2011
მოწყალების საზოგადოების მიზანი
აპრილი 2011


შინა მასწავლებლის მოწოდება, აპრილი 2011

მოწყალების საზოგადოების მიზანი

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა, და შესაფერ დროს იმსჯელეთ მასზე თქვენს დებთან, მათთან სტუმრობისას. გამოიყენეთ მოცემული კითხვები, რათა განამტკიცოთ თქვენი დები და გარდააქციოთ მოწყალების საზოგადოება თქვენი საკუთარი ცხოვრების აქტიურ ნაწილად.

გამოსახულება

რწმენა • ოჯახი • მოწყალება.

როდესაც ჩვენი პრეზიდენტობა თავდაპირველად მოიხმეს, ჩვენ გადმოგვცეს მოწყალების საზოგადოების ისტორიის გარკვეული მასალა. ჩვენ ის სასოებით შევისწავლეთ, რამეთუ გვეწადა ჩავწვდომოდით მოწყალების საზოგადოების მიზანს და იმას, თუ რა სურდა უფალს, რომ გაგვეკეთებინა მისი ნების თანახმად. ჩვენ შევიტყვეთ ის, რომ მოწყალების საზოგადოების მიზანი, ისე, როგორც იგი უფლის ნების თანახმად იყო ჩაფიქრებული, მდგომარეობდა იმაში, რომ მომხდარიყო მისი ქალიშვილების ორგანიზება, სწავლება და მათი შთაგონება მარადიული ცხოვრების ლოცვა-კურთხევისათვის მოსამზადებლად.

მოწყალების საზოგადოების მიზნის შესასრულებლად, უფალმა დაავალა ორგანიზაციას და ყოველ დას:

  1. რწმენისა და პირადი ღირსების განვითარება.

  2. ოჯახების განმტკიცება.

  3. სხვათა საზრუნავის შემსუბუქება უფლისა და მისი შვილების მიმართ მსახურებით.

ჩვენ ამ სამუშაოს შესრულება უფლის გზებით შეგვიძლია შევასრულოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ვეძებთ პირად გამოცხადებას, ვღებულობთ მას და შესაბამისად ვმოქმედებთ. პირადი გამოცხადებების გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებულნი. თუკი მივყვებით პირად გამოცხადებას, ჩვენ ვერ ვიქნებით წარუმატებელნი. წინასწარმეტყველი ნეფი გვასწავლის, რომ სულიწმინდა გვიჩვენებს ყველაფერს, რაც კი უნდა გაკეთდეს ჩვენგან (იხ.2 ნეფი 32:5). ჩვენ უნდა მივცეთ საკუთარ თავს ნება დავმშვიდდეთ და დავდუმდეთ ისე, რომ შევისმინოთ სულის კარნახი.

დებო, ჩვენ გვაკისრია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი, ღვთის სასუფევლის აღშენებაში და უფლის გამოცხადებისათვის მზადებაში. ფაქტიურად, უფლის სამუშაო ვერ შესდგება მისი ქალიშვილების დახმარების გარეშე. ამის გამო, უფალი ელის ჩვენგან ძალისხმევის ზრდას. იგი ისე, როგორც არასდროს, ელოდება მოწყალების საზოგადოების მიზნის აღსრულებას.

ჯული ბ. ბექი, მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი.

წმინდა წერილებიდან

მეორე რჯული 6:5–7; ლუკა 10:30–37; იაკობი 1:27; 2 ნეფი 25:26; მოსია 3:12–13

ჩვენი ისტორიიდან

1842წ. 9 ივნისს, მოწყალების საზოგადოების თავყრილობაზე, წინასწარმეტყველმა იოსებ სმითმა უთხრა დებს, რომ მათი საზოგადოება არსებობდა არა მარტო „გაჭირვებულთა დასახმარებლად, არამედ სულების გადასარჩენადაც.”1 ეს სულიერი და ამავე დროს მიწიერი დანიშნულების მტკიცებულება ახასიათებს მოწყალების საზოგადოებას მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. 1906წ. პრეზიდენტი ჯოზეფ ფ.სმითი (1838–1918) ასწავლიდა „მოწყალების საზოგადოებას მხოლოდ ღარიბთა, ავადმყოფთა და ღატაკთა საჭიროებანი როდი ეხება, მის მოვალეობათა ნაწილს, ამასთან ერთად, მის უმეტეს ნაწილს, წარმოადგენს სიონის დედებისა და დების სულიერი კეთილდღეობა და მათი ხსნა, რათა არცერთი სული არ დარჩეს გარიყული, და ყოველი მათგანი დაცული იყოს უბედურებებისა, სტიქიის, ბნელეთის ძალებისა და ბოროტებისაგან, რომლებიც ემუქრებიან მათ ამ ქვეყანაზე.”2 2001წ. უხუცესმა რასელ ბალარდმა, თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან, განმეორებით შეგვახსენა: „ეკლესიის ყოველი და, რომელიც უფალთან შევიდა აღთქმაში, ფლობს ღვთიურ უფლებას სულების გადარჩენის დასახმარებლად, ამ ქვეყნის ქალების წინამძღვრობაში, სიონის კერების განმტკიცებაში და ღვთის სასუფევლის აღშენებაში.”3

შენიშვნები

  1. იოსებ სმითი, History of the Church, 5:25.

  2. Teachings of Presidents of the Church: Joseph F. Smith (1998), 185.

  3. მ.რასელ ბალარდი, „Women of Righteousness,”, Liahona, დეკ. 2002, გვ.39.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. რა შთაგონება მივიღე იმისათვის, რომ დავხმარებოდი ჩემს დებს მათში რწმენის, პირადი პატიოსნებისა და ოჯახების განმტკიცების საქმეში? რა შვებით შემიძლია ვუზრუნველყო სხვები?

  2. როგორ გამოვიყენებ ამ გზავნილს ჩემი რწმენის განსამტკიცებლად და პირადი პატიოსნების ვალდებულების ასამაღლებლად?

ამობეჭდვა