პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, აგვისტო 2010
ტაძრის კურთხევები
მე დღესაც მახსოვს როდესაც მშობლებმა მთელი ოჯახი წაგვიყვანეს შვეიცარიის ახლად აშენებულ ტაძარში, რომელიც იყო ევროპაში პირველი, რათა მარადიული ოჯახად უკვდავყოფილიყავით. მე ვიყავი 16 წლის და ოთხ შვილს შორის ყველაზე პატარა. ჩვენ ერთად დავიჩოქეთ საკურთხეველთან რათა ჩავბეჭდილიყავით, მღვდლობის უფლებამოსილებით დედამიწაზე, შესანიშნავი დაპირებით რომ შეგვიძლია სამარადისოდ ვიყოთ ჩაბეჭდილნი. მე არასდროს დამავიწყდება ეს დიდებული მომენტი.
როგორც პატარა ბიჭი, მე ვიყავი საკმაოდ გაოცებული იმით რომ უნდა გადაგველახა ქვეყნის საზღვრები რათა ოჯახად ჩავბეჭდილიყავით. ჩემთვის ეს არის იმის სიმბოლო თუ როგორ მუშაობს ტაძარი, ამქვეყნიური საზღვრების მიუხედავად საშუალებას აძლევს დედამიწის ყველა მაცხოვრებელს, მიიღოს მარადიული კურთხევები. უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ტაძრები აშენებულია ნამდვილად მთელი მსოფლიოს სასარგებლოდ, ნებისმიერი ეროვნების, კულტურის ან პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად.
ტაძრები არიან მტკიცე მოწმეები იმის, რომ სიკეთე გაიმარჯვებს. პრეზიდენტი ჯორჯ ქ. ქენონი (1827–1901), პირველ პრეზიდენტთა პირველი მრჩეველი, მან ერთხელ სთქვა, „ტაძრის საძირკველში ჩადებული ყოველი ქვა და ყოველი აშენებული ტაძარი … ასუსტებს სატანის ძალას დედამიწაზე და აძლიერებს ღმერთის, ღვთისმოსაობის ძალას.”1
თუმცა ყოველი ტაძარი აძლიერებს სამართლიანობას დედამიწაზე, რა თქმა უნდა ყველაზე დიდ კურთხევებს იღებენ ისინი ვინც იკრიბებიან ტაძარში. იქ ჩვენ ვიღებთ უფრო მეტ შუქს და ცოდნას, ასევე საზეიმოდ ვდებთ აღთქმებს რომლის შესრულება დაგვეხმარება მოწაფეობის გზით სვლაში. ერთი სიტყვით, ტაძარი გვასწავლის, ცხოვრების წმინდა დანიშნულებაზე და გვეხმარება ჩვენი ფიზიკური და სულიერი სიმტკიცის მოპოვებაში.
ჩვენ ტაძარში მივდივართ არა მარტო ჩვენთვის. ყოველთვის როდესაც შევდივართ ამ წმინდა შენობებში, ჩვენ შეგვაქვს წვლილი, წმინდა, გამოსყიდვის და ხსნის სამუშაოში რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ღმერთის შვილებისათვის, მისი მხოლოდშობილი ძის გამოსყიდვის შედეგად. ეს არის უანგარო და წმინდა სამსახური, რომლითაც ჩვენ მოკვდავებს გვეძლევა საშუალება, მონაწილეობა მივიღოთ დიდებულ სამსახურში, რომ ვიყოთ მხსნელებად სიონის მთაზე.
მათ ვისაც, სხავდასხვა მიზეზების გამო, არ შეუძლიათ წავიდნენ ტაძარში, მე მოგიწოდებთ რომ გააკეთოთ ყველაფერი რაც შეგიძლიათ იმისათვის რომ მიიღოთ ტაძრის რეკომენდაცია. ტაძრის რეკომენდაცია არის ჩვენი რწმენის და უფალისადმი სამსახურის ერთგულების სიმბოლო. ეს არის სიმბოლო ჩვენი უფალისადმი სიყვარულის, ისე როგორც იესო ქადაგებდა, „ ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას” (იოანე 14:21).
მაშინ როდესაც დედამიწის პეიზაჟი სულ უფრო ლამაზდება უფალისადმი მიძღვნილი ამ წმინდა შენობებით, მე ვლოცულობ იმისათვის რომ გავაკეთებთ ყველაფერს რაც ჩვენზე არის დამოკიდებული, ტაძრის რეკომენდაციისათვის ჩვენი ღირსებით და მისი გამოყენებით იმისათვის რათა ზეცა მივუახლოვოთ დედამიწას. ამის კეთებით, ნამდვილად უფრო მეტი სამართლიანობა იქნება, არა მარტო ჩვენს ცხოვრებაში და ოჯახებში, ასევე ჩვენს საზოგადოებებში და მთელ მსოფლიოში.
© 2010 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლებები დაცულია. დაბეჭდილია ა.შ.შ.-ში. ინგლისურად დამტკიცებულია 6/09. თარგმანი დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი First Presidency Message, August 2010. Georgian. 09368 131