2012
ოჯახის კერის მფარველი
თებერვალი 2012


შინა მასწავლებლის მოწოდება, თებერვალი 2012

ოჯახის კერის მფარველი

შეისწავლეთ ეს მასალა და საჭიროებისამებრ განიხილეთ ის დებთან, ვისაც სტუმრობთ. დაუსვით შეკითხვები, რათა შესძლოთ თქვენი დების განმტკიცება და ასევე იმისათვის, რომ მოწყალების საზოგადოება გახდეს თქვენი ცხოვრების აქტიური ნაწილი.

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

„თქვენ ხართ ოჯახის კერის მფარველები” სთქვა პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ (1910–2008) როდესაც მან წარადგინა „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს” მოწყალების საზოგადოების გენერალურ შეკრებაზე, 1995 წელს. „თქვენ ხართ ბავშვების აღმზრდელნი, ისინი, ვინც მათ ზრდით და აყალიბებთ მათში ცხოვრებისეულ ჩვევებს. არაფერი სხვა არ უტოლდება ღვთაებრიობას ისე, როგორც ღმერთის შვილების და ქალიშვილების აღზრდა.”1

უკვე თითქმის 17 წლის განმავლობაში ამ მოწოდებამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ყველაზე მთავარი მოვალეობა არის ოჯახის განმტკიცება, ჩვენი ოჯახური პირობების მიუხედავად. ბარბარა ტომპსონი, დღეს უკვე მოწყალების საზოგადოების მეორე მრჩეველი, იმყოფებოდა იმ დღეს სოლთ ლეიქის ტაბერნაკლის დარბაზში, როდესაც პრეზიდენტმა პირველად წაიკითხა ეს მოწოდება. „ეს იყო დიდი მოვლენა” იხსენებს ის. „მე ვგრძნობდი ამ მოწოდების მნიშვნელობას და ვფიქრობდი, რომ ეს იყო დიდი გზამკვლევი მშობლებისათვის და დიდი პასუხისმგებლობაც. მე ვიფიქრე, რომ ეს სინამდვილეში არ იყო ჩემი საქმე, რადგან არ ვიყავი გათხოვილი და არ მყავდა ბავშვები. მაგრამ იმავე წამს გავიფიქრე, რომ ეს მეც მეხებოდა, როგორც ოჯახის წევრს. მე ვარ ქალიშვილი, და, დეიდა და შვილიშვილი. მე მაქვს ვალდებულებები და კურთხევები, რადგან ვარ ოჯახის წევრი. იმ შემთხვევაშიც კი, რომ ვყოფილიყავი ოჯახის ერთადერთი ცოცხალი წევრი, მე ასევე ვიქნები ღმერთის ოჯახის წევრი და მაქვს პასუხისმგებლობა, რომ დავეხმარო სხვა ოჯახების განმტკიცებას”.

საბედნიეროდ, ჩვენ არ ვართ მარტონი ჩვენს ძალისხმევაში. და ტომპსონი ამბობს: „უდიდესი დახმარება ოჯახების განმტკიცების საქმეში არის იესო ქრისტეს მოძღვრების ცოდნა და მათზე დაყრდნობა, ჩვენი დახმარებისათვის.”2

წმინდა წერილებიდან

იგავები 22:6; 1 ნეფი 1:1; 2 ნეფი 25:26; ალმა 56:46–48; მოძღვრება და აღთქმები 93:40

ჩვენი ისტორიიდან

„როდესაც და ბათშება ვ. სმითი მსახურობდა მოწყალების საზოგადოების რიგით მეოთხე პრეზიდენტად, (1901–1910 წ.წ.), მან დაინახა ოჯახების განმტკიცების მნიშვნელობის აუცილებლობა. ამის გამო მან ჩამოაყალიბა მოწყალების საზოგადოების საგანმანათლებლო გაკვეთილები დედებისათვის. ამ გაკვეთილებში შედიოდა კონსულტაციები ქორწინების საკითხებზე, მშობლობის, ბავშვების მოვლის და აღზრდის საკითხებზე. ამ გაკვეთილებს მხარს უჭერდა პრეზიდენტი იოსებ ფ. სმითის სწავლება ქალებისათვის მოწყალების საზოგადოების მიერ ოჯახში დახმარების შესახებ:

„იქ, სადაც არის უცოდინრობა, ან შეიძლება იყოს გაუგებრობა ოჯახთან დაკავშირებით, და ოჯახის ვალდებულებების შესახებ, რომლებიც განსაზღვრავს, ქმარს და ცოლს შორის, ასევე მშობლებს და ბავშვებს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, არსებობს ეს ორგანიზაცია, რომელიც მზად არის მდიდარი გამოცდილებით, ცოდნით, პასუხისმგებლობით, ზეშთაგონებით და რჩევებით დაეხმარონ ამ მნიშვნელოვანი ვალდებულების აღსრულებაში.”3

შენიშვნები

  1. გორდონ ბ. ჰინკლი, “Stand Strong Against the Wiles of the World,” Ensign, ნოემბერი 1995, 101.

  2. ბარბარა ტომპსონი, “I Will Strengthen Thee; I Will Help Thee,” Liahona და Ensign, ნოემბერი 2007, 117.

  3. Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 153.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. როგორ დავეხმარო დებს, რომლებსაც ვასწავლი, მათი ოჯახების განმტკიცებაში?

  2. როგორ შემიძლია ვიქონიო სამართლიანი გავლენა ჩემს ოჯახში?

ამობეჭდვა