ახალგაზრდები
ტაძარში მსახურება
როდესაც 17 წლის გავხდი, სერიოზულად დავფიქრდი ჩემს მომავალზე. მე ლოცვით მივმართე მამაზეციერს, რათა გამეგო, თუ რა უნდა გამეკეთებინა მისიაზე წასასვლელად და მელქიცედეკის მღვდლობის მისაღებად. მე ვიგრძენი, რომ უფრო ხშირად უნდა მევლო ტაძარში, რადგან ის უფლის სახლია და არის ის ადგილი, სადაც მამაზეციერთან უაღრესად ახლოს გრძნობ თავს.
ასე რომ, დავსახე მიზნად წელიწადში 1000 გარდაცვლილის ნაცვლად მონათვლა. მე ამ მიზნის დასახვის აუცილებლობას ვგრძნობდი; ვიმარხულე კიდევაც, რათა გამეგო, იყო ეს უფლის ნება თუ არა. მამაზეციერმა მიპასუხა და მე ყოველ შაბათს დავიწყე მეხიკოს ტამპიკოს ტაძარში სიარული.
500 ნათლობის ჩატარების შემდეგ მე მიზნად დავისახე ჩემი წინაპრების საოჯახო ისტორიის კვლევა. მე ეს საქმე იმდენად მომეწონა, რომ სახელების მოძებნას ძილზე განკუთვნილ დროსაც ვახმარდი. მოვიძიე 50 სახელი, ჩემი შთამომავლობის რვა თაობა და მათთვის სატაძრო სამუშაოს ჩატარებაში მონაწილეობაც კი მივიღე.
საქმე იმით დამთავრდა, რომ მე 1300 გარდაცვლილის ნაცვლად მოვინათლე, სემინარია დავამთავრე, მელქიცედეკის მღვდლობა მივიღე და ამჟამად სრული დატვირთვის მისიონერად ვმსახურობ. ეს კი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი იყო.