2011
სიყვარული ოჯახში, რჩევა ჩვენი წინასწარმეტყველისგან
აგვისტო 2011


პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, აგვისტო 2011

სიყვარული ოჯახში, რჩევა ჩვენი წინასწარმეტყველისგან

კურთხეული ოჯახური ცხოვრება

„როდესაც ჩვენ ვიგემებთ ამ ცხოვრების კარგსაც და ცუდსაც, და დავინახავთ თუ როგორი წამიერია და ზედაპირული ამ მსოფლიოს დიდი ნაწილი, ჩვენი მადლიერების გრძნობა იზრდება იმ პრივილეგიისადმი, ჩვენ ვართ იმ ნაწილის,ვისი იმედიც შეგვიძლია გვქონდეს, ეს არის ჩვენი საყვარელი ოჯახი და ნათესავები. ჩვენ ვიცით თუ რას ნიშნავს ოჯახის ვალდებულება ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. ჩვენ ვიცით, რომ არაფერს არ შეუძლია ჩაანაცვლოს, კურთხეული ოჯახური ურთიერთობა და ცხოვრება.”1

სიყვარულის გაზიარება

… „ხშირად მოეფერეთ თქვენ ბავშვსს და ხშირად შეაქეთ ყოველთვის უთხარით ‘მიყვარხარ’, ყოველთვის გამოხატეთ მადლიერება. არასდროს არ უნდა იყოს რაიმე პრობლემის გადაჭრა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვისადმი სიყვარული. ამხანაგები მიდიან, ბავშვები იზრდებიან, ნათესავები გარდაიცვლებიან. ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენი ახლობლების ყოფნას ჩვენს ცხოვრებაში და როდესაც მიდიან მაშინ გვიჩნდება გრძნობები—. ‘რა იქნებოდა ასე რომ ყოფილიყო.’ …

„სანამ ამ ქვეყნად ვცოცხლობთ მოდით დავტკბეთ ამ ცხოვრებით, ვიპოვოთ მასში მოგზაურობით სიხარული და გავუზიაროთ სიყვარული ჩვენს მეგობრებს და ოჯახს. ერთ დღეს ყოველ ჩვენგანს დაუმთავრდება ხვალინდელი დღეების მარაგი. მოდით ნუ გადავდებთ იმას, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი.”2

ჩვენი სიყვარულის გაზიარება

„ძმებო, მოდით მოვეპყროთ ჩვენს ცოლებს პატივისცემით და მოწიწებით. ისინი არიან ჩვენი მარადიული მეწყვილეები. დებო, დააფასეთ თქვენი ქმრები. მათ სჭირდებათ თქვენი კეთილი სიტყვა, მათ სჭირდებათ მეგობრული ღიმილი, მათ სჭირდებათ თქვენი თბილი სიყვარულის დანახვა. …

„რომლებიც მშობლები ხართ, მე გეუბნებით, აჩვენეთ თქვენი სიყვარული თქვენს ბავშვებს. თქვენ იცით, რომ ისინი გიყვართ, მაგრამ ეს მათაც უნდა გააგებინოთ და რამდენად ძვირფასნი არიან აგრძნობინეთ ეს მათ. ყოველ დღე სთხოვეთ მამაზეციერს დახმარება მათზე ზრუნვისას და იმ წინააღმდეგობების გადალახვის დროს, როდესაც აუცილებლად მოაქვს მშობლობას. თქვენ გჭირდებათ იმაზე უფრო მეტი ცოდნა და სიბრძნე რაც თქვენ გაქვთ იმისათვის, რომ ისინი აღზარდოთ.”3

ჩვენი სიყვარულის გამოხატვა

„მშობლებო, აჩვენეთ თქვენი სიყვარული ბავშვებს. ილოცეთ მათთვის, რომ ისინი გაუმკლავდნენ ამქვეყნიური ბოროტების შემოტევას. ილოცეთ იმისათვის, რომ ისინი გაიზარდონ რწმენით და დამოწმებით, ილოცეთ იმისათვის, რომ მათ შესძლონ იცხოვრონ სიკეთით და სხვებისადმი სამსახურით”.

