2010
განავითარეთ რწმენა და პირადი ღირსება
აგვისტო 2010


შინა მასწავლებლის მოწოდება, აგვისტო 2010

განავითარეთ რწმენა და პირადი ღირსება

შეისწავლეთ ეს მასალა და შესაბამისამებრ ისაუბრეთ მასზე დებთან, რომლებსაც ესტუმრებით. დაუსვით შეკითხვები რომლებიც დაგეხმარებიან, დების რწმენის განმტკიცებაში, რათა შვების საზოგადოება გახდეს თქვენი ცხოვრების აქტიური ნაწილი.

რწმენა • ოჯახი • სამსახური

წმინდა წერილებიდან

ისაია 2:2 –3; D&C 109:22–23; 110:8–10

ჩვენი პასუხისმგებლობა არის ვიყოთ ღირსეულები, ტაძარში მსახურობისათვის

აღთქმებს რომლებსაც ჩვენ ვდებთ ტაძარში და სათანადო წესჩვეულებებს რომლებსაც იქ ვიღებთ, ჩვენთვის ისინი გარდაიქმნებიან სანებართვო მანდატებად რომ ვიყოთ ღმერთის თანდასწრებით. ეს აღთქმები ჩვენ აგვამაღლებს ჩვენი შესაძლებლობების და პერსპექტივების ზღვარს მიღმა. ჩვენ ვდებთ აღთქმებს იმისათვის, რომ ვაჩვენოთ ჩვენი ერთგულება სამეფოს შენებისათვის. ამით ჩვენ ვხდებით აღთქმის მქონე ადამიანებად, რადგან ღმერთთან გვაქვს დადებული აღთქმა. ამ აღთქმებისადმი ერთგულებით, აგვიხდება ყველა დაპირებული კურთხევები. …

„რა შეუძლიათ გააკეთონ ეკლესიურმა ქალებმა რომ მიიღონ ტაძრის კურთხევები?

„უფალი, მისი წინასწარმეტყველებით, სთხოვს მათ, ვისაც ჯერ არ აქვს მიღებული ტაძრის კურთხევები, გააკეთონ ყველაფერი, რაც არის საჭირო, რომ გახდნენ ღირსეულნი მათ მისაღებად. მათ კი, ვისაც მიღებული აქვთ ეს კურთხევები, უფალი მოუწოდებს, რომ შესაძლებლობისამებრ ხშირად დაბრუნდნენ ტაძარში, რათა კვლავ დატკბნენ იქ მსახურობით რომ უფრო გააფართოვონ თავიანთი ხედვა და ცოდნა მისი მარადიული გეგმის შესახებ.

„მოდით ვიყოთ ტაძრის რეკომენდაციისათვის ღირსეულნი. წავიდეთ ტაძარში რათა სამარადისოდ ჩავიბეჭდოთ ოჯახებთან ერთად. ხშირად დავბრუნდეთ ტაძარში, რამდენჯერაც გვექნება ამის საშუალება. მივცეთ ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებს ამაღლების მიღების შესაძლებლობა. მოდით დავტკბეთ სულიერი ძალით და ზეშთაგონებით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რეგულარულად ტაძარში ყოფნით. ვიყოთ ერთგულები, დავდოთ და დავიცვათ ტაძრის აღთქმები იმისათვის, რომ მივიღოთ გამოსყიდვის ყველა კურთხევები.”1

სილვია ჰ. ალრედი, შვების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტის პირველი მრჩეველი.

ჩვენი წარსულიდან

პრეზიდენტი გორდონ ბ. ჰინკლი(1910–2008) გვასწავლიდა რომ შვების საზოგადოება დაარსდა იმ დებით რომლებსაც სურდათ ტაძარში მსახურობა:

„კირთლანდის ტაძრის მშენებლობის დროს, ქალებს მოუწოდეს, რომ ფაიფურის ჭურჭელი დაემტვრიათ და დაეფქვათ იმისათვის რომ ის ტაძრის კედლების ბათქაშში ჩაეყარათ, რომელიც შემდგომ მისცემდა შენობას, ბრჭყვიალა, ლამაზ ანარეკლს მზის და მთვარის შუქზე და მას დაამშვენებდა.

„იმ დროს, როდესაც ჰქონდათ ძალიან ცოტა ფული მაგრამ უხვად რწმენა, კაცებმა შესწირეს თავიანთი ძალა და ქონება უფალის სახლის მშენებლობას. ქალები მათ უმზადებდნენ საჭმელს, ყველაზე გემრიელს, როგორიც შეეძლოთ. ედუარდ ვ. ტულიჯმა მოგვითხრო, რომ როდესაც ქალები ქსოვდნენ ტაძრის ფარდებს, იოსებ სმითმა, რომელიც მათ უყურებდა, სთქვა: დებო, თქვენ ყოველთვის გვერდზე გვიდგეხართ. ყველა კარგ საქმეებში, თითქმის ყოველთვის დები არიან პირველები. მარიამი იყო პირველი აღდგომის დღეს და ახლაც დები არიან პირველები ვინც მუშაობენ ტაძრის შიგნით. …

კიდევ, როდესაც შენდებოდა ტაძარი, ქალაქ ნავუში, რამოდენიმე ქალი ერთად შეიკრიბა, იმისათვის, რომ მუშებისთვის პერანგები შეეკერათ. ეს იყო წინაპირობა რომლის შედეგადაც 1842 წლის 17 მარტს, ხუთშაბათს, ოცი მათგანი შეიკრიბა წინასწარმეტყველის საწყობის ზედა ოთახში.”2 ასე დაარსდა შვების საზოგადოება.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

  1. როგორი დახმარება შემიძლია გავუწიო ჩემს დებს, რათა შესძლონ მომზადება და ტაძარში წასვლა.

  2. როგორ შემიძლია თვალსაჩინოდ ვაჩვენო, პირვანდელი დების მემკვიდრეობა, რომლებმაც ბევრი შესწირეს იმისათვის, რომ მიეღოთ ტაძრის კურთხევები?

  3. როგორ შემიძლია მოვითხოვო ტაძრის კურთხევები?

შენიშვნები

  1. სილვია ჰ. ალრედი, “Holy Temples, Sacred Covenants,” Liahona, ნოემბერი. 2008, 113, 114.

  2. გორდონ ბ. ჰინკლი, “Ambitious to Do Good,” Ensign, მარტი. 1992, 2.