარონ თუ რა იგრძნეს და ისწავლეს.

როგორ უნდა ვიპოვო ზეშთაგონება?

„ჩვენ, წმინდა წერილების კითხვით, მარხვით, ლოცვით და რწმენის აღშენებით ვემზადებით, რომ მივიღოთ ისეთივე ზეშთაგონება როგორსაც იღებენ წინასწარმეტყველები. რწმენა არის გასაღები. გაიხსენეთ იოსების პირველი ხილვისათვის მზადება:

„თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს. …

„რწმენით, და ეჭვის გარეშე სთხოვოს.”1

უხუცესი რობერტ დ. ჰეილსი, თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან.

„ლოცვა არის თქვენი პირადი გასაღები ზეცაში. რომლის საკეტი იმყოფება ფარდის თქვენ მხარეს.

„მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. მისთვის ვისაც ჰგონია რომ ზეშთაგონებას მიიღებს ძალისხმევის გარეშე, უფალმა სთქვა:

„თქვენ ვერ მიხვდით, თქვენ გგონიათ, რომ მე ამას გიბოძებდით მაშინ როდესაც არც გიფიქრიათ არაფერი გარდა იმისა, რომ მთხოვეთ.

„მაგრამ აჰა, თქვენ გეუბნებით, რომ უნდა ეს შეიგნოთ თქვენი გონებით, შემდეგ უნდა შემეკითხოთ არის თუ არა ეს სწორი და თუ ეს ასეა, მაშინ, მე გაგრძნობინებთ გულში სითბოს, აი ამგვარად თქვენ იგრძნობთ რომ ეს არის სწორი და მართალი.”2

პრეზიდენტი ბოიდ კ. პაკერი, თორმეტ მოციქულთა ქვორუმის პრეზიდენტი.

როგორ შემიძლია მივიღო ზეშთაგონება?

„ყველაზე გავრცელებულად, ზეშთაგონება ან შთაგონება მოდის სიტყვების ან ფიქრების გააზრებით, რომელიც გვებადება გონებაში (იხილეთ ენოსი 1:10; მოძღვრება და აღთქმები 8:2–3), მოულოდნელი განათლებით (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 6:14–15), შემოთავაზებული საქმის მიმართ დადებითი ან უარყოფითი გრძნობებით ან თუნდაც თეატრალური წარმოდგენით მიღებული შთაბეჭდილებით. როგორც პრეზიდენტმა ბოიდ კ. პაკერმა, … თორმეტ მოციქულთა ქვორუმის პრეზიდენტმა სთქვა, შთაგონება მოდის უფრო გრძნობით ვიდრე სიტყვით.”3

უხუცესი დალინ ჰ. ოაკსი, თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან.

„ტაძარი არის განათლების სახლი. შთაგონების დიდი ნაწილი რომელსაც ვიღებთ ტაძარში არის სიმბოლოებით და აღიქვება სულით. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ზეციდან გვარიგებენ და გვასწავლიან. … ჩვენი ცოდნა ტაძრის წესჩვეულებებზე და აღთქმებზე უფრო გაიზრდება როდესაც უფრო ხშირად ვივლით ტაძარში ნამდვილი მოწადინებით და სურვილით რომ ვისწავლოთ და ჩავწვდეთ მარადიული სიბრძნის ჭეშმარიტებებს. … მოდით დავტკბეთ სულიერი ძალით და ზეშთაგონებით რომელსაც ჩვენ ვიღებთ რეგულარულად ტაძარში ყოფნით.”4

სილვია ჰ. ალრედი, ხსნის საზოგადოების გენერალური პრეზიდენტის პირველი მრჩეველი.

შენიშვნები

  1. “Personal Revelation: The Teachings and Examples of the Prophets,” Liahona, ნოემბერი. 2007, 88.

  2. “Personal Revelation: The Gift, the Test, and the Promise,” Ensign, ნოემბერი. 1994, 59–60.

  3. “Eight Reasons for Revelation,” Liahona, სექტემბერი. 2004, 8.

  4. “Holy Temples, Sacred Covenants,” Liahona, ნოემბერი. 2008, 113, 114.

შინამასწავლებლის დასახმარებლად

როდესაც ხართ შინამასწავლებელი, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სულის შთაგონება თქვენი დების მოთხოვნებების დასახმარებლად. როდესაც ასწავლით ამ მოწოდებას, საჭიროებისამებრ გაუზიარეთ ნებისმიერი შთაგონება ან დახმარება რომელიც ოდესმე მიგიღიათ შინამასწავლებლად ყოფნის დროს.

პირადი მომზადება

1 მეფეთა 3:10 .

3 მეფეთა 19:11–12

ალმა 5:46 ;26:22

3 ნეფი 19:19–23

მოძღვრება და აღთქმები 8:2–3; 9:8–9; 88:63–64