2011
ის არ არის აქ, არამედ აღდგა
აპრილი 2011


პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, აპრილი 2011

ის არ არის აქ, არამედ აღდგა

დღეს, ზღვისპირა ქალაქ, კაპერნაუმის, მაცხოვრის გალილეური მსახურების თვით გულისაგან, მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი. იგი ქადაგებდა აქ, სინაგოგაში, ზღვისპირას მოძღვრავდა,სახლებში კი კურნავდა.

თავის მსახურების დასაწყისში, იესომ ესაიას სიტყვები გამოიყენა: „უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად, რომ გამოვუცხადო ტყვეებს თავისუფლება და პატიმართ — ბორკილების ახსნა” (ესაია 61:1; იხ. ასევე ლუკა 4:18) — ღვთიური გეგმის მკაფიო გაცხადება ღვთის შვილებისდა გადასარჩენად.

მაგრამ იესოს გალილეაში ქადაგება, მხოლოდ შესავალი იყო. ძე კაცისას, ხომ ყოველთვის ელოდებოდა გოლგოთის მთაზე შემაძრწუნებელი ტანჯვა.

იდუმალი სერობის შემდეგ გეთსიმანიის ბაღში დატყვევებული, მოწაფეებისაგან მიტოვებული, შენაფურთხები, ნაწამები და დამცირებული, იესო ბარბაცით შეუდგა ჯვარს და გოლგოთისაკენ გასწია. მან განვლო გზა ტრიუმფიდან ღალატამდე, წამებამდე და ჯვარცმამდე.

სიმღერაში „The Holy City” (წმინდა ქალაქი) ასეთი სიტყვებია:

მოქმედების ადგილმა გადაინაცვლა. …

დილა ცივი და სუსხიანი იყო,

როდესაც ჯვრის აჩრდილი ამოიზიდა

ეულ მთაზე.1

ჩვენთვის გაწირა მამაზეციერმა თავისი ძე. ჩვენმა უფროსმა ძმამ თავისი სიცოცხლე ჩვენთვის გაწირა.

ბოლო წუთებში მოძღვარს შეეძლო უარის თქმა, მაგრამ მან არ გადადგა ეს ნაბიჯი. მან თავი დახარა ყველაფერზე ყველაფრის გადასარჩენად: კაცობრიობის, დედამიწის და მასზე ოდესმე არსებულ სიცოცხლეთა გადასარჩენად.

ჩემთვის ქრისტიანობაში არც ერთი სიტყვა, არ ნიშნაშნავს იმაზე მეტს, რაც ანგელოზმა უთხრა გოდებაში მყოფ მარიამ მაგდალენს და მარიამს, როდესაც ისინი სამარხს მიუახლოვდნენ უფლის სხეულზე საზრუნავად. „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა” (ლუკა 24:5–6).

ამ განცხადებით, ისინი, რომელნიც ცხოვრობდნენ და გარდაიცვალნენ, ვინც ამჟამად ცხოვრობენ და ოდესმე გარდაიცვლებიან, და ისინიც, ვინც ჯერ არ დაბადებულან და მაინც უნდა გარდაიცვალონ,- ეს-ესაა გადარჩნენ.

ქრისტეს სამარეზე გამარჯვების შედეგად, ჩვენ ყველანი აღვდგებით. ეს სულის გამოსყიდვაა. მოციქულმა პავლემ დაწერა:

„არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები,” მაგრამ ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა — სხვა.

„სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით.

„ასევე მკვდრეთით აღდგომაც” (1 კორინთელთა 15:40–42).

ჩვენ ზუსტად ცელესტიალური დიდებისაკენ მივესწრაფებით. ჩვენი სურვილი ხომ ღმერთთან თანაარსობაა. ჩვენ ზუსტად ამ მარადიულ ოჯახთან გაწევრიანება გვსურს.

მე ვამოწმებ, რომ ის, ვინც დაუსრულებელ სიკვდილთაგან გადაგვარჩინა, ჭეშმარიტების მასწავლებელია — მაგრამ იგი მასწავლებელზე უფრო მეტია. იგი სრულყოფილი ცხოვრების მაგალითია — მაგრამ მაგალითზე კიდევ უფრო მეტად აღმატებული. იგი დიდებული მკურნალია — მაგრამ მასზე მეტი. იგი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სამყაროს მხსნელია, ძეა ღვთისა, მთავიარია მშვიდობისა, ისრაელის წმიდა, თვით აღმდგარი უფალი, რომელმაც განაცხადა: „მე ვარ პირველი და უკანასკნელი, მე ვარ ის, ვინც ცხოვრობს, მე ვარ ის, რომელიც მოკლეს, მე ვარ თქვენი ქომაგი მამასთან” (მოძღვრება და აღთქმები 110:4).

„ჩემი მხსნელი ცოცხალია! მასზე ფიქრი რა ტკბილია”2

და ამას ვამოწმებ მე.

შენიშვნები

  1. ფრედერიკ ი. უეზერლი, „The Holy City” (წმიდა ქალაქი) (1892).

  2. „ჩემი მხსნელი ცოცხალია,” საგალობლები და საბავშვო სიმღერები გვ. 38.

ამ მოწოდების სწავლება

კარგი მასწავლებელი ყოველთვის მხარს უჭერს ერთობას მოწაფეთა შორის. როდესაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ თავის შინაგან გრძნობებს და იმავდროულად ერთმანეთს ყურადღებით უსმენენ, ისინი არამხოლოდ სწავლებისათვის დადებით ატმოსფეროს ქმნიან, არამედ უფრო მეტად მჭიდროვდებიან კიდეც (იხ. Teaching, No Greater Call [1999], გვ.63). მათ შორის, ვისაც თქვენ ასწავლით, ერთობა ჩამოვარდება იმ დროს, როდესაც თქვენ ერთობლივად ქრისტეს გამოსყიდვისა და მისი აღდგომის დამოწმებას თაყვანისცემით უზიარებთ ერთმანეთს. ასეთი ერთობა დაეხმარება ოჯახებს გაჰყვნენ პრეზიდენტ მონსონის რჩევას გახდნენ „მარადიული ოჯახი.”

ამობეჭდვა