2011
ოჯახების განმტკიცება თვითუზრუნველყოფით
ივნისი 2011


შინა მასწავლებლის მოწოდება, ივნისი 2011

ოჯახების განმტკიცება თვითუზრუნველყოფით

შეისწავლეთ ეს მასალა და საჭიროებისამებრ განიხილეთ ის დებთან, ვისაც სტუმრობთ. დაუსვით შეკითხვები, რათა შესძლოთ თქვენი დების განმტკიცება და ასევე იმისათვის, რომ მოწყალების საზოგადოება გახდეს თქვენი ცხოვრების აქტიური ნაწილი.

რწმენა • ოჯახი • მოწყალება.

მოწყალების საზოგადოების ყოველი დის პასუხისმგებლობაა, რომ განვავითაროთ თვითუზრუნველყოფის უნარი, რომ შევძლოთ უზრუნველყოთ საკუთარი თავი და ოჯახი. ჩვენ ვსწავლობთ თვითუზრუნველყოფას, როდესაც ვსწავლობთ შრომის სიყვარულს, როდესაც ვეძებთ შთაგონებას, რომ ვიპოვოთ უკეთესი საშუალება იმისათვის, რომ ვიყოთ თვითუზრუნველყოფილნი და როდესაც ვშრომობთ ოჯახთან ერთად მომჭირნეობისათვის.

როდესაც ვართ თვითუზრუნველყოფილნი, ჩვენ ვსარგებლობთ ჩვენი კურთხევებით და საშუალებებით, რომ თავი ავარიდოთ პრობლემებს. თვითუზრუნველყოფა უფრო მტკიცდება, როდესაც ვლოცულობთ სიმამაცისათვის რომ რწმენით შევხვდეთ ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს, რომლებიც აუცილებლად მოვლენ. თვითუზრუნველყოფა ასევე გვეხმარება, რომ დავიცვათ დადებული აღთქმა მოყვასისადმი ზრუნვის შესახებ.

მოწყალების საზოგადოებაში, ჩვენ ვსწავლობთ თვითუზრუნველყოფის წესებს და უნარს, დებს შეუძლიათ ისწავლონ ბიუჯეტის შედგენა, ფინანსური ვალებისგან განთავისუფლება და სამსახურის პოვნა, წმინდა წერილები და სახარება, ასწავლიან ადამიანებს კითხვას და სწავლას, ტექნოლოგიებს, ფიზიკურ ჯანმრთელობას, მავნე ჩვევებისაგან თავის დაღწევას და გამოჯანმრთელებას, ავადმყოფობისგან თავის არიდებას, ასევე გაკაჟებას, საკვების წარმოებას და სამომავლოდ შენახვას, საგანგებო ვითარებებისათვის მზადყოფნას და ბევრ სხვა რამეს, რაც ჩვენ დაგვეხმარება, რომ გავხდეთ თვითუზრუნველყოფილები.1

ჯული ბ. ბექი, მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი, განგვიმარტავს „როდესაც ჩვენ ვზრუნავთ ჩვენ თავზე და ამასთან ერთად სხვა ადამიანებზეც, ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ ჩვენ ვართ უფალი იესო ქრისტეს მოწაფეები. როდესაც ჩემი დედამთილი გასულ წელს მოულოდნელად გარდაიცვალა, მან დაგვიტოვა თვითუზრუნველყოფილი ცხოვრების თვალსაჩინო მაგალითი. მას ჰქონდა მოქმედი სატაძრო რეკომენდაცია, კარგად შენახული წმინდა წერილები და სახარების სამეცადინო სახელმძღვანელოები. ჩვენ სიყვარულით გავინაწილეთ მის მიერ დატოვებული ქვაბები, ტაფები და თეფშები, რომლებითაც ის გვიმზადებდა ათასნაირ საჭმელებს. მან დაგვიტოვა საბნები, რომლებიც გაკეთებული იყო ძველი ტანსაცმელებისაგან. მას სწამდა ძველი გამოთქმის, გამოიყენე ბოლომდე, იხმარე მთლიანად. ჩვენ დავინახეთ საჭმლის მარაგი, რომელიც მას ჰქონდა შემონახული. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე მის მიერ შევსებულმა პატარა საბუღალტრო წიგნებმა, რომლებშიც წლობის განმავლობაში ბეჯითად იწერდა თავის ხარჯებს. ვინაიდან ის ცხოვრობდა მომჭირნედ, დედამთილმა დაგვიტოვა ცოტა ფულიც, რომელიც მას შემონახული ჰქონდა განსაკუთრებული შემთხვევებისათვის და არ დატოვა არანაირი ვალები! ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ის მთელი ცხოვრების მანძილზე, ასწავლიდა და შთააგონებდა ადამიანებს იმ ცოდნით და გამოცდილებით, რომელიც მან მიიღო მისი რწმენით აღსავსე ცხოვრების განმავლობაში.2

წმინდა წერილებიდან

იოანე 13:34–35; იაკობი 1:27; მოსია 4:26; მოძღვრება და აღთქმები 29:34–35; 38:30; 44:6

ჩვენი ისტორიიდან

მოწყალების საზოგადოების დები ყოველთვის იღებდნენ მონაწილეობას იმ სამსახურში, რომელიც ისახავს სულების ამქვეყნიურ და სულიერ გადარჩენას. ყოველ კვირას ნავუს მოწყალების საზოგადოების წევრები იკრიბებოდნენ, დები აკეთებდნენ მოხსენებებს გაჭირვებული ადამიანების შესახებ. შემდგომ დები მათ ეხმარებოდნენ თავიანთი ნიჭით, შემოწირული ფულით, საჭმლით უთმობდნენ მათ დროს რათა მათთვის შეემსუბუქებინათ გაჭირვება. ამ ფუნდამენტალურ სამუშაოებს გაჭირვებულების დასახმარებლად მოწყალების საზოგადოება აწარმოებს თაობების განმავლობაში.

როდესაც წმინდანები მოვიდნენ სოლთ ლეიქის ველზე, პრეზიდენტმა ბრიგემ იანგმა (1801–77) ურჩია დებს, რომ დახმარებოდნენ მათ ვინც იყო გაჭირვებაში და ესწავლათ ის ხელობები, რომლებიც დაეხმარებოდათ თავიანთი თავის გადარჩენაში. მან სთქვა, „ისწავლეთ რომ შესძლოთ თავიანთი თავის შენახვა, ხორბალი დათესეთ, და მოსავალი შეინახეთ გაჭირვების ჟამისათვის.3 მღვდლობის წინამძღვარობით, მოწყალების საზოგადოება დღესაც აგრძელებს მომჭირნეობის და თვითუზრუნველყოფის სწავლებას, რათა დაიცვას ოჯახი, შთააგონოს სამართლიანობა, მოწყალება და იესოს წმინდა სიყვარული.

შენიშვნები

  1. იხილეთ Handbook 2: Administering the Church (2010), 9.4.2.

  2. ჯული ბ. ბექი, “The Welfare Responsibilities of the Relief Society President,” Basic Principles of Welfare and Self-Reliance (2009), 5.

  3. Teachings of Presidents of the Church: Brigham Young (1997), 231.

  1. როგორ შემიძლია დავეხმარო ჩემს დებს და მათ ოჯახებს, რომ ისწავლონ მომჭირნეობა და თვითუზრუნველყოფა?

  2. როგორ შემიძლია გავაუმჯობესო, ჩემი თვითუზრუნველყოფა?

ამობეჭდვა