2010
ღმერთის დიდებული საქმე
აპრილი 2010


პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, აპრილი 2010

ღმერთის დიდებული საქმე

6 აპრილი 1830

ასოთხმოცი წლის წინ, იოსებ სმითი ოლივერ კაუდერისთან და ადამიანების პატარა ჯგუფთან ერთად, შეიკრიბა რომ დაეარსებინათ უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია. მაშინდელი ჩანაწერების მიხედვით ეს იყო უბრალო, მაგრამ სულერებით აღსავსე შეხვედრა. იოსებმა შემდეგნაირად აღწერა, რომ ზიარების შემდეგ, „სული წმინდა უხვად იყო ჩვენზედ მოფენილი—ზოგი წინასწარმეტყველებდა, იმ დროს, როდესაც ჩვენ უსაზღვრო სიხარულით ვადიდებდით უფალს.”1

მსოფლიოსთვის შეუმჩნევლად ჩაიარა იმ დღის მოვლენებმა და მათ არც ჟურნალ-გაზეთების ყურადღება მიუპყრიათ. მიუხედავად ამისა, როგორი ბედნიერებით აღივსებოდა ზეცა და განადიდებდა ღმერთს—რადგან იმ დღიდან, იესო ქრისტეს ეკლესია დაბრუნდა დედამიწაზე!

სოლომონ ჩემბერლენი

იმ დღიდან დღემდე, მილიონობით რწმენით აღსავსე მამაზეციერის შვილები და ქალიშვილები მიჰყვნენ სულიწმინდის ძახილს და შევიდნენ წმინდა ნათლობის წყალში. ერთ-ერთი მათგანი იყო სოლომონ ჩემბერლენი.

სოლომონი იყო სულიერი ადამიანი და საათობით ლოცულობდა, იგი ეძებდა ცოდვების მიტევებას და სთხოვდა მამაზეციერს გაეკვლო მისთვის გზა ჭეშმარიტებისაკენ. დაახლოებით 1816 წელს სოლომონს ჰქონდა ხილვა რომელშიც მან მიიღო დაპირება, რომ მის ცხოვრებაში ის მოესწრებოდა ისეთ დღეს, როდესაც ქრისტეს ეკლესია აღდგებოდა და მოციქულთა საეკლესიო წოდება კვლავ ჩამოყალიბდებოდა დედამიწაზე.

გავიდა წლები და ერთხელ როდესაც, სოლომონი მოგზაურობდა გემით კანადისაკენ, მისი ხომალდი შეჩერდა ნიუ იორკის შტატის, პატარა ქალაქ პალმირაში. მან იქ იგრძნო დაუძლეველი სურვილი, რომ ჩამოსულიყო გემიდან ნაპირზე. არ იცოდა რისთვის იყო იქ, მან დაიწყო ქუჩაში საუბარი მოქალაქეებთან. ცოტახანში მან გაიგო „ოქროს ბიბლიის ამბავი.” მან სთქვა, რომ ამ ორ სიტყვამ გაუგზავნა „ელექტრო მუხტი თავიდან ფეხის თითებამდე.”

მან კითხვა კითხვით მიაგნო სმიტის სახლს, სადაც მას მოუთხრეს იქმყოფებმა შესანიშნავი ახალი ამბავი აღდგენილი სახარების შესახებ. როდესაც სოლომონმა იქ ორი დღე გაატარა და მიიღო ჭეშმარიტების დამოწმება, მან გააგრძელა მოგზაურობა კანადისაკენ და თან წაიღო 64 ცალი ახლად დაბეჭდილი მორმონის წიგნის უყდო გვერდები. ის სადაც არ მივიდა, ყველგან ასწავლიდა ხალხს, „დიდებულს და მდაბიოს, ღარიბს და მდიდარს… რომ მომზადებულიყვნენ ღმერთის დიდებული საქმისათვის რომელიც მალე ყველასათვის თვალსაჩინო იქნებოდა.”2

ღმერთის დიდებული საქმე

1830 წლის აპრილის იმ დღიდან მოყოლებული, მილიონობით ადამიანებმა იპოვეს აღდგენილი სახარების ჭეშმარიტება და მოინათლნენ. მე ვამოწმებ რომ „ღმერთის ეს დიდებული საქმე,” დღესაც გრძელდება დედამიწაზე. მე ვამოწმებ, რომ უფალი თვალყურს ადევნებს მის ეკლესიას და განაგებს მას, მისი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ თომას ს. მონსონის ხელმძღვანელობით. ამ უკანასკნელ დღეებში ცხოვრება, არის არაჩვეულებრივი კურთხევა. ეს არის ბრწყინვალე დრო, რომელიც იწინაწარმეტყველეს უძველესმა წინასწარმეტყველებმა და რომელსაც ჰყავს მფარველი ანგელოზები. უფალი ზრუნავს მის ეკლესიაზე. ის ასევე ზრუნავს მათზეც, რომლებიც როგორც სოლომონ ჩემბერლენი, მიჰყვება სულიწმინდის კარნახს და შეუერთდება მის ძმებს და დებს, მთელს მსოფლიოში, ღმერთის დიდებული საქმის გასაკეთებლად.

შენიშვნები

  1. იოსებ სმითი, History of the Church, 1:78.

  2. “A Short Sketch of the Life of Solomon Chamberlain,” საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი ტექსტი, ეკლესიის ისტორიის ბიბლიოთეკა, (ინტერნეტში მისამართზე www.boap.org/LDS/Early-Saints/SChamberlain.html), იხილეთ ასევე ვილიამ ჰართლის, “Every Member Was a Missionary,” Ensign, სექტემბერი 1978, 23. ეკლესიის დაარსებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, სოლომონ ჩემბერლენი მოინათლა იოსებ სმითის მიერ სენეკას ტბაში, ნიუ იორკის შტატიში.

ამ მოწოდების სწავლება

„პირადი მაგალითი არის ერთერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს ადამიანების სასწავლებლად” (Teaching, No Greater Call [1999], 18). როდესაც მოუთხრობთ სოლომონ ჩემბერლენის ისტორიას, სთხოვეთ ოჯახის წევრებს, რომ გაიხსენონ ის დრო, როდესაც ის მიჰყვა სულის კარნახს. ისაუბრეთ იმაზე თუ როგორ დაეხმარებოდათ სხვებსაც მისი მაგალითი. ოჯახის წევრებს სთხოვეთ თუ როგორ დაეხმარათ მათ, ვინმეს მიერ ნაჩვენები კარგი თვალსაჩინო მაგალითი.