2011
მეათედის შეწირვით მიღებული კურთხევები
ივნისი 2011


პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, ივნისი 2011

მეათედის შეწირვით მიღებული კურთხევები

ღმერთის მიზანი არის, ჩვენი კურთხევა, ჩვენთვის მცნებების მოცემით. მას სურს, რომ გვაჩუქოს ყველაზე ძვირფასი და დიდი ძღვენი, მარადიული სიცოცხლე (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 14:7). იმისათვის რომ მივიღოთ მასთან მარიდიული სიცოცხლის ძღვენი, ცელესტიალურ სამეფოში ჩვენს ოჯახებთან ერთად, ჩვენ უნდა შვძლოთ იმ სამეფოს კანონებით ცხოვრება (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 88:22).

ამ ცხოვრებაში მან მოგვცა მცნებები, რათა დაგვეხმაროს სათანადო თვისების განვითარებაში. მეათედის კანონი არის ერთ ერთი მოსამზადებელი მცნება. ამ კანონით, ჩვენ ვაძლევთ უფალს მთელი ჩვენი შემოსავლიდან ერთ მეათედს. ის არის საკმაოდ მარტივი, რათა ბავშვმაც შესძლოს მისი გაგება. მე მინახია ბავშვები, რომლებიც ეპისკოპოსს აძლევდნენ მეათედის კონვერტს, სადაც მათი დაგროვებული ხურდის ერთი მეათედი იყო ჩადებული.

ერთერთი კურთხევა, რომელსაც ვიღებთ მეათედის მთლიანად გადახდით, ეს არის რწმენის გაღრმავება, რომლითაც შევძლებთ უფრო ამაღლებული კანონებით ცხოვრებას. იმისათის რომ ვიცხოვროთ ცელესტიალურ სამეფოში უნდა დავიცვათ შეწირულობის კანონი. ჩვენ უნდა შევძლოთ იმის შეგრძნება, რომ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ვართ და რაც გაგვაჩნია არის ღმერთის.

არსებობს არანაკლებ სამი გზა, რომლითაც მეათედის სრული გადახდა, ჩვენ გვამზადებს იმისათვის რომ ვიგრძნოთ ის, რაც საჭიროა ჩვენთვის, რომ ვიგრძნოთ, რათა შემდგომში მივიღოთ მარადიული სიცოცხლის ძღვენი.

პირველი, როდესაც ვუხდით ჩვენს მეათედს ეკლესიას, მამაზეციერი ჩვენზე აფრქვევს კურთხევებს. ეს იცის ყველამ, ვისაც თანმიმდევრულად გადაუხდია მეათედი. კურთხევები არის სულიერი და ხანდახან ამქვეყნიური. ისინი მოგვეცემა ჩვენ იმ დროს და იქნება ისეთი, როგორაც განსაზღვრავს უფალი, იმის მიხედვით თუ რა იქნება ჩვენთვის ყველაზე კარგი.

როდესაც ვიღებთ ასეთ კურთხევებს, ჩვენი რწმენა იზრდება, რადგან ღმერთი არის წყარო იმ ყველაფერი კარგის, რაც არის ჩვენს ცხოვრებაში. ამით უფრო ადვილად ვხედავთ, შეწირულობის კანონი უბრალოდ ამტკიცებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ყველაფერი, რაც ღმერთის შექმნილია, არის მისი. ეს ჩვენ გვაგრძნობინებს მადლიერებას, რადგან ის გვთხოვს 10 პროცენტს იმისა, რაც უკვე მან მოგვცა. ამგვარად როდესაც ეს მოგვეთხოვება, ჩვენ უფრო უკეთესად ვიქნებით მომზადებული შეწირულობის კანონით ცხოვრებისათვის.

