2010
გადასახედი ამაღლებული ადგილიდან
აგვისტო 2010


ახალგაზრდები

გადასახედი ამაღლებული ადგილიდან

ახალგაზრდობისას, ბევრჯერ მქონდა საშუალება ჩამეტარებინა ნათლობა გარდაცვლილთათვის, სან დიეგოს კალიფორნიის ტაძარში. მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის კარგი გამოცდილება მქონდა, ერთი მოგზაურობა ტაძარში, მახსოვს განსაკუთრებულად.

მე ვიყავი 16 წლის, ჩემს დას, იმ დროს სულ ახალად შეუსრულდა 12 წელი და ეს იყო მისი პირველი მოგზაურობა ტაძარში გარდაცვლილთა ნათლობების ჩასატარებლად. რადგან ის პირველად იყო ტაძარში, ჩვენ გადავწყვიტეთ ტაძარში საქმიანობის შემდეგ, გაგვესეირნა ტაძრის გარშემო.

ტაძრის ერთ მხარეს იყო რამოდენიმე გადასახედი, ჩვენც იქ მივედით. იმის გამო, რომ სან დიეგოს ტაძარი დგას დიდი გზის პირას, ტაძრის გადასახედიდან უყურებ გზას პირდაპირ ზემოდან.

იმ დღეს, ტაძრის ზემო გადასახედზე დგომისას, მე ახელებურად შევხედე ცხოვრების მიზანს. მე ზემოდან ვუყურებდი მსოფლიოს, ქვემოთ მიმავალ ავტომობილებს, ხალხმრავალ მაღაზიებს და საღებავით დასვრილ საგზაო ნიშნებს.

ზუსტად იმ დროს გამიელვა ერთმა აზრმა: „შენ არ გინდა რომ იყო იმის ნაწილი, ის არ არის რისთვისაც ცოცხლობ.” მე ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ ცხოვრების მიზანი არის ის, რომ დავუბრუნდეთ და ვიცხოვროთ ჩვენს მამაზეციერთან და გავხდეთ მისნაირი. მე ვიცოდი რომ არ მჭირდებოდა ამქვეყნიური ფუფუნება, რომ მიმეღწია ამ მიზნისათვის.

მე მოვტრიალდი და შევხედე მშვენიერ ტაძარს და მადლიერი ვიყავი სახარების ცოდნისათვის და პერსპექტივისთვის რომელიც მან მომცა. მე ვიცოდი რომ ქაოსურ და მოღალატურ მსოფლიოში მქონდა ამაღლებული ადგილი, სადაც შემეძლო დავმდგარიყავი.

იმ დღეს, ტაძარში, მე აღუთქვი მამაზეციერს, რომ ყოველთვის ვიქნებოდი მის მხარეზე და არა ამქვეყნიური მსოფლიოსი. ცხოვრებაში, რაც არ უნდა გადაგვხვდეს ამქვეყნიური მსოფლიოსაგან, ჩვენ შევძლებთ მის გადალახვას აღთქმების დაცვით, რომელებიც დავდეთ და წმინდა ადგილზე დგომით (იხილეთმოძღვრება და აღთქმები 87:8).