2012
მოუწოდეთ მათ, რომ ილოცონ
თებერვალი 2012


პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, თებერვალი 2012

მოუწოდეთ მათ რომ ილოცონ

ბავშვობიდანვე, მშობლებმა მაჩვენეს მაგალითი, თუ როგორ უნდა მელოცა. მე მაშინ წარმოვიდგინე, რომ მამაზეციერი ჩემგან იყო ძალიან შორს. როდესაც გავიზარდე, ჩემი ლოცვის გამოცდილება შეიცვალა. ჩემ წარმოდგენაში მამაზეციერი გახდა უფრო ახლოს მდგომი, რომელიც იყო სინათლით გარშემორტყმული და რომელიც სრულყოფილად მიცნობდა.

ეს ცვლილება მოხდა, როდესაც მივიღე ნამდვილი დამოწმება იმისა, რომ იოსებ სმითის მოყოლილი ამბავი იყო ჭეშმარიტება, რაც მან განიცადა 1820 წელს მანჩესტერში, ნიუ იორკში.

„მე დავინახე მზეზე უფრო კაშკაშა სინათლის სვეტი, პირდაპირ ჩემ თავის ზევით, რომელიც თანდათანობით ეშვებოდა, სანამ ბოლოს მე არ დამეცა.

„როცა კი სინათლე დამეცა, ვიგრძენი, თუ როგორ განვთავისუფლდი მტრის მარწუხებიდან, რომელსაც შებოჭილი ვყავდი. როდესაც სინათლე მთლიანად მომეფინა, მე დავინახე ორი პიროვნება, რომლებიც იდგნენ ჰაერში ჩემს ზევით, რომელთა სიკაშკაშის და დიდების სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. ერთერთმა მათგანმა მომმართა სახელით, მიმითითა მეორეზე და სთქვა —ეს არის ჩემი საყვარელი ძე, მოუსმინე მას!!” (იოსებ სმითი—ისტორია 1:16–17).

მამაზეციერი იმ მშვენიერ გაზაფხული დღეს გამოეცხადა პატარა ტყეში, მან მიმართა იოსებ სმითს სახელით, წარუდგინა აღმდგარი მსოფლიოს მხსნელი როგორც მისი „საყვარელი ძე.” როდესაც არ უნდა ლოცულობდეთ ამ ჭეშმარიტების დამოწმება თქვენ ყოველთვის დაგლოცავთ.

მამაზეციერი, რომლის მიმართაც ვლოცულობთ, არის ბრწყინვალე ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყაროები მისი საყვარელი ძის მეშვეობით. მას ესმის ჩვენი ლოცვები ისე, როგორც მან შეისმინა იოსებ სმითის ლოცვა, ისე ნათლად, როგორც პირისპირ ნათქვამი. მას ვუყვარვართ იმდენად, რომ მოაგზავნა ჩვენს მხსნელად მისი ძე. ამ ძღვენით მან შესაძლებლობა მოგვცა, რომ მიგვეღწია უკვდავებისთვის და მარადიული სიცოცხლისათვის. მისი ძის სახელით ლოცვის მეშვეობით ის გვთავაზობს შესაძლებლობას, რომ მივმართოთ მას ამ ცხოვრებაში, როდესაც მოგვესურვება.

უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მღვდლობის მფლობელებს აქვთ წმინდა მოვალეობა, რომ „ეწვივნონ ყოველ წევრს და მოუწოდონ მათ ლოცვისათვის ხმამაღლა და თავისთვის პირადულად” (მოძღვრება და აღთქმები 20:47; ხაზგასმულია).

არის ძალიან ბევრი გზა იმისა, რომ ადამიანს მოუწოდოთ ლოცვისათვის. მაგალიად, შეგვიძლია გავუზიაროთ დამოწმება, ღმერთის მცნებაზე, რომ ყოველთვის უნდა ვილოცოთ. ან შეგვიძლია მოვუყვანოთ მაგალითები წმინდა წერილებიდან და ჩვენი პირადი გამოცდილებიდან, იმის შესახებ, თუ როგორი კურთხევების მიღება შეიძლება მადლიერი ლოცვით, მონანიებით და თხოვნით. მაგალითად, მე შემიძლია გავუზიარო დამოწმება, რომ მამაზეციერი პასუხობს ჩვენ ლოცვებს. მე ვიღებ რჩევებს და ნუგეშს იმ სიტყვებით, რომელიც მომდის ფიქრებში და სულის დახმარებით ვიცი რომ ეს სიტყვები არიან ღმერთისაგან.

წინასწარმეტყველ იოსებ სმითს ჰქონდა იგივე გამოცდილებები და თქვენც შეგიძლიათ განიცადოთ იგივე. მან მიიღო ეს პასუხი გულწრფელი ლოცვის პასუხად:

„შვილო ჩემო, მშვიდობა იყოს შენ სულში, რადგან შენი უბედურება და ტანჯვა იქნება ხანმოკლე;

„და შემდეგ, თუ გაუძლებ ბოლომდე, ღმერთი აგამაღლებს ზეცაში”(მოძღვრება და აღთქმები 121:7–8).

ეს იყო სიყვარულით აღსავსე მამაზეციერის გამოცხადება, რწმენით აღსავსე შვილისათვის, მისი დიდი გაჭირვების ჟამს. ღმერთის ყოველ შვილს შეუძლია ლოცვით ესაუბროს ღმერთს. ჩემთვის არცერთ მოწოდებას ლოცვისაკენ არ ჰქონია უფრო დიდი გავლენა, როგორც სიყვარულის და სინათლის გრძნობას, რომლებიც მოდის მორჩილი ლოცვების პასუხად.

ჩვენ ვიღებთ დამოწმებას ღმერთის რომელიმე მცნების შესახებ, ამ მცნების დაცვის შედეგად. (იხილეთ იოანე 7:17). ეს არის სიმართლე იმ მცნებისა, რომ უნდა ვილოცოთ სახალხოდ და პირადად. როგორც თქვენი მასწავლებელი და მეგობარი, მე გპირდებით, რომ ღმერთი უპასუხებს თქვენს ლოცვებს და სულიწმინდის ძალით, თქვენ, შეგიძლიათ იცოდეთ, რომ პასუხები არის მისგან.

ამ მოწოდების სწავლება.

  • „სურათები არის მნიშვნელოვანი საშუალება, რათა განვამტკიცოთ ადამიანის წარმოდგენა გაკვეთილის შესახებ” (Teaching, No Greater Call [1999], 176). აჩვენეთ იოსებ სმითის პირველი ხილვის სურათი. ისაუბრეთ იოსებ სმითის ლოცვის გამოცდილების შესახებ. როგორ გახდება თქვენი ლოცვები უფრო მნიშვნელოვანი, თუ წარმოიდგენთ „მამაზეციერს თქვენთან ახლოს,” ისე, როგორც აკეთებს პრეზიდენტი აირინგი?

  • როგორც პრეზიდენტი აირინგი გვასწავლის, გაუზიარეთ თქვენი დამოწმება ლოცვაზე, აღწერეთ კურთხევები, რომლებიც მიიღეთ ლოცვის მეშვეობით, ან გაუზიარეთ წმინდა წერილები ლოცვაზე.

ამობეჭდვა