2011
საკმარისი ფული
ივნისი 2011


ახალგაზრდები

საკმარისი ფული

მე შევხვდი მისიონერებს, როდესაც ვიყავი 17 წლის. იმ დროს ჩემი უფროსი ძმა და მე ვცხოვრობდით ერთად. ერთი წლით ადრე დედაჩვენი გარდაიცვალა და გაჭირვებულად ვცხოვრობდით. როდესაც მისიონერებმა მასწავლეს, მე ვხედავდი, რომ ეკლესია იყო ისეთი როგორსაც ვეძებდი, მაგრამ ჩემი მეგობრების ზეგავლენის გამო კვირა დღეს არ მივდიოდი ეკლესიაში.

ერთხელ კვირის განმავლობაში, ვიყავი ეკლესიაში, როდესაც ტარდებოდა საეკლესიო ღონისძიება. მე მომგვარა დიდი სიხარული როდესაც ვნახე ახალგაზრდების მხიარული შეკრება, ერთად სიცილი და თამაში. მისიონერებმა ახალგაზრდებთან ერთად, გამოიყენეს შესაძლებლობა, რომ ესწავლებინათ ჩემთვის სახარების გაკვეთილი და მე ისეთი უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ გადავწყვიტე მოვნათლულიყავი.

მაგრამ იმის შემდეგ, როდესაც გავწევრიანდი ეკლესიაში, მე მომიწია წინააღმდეგობების გადალახვა. მე ვიყავი ეკლესიაში ერთადერთი წევრი, რომელიც ვცხოვრობდი გარეუბანში ეკლესიიდან შორს. ჩემს არაწევრ მეგობრებს აღარ უნდოდათ ჩემთან ურთიერთობა. როდესაც ვიგრძენი სიმარტოვე, მე ვილოცე და ვიგრძენი უფალის სიყვარული.

ყოველ თვეს, მე ვიღებდი პატარა თანხას იმ ფონდიდან, რომელიც დედაჩემმა დამიტოვა. ძალიან ძნელი იყო ამ პატარა თანხით ცხოვრება. მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა ვყოფილიყავი მორჩილი. მე გადავიხადე მეათედი და ასევე მომიწია ტრანსპორტის საფასურის გადახდაც, იმისათვის რომ დავსწრებოდი სემინარს და საკვირაო შეკრებებს. მე არ მესმოდა როგორ მაგრამ თვის ბოლოს მე აღმოვაჩინე, რომ საკმარისი ფული მქონდა ამ ყველაფრის გასაკეთებლად.

მე ვიცი, რომ მეათედის გადახდით ვიყავი კურთხეული. ამ მცნების დაცვამ დამეხმარა, რომ მიმეღო უფრო მტკიცე დამოწმება, მემსახურა მისიაში და დამენახა კურთხევები, იმისათის რომ შევძლო მხარში ამოვუდგე ახალ წევრებს, რომლებსაც უწევთ წინააღმდეგობების დაძლევა.

ამობეჭდვა