2011
დედამ გადაგვარჩინა
აგვისტო 2011


ახალგაზრდები

დედამ გადაგვარჩინა

როდესაც 6 წლის, ჩემი პატარა დაიკო და მე ვუყურებდით თუ როგორ თამაშობდა ჩვენი უფროსი და კალათბურთს. მამაჩვენი წავიდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მასთან ერთად უნდა წავსულიყავით, ასე რომ ჩვენ მას გარეთ წვიმაში მივყევით, მაგრამ ვერ ვიპოვეთ და უკან სპორტულ დარბაზში დავბრუნდით, იმისათვის რომ დედაჩვენთან ერთად წავსულიყავით სახლში, მაგრამ როდესაც დარბაზში დავბრუნდით იქ უკვე ყველა წასული დაგვხვდა.

მახსოვს როგორ ვეჯაჯგურებოდით კარების სახელურს, როგორ ვცდილობდით წვიმისაგან თავშესაფარში შეგვეღწია და ვლოცულობდით, რომ ვინმე მოსულიყო ჩვენს საშველად. მე მახსოვს როგორ მოგვესმა ჩვენი წითელი მანქანის კარების ხმა და როგორ გავიქეცით ამ ხმისაკენ. შემდეგ რაც მოხდა, ეს არის ჩემი ბავშვობის ერთერთი მკაფიო მოგონება: დედაჩვენმა შეგვიფარა ხელგაშლილი „როგორც კრუხი ფრთებ ქვეშ იფარებს თავის წიწილებს” (3 ნეფი 10:4). დედაჩვენმა გადაგვარჩინა და მე არასდროს არ მიგრძვნია თავი ისე დაცულად როგორც მაშინ.

როდესაც ვფიქრობ მის გავლენას ჩემზე, მე ვხედავ რომ დედაჩემის ცხოვრებამ მიბიძგა მხსნელისაკენ და დამანახა თუ რას ნიშნავს „გულგატეხილის გამხნევება, მუხლ დაცემულისათვის მხარში ამოდგომა (მოძღვრება და აღთქმები 81:5). ის ენდობოდა იესო ქრისტეს, რომელიც აძლევდა ძალას მის თავს ზევით (“Lord, I Would Follow Thee,” Hymns, 220).

ამობეჭდვა