მეორე, ყველა ჩვენგანი, ვისაც თანმიმდევრულად გადაუხდია მთლიანი მეათედი, გრძნობს უფრო მეტ თავდაჯერებას, როდესაც ვთხოვთ უფალს იმას, რაც ჩვენ და ჩვენს ოჯახებს სჭირდებათ. როდესაც ვიქნებით ერთგულნი ჩვენს მიერ დადებული მეათედის აღთქმისადმი, ის გვპირდება უფრო დიდი კურთხევებით დალოცვას, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ. (იხილეთ მალაქია 3:10). ასეთნაირად, მეათედის გადახდის ერთ–ერთი ყველაზე დიდი კურთხევა არის მომავალისადმი ნდობა. რანაირიც არ უნდა იყოს ჩვენი პირობები, საბოლოო ჯამში ყველაფერი იქნება ყველაზე კარგად. როდესაც ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მიერ დადებულ დაპირებებს, ის შეასრულებს თავისას. სიმშვიდის შეგრძნება არის მეათედის გადახდის ერთერთი უდიდესი კურთხევა. ვინც იცავდნენ ამ მცნებას, მათ შეუძლიათ დაამოწმონ, რომ სიმშვიდით კურთხევა არის ჭეშმარიტი და ძვირფასი.

მესამე ისინი რომლებიც იხდიან მეათედს, გრძნობენ მათ მიერ ღმერთისადმი და ყველა ღმერთის შვილებისადმი სიყვარულის ზრდას. ასეთი სიყვარულის ზრდა მოდის იმის შეგნებით თუ როგორ იყენებს მამაზეციერი მეათედს, რომელსაც ჩვენ ვწირავთ ადამიანების საკურთხევლად ამ ქვეყანაზე და სამარადისოდ.

მისი სრულუფლებიანი მსახურებით, ის ზრუნავს მეათედზე დიდი სიფრთხილით. მეათედის გადამხდელი ეხმარება უფალს ტაძრების მშენებლობაში, სადაც ოჯახები შესძლებენ ჩაიბეჭდონ სამარადისოდ. მეათედის გადამხდელი ეხმარება მას სახარების გაგზავნაში ადამიანებისათვის. მეათედის გადამხდელი ეხმარება მშიერს მოუტანოს შვება და დატანჯულს, მისი წესით და მსახურების მეშვეობით. მისი მსახურებიდან ნებისმიერს შეუძლია მოგიყვეთ თუ როგორ გაიზარდა სიყვარული, რადგან მეათედი გამოყენებული იყო ადამიანების კურთხევისათვის და ეს ასევე, შეუძლია ერთგულ მეათედის გადამხდელს.

ერთ თვეში უნდა მოგვარდეს მეათედის საკითხი. მე ვლოცულობ, რომ თქვენ და თქვენი ოჯახი ეხლავე დაიწყებთ მომზადებას, იმისათვის რომ იყოთ შესაფერისი იმ კურთხევებისათვის, რომლებსაც ღმერთი გადმოაფრქვევს ყველა იმათზე, რომლებიც წარსდგებიან მის წინაშე სრული მეათედის გადამხდელებად.

ამ მოწოდების სწავლება.

  • ხანდახან ზოგიერთი პრინციპები სწავლებისათვის უკეთესია, რომ ვაჩვენოთ თვალსაჩინო მაგალითი (იხილეთ Teaching, No Greater Call [1999], 164). შესთავაზეთ ოჯახის წევრს თვალსაჩინოდ განმარტოს თუ რას წარმოადგენს ერთი მეათედი. მას შეუძლია გამოარჩიოს, რომელიმე საგნების ათ ნაწილად განაწილებული ჯგუფიდან ერთი. დასკვნისას შესთავაზეთ ოჯახის წევრს აჩვენოს თუ როგორ უნდა მეათედის ქვითრის შევსება.

  • „ვისაც ასწავლით, მათთვის სასარგებლო იქნება მათი ერთობლივი მონაწილეობა” (Teaching, No Greater Call, 63). სთხოვეთ ოჯახის წევრებს, რომ გაგიზიარონ თუ როგორ ესმით პრეზიდენტ აირინგის ნათქვამი „ვიგრძნოთ ის რაც საჭიროა ჩვენთვის რომ ვიგრძნოთ, რომ შემდგომში მივიღოთ მარადიული სიცოცხლის ძღვენი.” შესთავაზეთ განიხილონ სამი მეთოდი, რომლის მეშვეობით მეათედის გადახდა გვამზადებს იმისათვის თუ რა უნდა ვიგრძნოთ, რომ მივიღოთ ღმერთის კურთხევები.

ამობეჭდვა