2012
მაცხოვრის მოწოდება მსახურებისკენ
აგვისტო 2012


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, აგვისტო 2012

მაცხოვრის მოწოდება მსახურებისკენ

გამოსახულება
პრეზიდენტი თომას ს. მონსონი

ყველამ, ვისაც მათემატიკასთან ჰქონია შეხება იცის, თუ რას ნიშნავს საერთო მნიშვნელი. უკანასკნელი დღეების წმინდანებისთვის საერთო მნიშვნელი არის ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს. ეს საერთო მნიშვნელი არის ის პირადი მოწოდება, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი იღებს, რათა აქ, დედამიწაზე, ღვთის სასუფეველში შეასრულოს თავისი დავალებები.

როდესმე გიწუწუნიათ მოწოდების მიღების გამო თუ მადლიერებით ღებულობთ თქვენი დებისა და ძმებისთვის მსახურების ნებისმიერ შესაძლებლობას, რამეთუ ვიცით, რომ მამაზეციერი ლოცავს მათ, ვისაც იგი ირჩევს?

იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დავკარგავთ მსახურების სათუთი საშუალების რეალურ მნიშვნელობას. ეს მნიშვნელობა, ეს მარადიული მიზანი იგივეა, რის შესახებაც ამბობდა უფალი და რასაც ვკითხულობთ „ძვირფას მარგალიტში“. რამეთუ უფლის თქმით, ეს მისი ღვაწლი და დიდებაა - მოუტანოს ადამიანებს უკვდავება და მარადიული ცხოვრება.1

დაე მარადის გვახსოვდეს, რომ უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრობის მანტია არ უნდა მივიღოთ როგორც კომფორტის მომტანი, არამედ როგორც პასუხისმგებლობის მომნიჭებელი. იმის გარდა, რომ გვევალება საკუთარი თავის ხსნა, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ვიყოთ სხვების გზამკვლევნი ღვთის ცელესტიალურ სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე.

როცა ჩვენ ნებაყოფლობით მივყვებით ღვთის მსახურების გზას, არასდროს არ აღმოვჩნდებით შექსპირის გმირის, კარდინალ უოლსის როლში. ის მთელი ცხოვრება ემსახურა მეფეს და როცა ძალაუფლება დაკარგა, შეწუხეული ჩიოდა:

ამის ნახევარი თავდადებით ღმერთისთვის რომ მემსახურა!

მე ვემსახურე ჩემს მეფეს, მან კი გამრიყა!

დამტოვა უძლური მტრების წინაშე.2

რა სახის მსახურებას ითხოვს ჩვემგან ზეცა? უფალი ითხოვს გულსა და მოსურნე გონებას; სურვილი და მორჩილება კი იგემებს სიონის მიწის სიკეთეს ამ უკანასკნელ დღეებში.3

მე სუნთქვა მეკვრის, როცა ვფიქრობ პრეზიდენტ ჯონ ტეილორის სიტყვებზე (1808–87): „თუ თქვენ არ განადიდებთ თქვენს მოწოდებებს, ღმერთი პასუხს მოგთხოვთ იმაზე, ვისი ხსნაც შეგეძლოთ, თქვენი მოვალეობა რომ შეგესრულებინათ“.4

იესოს ცხოვრება, როცა ის ადამიანთა შორის მსახურებდა, შეიძლება შევადაროთ სიკეთის მოკაშკაშე სინათლეს. „მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური“,5 განაცხადა იესომ, როცა ხეიბრებს ფეხზე აყენებდა, ბრმებს თვალის ჩინს უბრუნებდა, ყრუს სმენას, მკვდარ სხეულს კი - სიცოცხლეს.

კეთილი სამარიელის მაგალითზე უფალმა გვასწავლა გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი ვითარცა ჩვენი თავი.6 მის მიერ ახალგაზრდა მმართველისთვის გაცემული პასუხი გვასწავლის ეგოიზმისგან განთავისუფლებას.7 5000 ადამიანის დაპურების მაგალითით ის გვასწავლის გასაჭირში მყოფთათვის დახმარებას.8 მთაზე ქადაგების დროს მან გვასწავლა, რომ უპირველეს ყოვლისა, უნდა ვეძიოთ ღვთის სასუფეველი.9

აღმდგარმა უფალმა იქადაგა ახალ კონტინენტზე: თქვენ იცით, რაც უნდა აკეთოთ ჩემს ეკლესიაში; რამეთუ ის, რასაც მე ვაკეთებდი თქვენც უნდა გააკეთოთ; ჩემი საქმეები თქვენც უნდა გააკეთოთ.10

ჩვენ ვლოცავთ სხვებს, როცა ვმსახურობთ იესო ნაზარეველის ჩრდილში.… ის „დადიოდა, ქველმოქმედებდა.“11 ღმერთმა დაგვლოცოს ვიპოვოთ სიხარული მამა ზეციერის მსახურებაში, როცა დედამიწაზე მის შვილებს ვემსახურებით.

ამ მოწოდების სწავლება

უფალი არ მოგვცემს დამარცხების ნებას, თუკი ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც მოგვეთხოვება. ის გაგვაკეთებინებს იმასაც კი, რაც აღემატება ჩვენს შესაძლებლობებსა და ნიჭს.… ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადამიანური განცდა“ (ეზრა ტაფტ ბენსონი, Teaching, No Greater Call [1999], 20). გაუზიარეთ გამოცდილება, როცა თქვენ ან თქვენს ნაცნობს უგრძვნია უფლის მიერ თქვვენი ნიჭისა და შესაძლებლობების განდიდება. სთხოვეთ ოჯახის წევრებს გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი პირადი დადებითი გამოცდილება, როცა მათ მიიღეს „უფლის მოწოდება მსახურებისკენ“.

ამობეჭდვა