ახალგაზრდები
ჩემი რწმენით სავსე ლოცვა
როდესაც ვიყავი 18 წლის, ვმუშაობდი ავეჯის მაღაზიაში გამყიდველად. ჩემი სამუშაო რეჟიმი იყო ძალიან მძიმე, ვმუშაობდი დილის 8 საათიდან ღამის 10 სათამდე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. მე დაღონებული ვიყავი, რადგან არ შემეძლო მონაწილეობის მიღება ინსტიტუტის და ეკლესიის ღონისძიებებში.
მე ლოცვით მივმართე მამაზეციერს, ღრმა რწმენით ვთხოვე დამხმარებოდა ახალი სამსახურის პოვნაში, რომ არ მემუშავა შაბათობით და მევლო ინსტიტუტში და სხვა ღონისძიებებზე.
ერთ დღეს სამსახურში მე ვეხმარებოდი ერთ კაცს. საუბარი დავიწყეთ და მან მითხრა, რომ მუშაობდა დიდ ბანკში. მე შევეკითხე, თუ როგორ შემეტანა სამსახურზე განაცხადი ვაკანსიაზე მის სამსახურში. მან მომცა ტელეფონის ნომერი და მითხრა, რომ საკმარისი იყო, თუ დავრეკავდი ბანკში და ვეტყოდი, რომ მას ვიცნობდი. მე წავედი ბანკში, გავიარე საჭირო გამოცდები და გამოცდების ჩაბარების შემდეგ დავიწყე მუშაობა, ექვსი საათი დღეში ორშაბათიდან პარასკევამდე და ხელფასი მქონდა სამჯერ უფრო მეტი, ვიდრე ადრე.
მე ვიცი, რომ ღმერთი ჩვენ გაგვიძღვება, როდესაც პირველად გვაქვს მისი თაყვანისცმის სურვილი. ის დღესაც არის ჩემი გულის გზამკვლევი და ვიცი, რომ ლოცვის კანონი არის ჭეშმარიტება.