„ბავშვებო, უთხარით თქვენს მშობლებს, რომ ისინი გიყვართ. უთხარით თუ რამდენად აფასებთ იმ ყველაფერს, რაც მათ თქვენთვის გააკეთეს.”4

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი

„ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს ყოველთვის მოიცავს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ხშირად ჩვენ ვთვლით, რომ მათ უნდათ იცოდნენ თუ რამდენად გვიყვარს ისინი. ჩვენ არ უნდა ვიგულისხმოთ, მათ ეს უნდა ვუთხრათ რომ იცოდნენ. უილიამ შექსპირი წერდა, ‘ისინი ვინც არ გამოხატავს თავიანთ სიყვარულს, მათ არც უყვართ.’ ჩვენ არასდროს ვინანებთ ჩვენს ნათქვამ კეთილ სიტყვებზე ან გამოჩენილ სითბოზე პირიქით ჩვენ ვინანებთ თუ მზგავსი ურთიერთობები არ გვექნება მათთან, ვინც ასე ძვირფასია ჩვენთვის.”5

ზეცასთან მიახლოვება

„დაე სიყვარულით იყოს სავსე ჩვენი ოჯახები, ერთმანეთის მიმართ, სახარების, მოყვასის და ჩვენი მხსნელის მიმართ. ამის შედეგად ზეცა უფრო ახლოს იქნება აქ დედამიწაზე.

„მოდით ვაქციოთ ჩვენი ოჯახები ნაკრძალებად, სადაც ჩვენი ოჯახის წევრებს ყოველთვის ექნებათ სახლში დაბრუნების სურვილი.”6

ლოცვა ოჯახებისათვის

„რადგან დღევანდელ მსოფლიოში ოჯახი არის გამუდმებული შემოტევის ქვეშ, დასცინიან ბევრ ისეთ რამეს, რაც აქამდე ითვლებოდა წმინდად, ჩვენ გთხოვთ ჩვენო მამო, მოგვეცი იმის ძალა, რომ აღვუდგეთ წინააღმდეგობას, რომელიც წინ გველის, რომ მყარად დავდგეთ ჭეშმარიტების და სამართლიანობის მხარეს. მოგვეცი ოჯახებში ზეციური მშვიდობა, სიყვარული და სულიერება.”7

შენიშვნები

  1. “A Sanctuary from the World,” Worldwide Leadership Training Meeting, თებერვალი 9, 2008,

  2. “Joy in the Journey” (Brigham Young University Women’s Conference, მაისი 2, 2008), http://ce.byu.edu/cw/womensconference/archive/transcripts.cfm.

  3. “Abundantly Blessed,” Liahona, მაისი 2008, 112.

  4. “Until We Meet Again,” Liahona, მაისი 2009, 113.

  5. „მოგზაურობით ბედნიერების პოვნა,” Liahona, ნოემბერი 2008, 86.

  6. “A Sanctuary from the World,” 30–31.

  7. გაილას ველზე, არიზონას ტაძრის გახსნისათვის მიძღვნილი ლოცვა, მაისი, 2010; in “The Gila Valley Arizona Temple: ‘Wilt Thou Hallow This House,’” Church News, მაისი 29, 2010, 5.

ამ მოწოდების სწავლება

„საკითხების ძირფესვიანად განხილვის დროს, მასწავლებელი წარუდგენს მოწაფეებს გადასაწყვეტად საკითხს ან სიტუაციას, ამის შემდეგ მოწაფეებს აძლევს მოკლე დროს, რათა მოიფიქრონ დასმული ამოცანის ამოხსნა ან წარმოადგინონ საკითხის გადასაწყვეტად საჭირო იდეები” (Teaching, No Greater Call [1999], 160). როდესაც ოჯახისთვის კითხულობთ ამ სტატიას, სთხოვეთ მათ, რომ მოუსმინონ იმ რჩევებს ან იდეებს, რომლებიც მათზე მოახდენენ შთაბეჭდილებას. ოჯახის წევრებს შემდეგ შეუძლიათ განიხილონ საკითხი თუ როგორ უნდა გააღრმავონ ოჯახში სიყვარული. შესთავაზეთ ოჯახის წევრებს, რომ განიხილონ მათ მიერ წარდგენილი იდეები მომდევნო საოჯახო საღამოზე.

ამობეჭდვა