2012
მოქმედება გაჭირვების ჟამს
აგვისტო 2012


შინა მასწავლებლის მოწოდება, აგვისტო 2012

მოქმედება გაჭირვების ჟამს

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა, და შესაფერ დროს იმსჯელეთ მასზე თქვენს დებთან, მათთან სტუმრობისას. გამოიყენეთ მოცემული კითხვები, რათა განამტკიცოთ თქვენი დები და გადააქციოთ მოწყალების საზოგადოება თქვენი საკუთარი ცხოვრების აქტიურ ნაწილად.

გამოსახულება
მოწყალების საზოგადოების ბეჭედი

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

ჩვენი, როგორც შინა მასწავლებლების ერთ-ერთი მიზანია, დავეხმაროთ ადამიანებს ოჯახების გაძლიერებაში. დებს, რომლებსაც ვსტუმრობთ, უნდა შეეძლოთ თქმა: „თუ პრობლემა გამიჩნდა ვიცი, რომ შინა მასწავლებელი თხოვნის გარეშეც დამეხმარება.“ მსახურებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი დების საჭიროებანი. შთაგონების წყალობით გვეცოდინება, როგორ ვუპასუხოთ ყოველი ჩვენთვის ჩაბარებული დის სულიერ თუ მიწიერ საჭიროებას. შემდეგ, ჩვენი დროის, უნარების, ნიჭის, რწმენაზე აგებულ ლოცვების, სულიერ და ემოციურ მხარდაჭერის წყალობით ჩვენ შევძლებთ ავადმყოფობის, სიკვდილის და სხვა საგანგებო სიტუაციაში თანაგრძნობის მსახურებების გაწევას.1

შინა მასწავლებლებისგან მიღებული ინფორმაცია დაეხმარება მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობას გამოავლინოს ისინი, ვისაც რაიმე უჭირს ფიზიკური ან ემოციური დაავადების, საგანგებო სიტუაციის, ოჯახის წევრის დაბადების ან გარდაცვალების, ინვალიდობის, სიმარტოვის ან სხვა სიძნელის გამო. ამის შემდეგ მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი მოხსენებას აკეთებს ეპისკოპოსთან და უკვე მისი ხელმძღვანელობით ოჯახი იღებს დახმარებას.2

როგორც შინა მასწავლებლებს, ჩვენ გვაქვს უდიდესი მიზეზი … სიხარულისთვის ყველა იმ ლოცვა-კურთხევის გამო, რომელიც მოგვცა ღმერთმა იმისთვის, რათა მის მიერ დაწესებული დიდებული შრომის შესრულებისას გავხდეთ იარაღი მის ხელში (იხილეთ ალმა 26:1, 3).

წმინდა წერილებიდან

მათე 22:37–40; ლუკა 10:29–37; ალმა 26:1–4; მოძღვრება და აღთქმები 82:18–19

ჩვენი ისტორიიდან

ეკლესიის ადრეულ წლებში წევრები არც თუ ისე ბევრნი იყვნენ და ერთად იყვნენ თავმოყრილნი. მათ შეეძლოთ ძალიან სწრაფად მიეღოთ გადაწყვეტილება, როცა ვინმეს რაიმე გაუჭირდებოდა. დღეს ჩვენი რიცხვი 14 მილიონს აღემატება და მთელს მსოფლიოს მოიცავს. შინა მასწავლებლის პროგრამა არის უფლის გეგმის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს მისი შვილების დახმარებას.

„ერთადერთი სისტემა, რომელიც შეძლებდა ასეთი მასშტაბის ეკლესიაში დახმარების გაწევას, იქნებოდა ისეთი სისტემა, რომელშიც ინდივიდუალური მსახურები გაჭირვებულთა გვერდში აღმოჩნდებოდნენ“, თქვა პირველი პრეზიდენტობის პირველმა მრჩეველმა, პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა.

„… ყოველ ეპისკოპოსსა და მრევლის პრეზიდენტს ჰყავს მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი, რომელზედაც ის ამყარებს იმედებს“, აგრძელებს იგი. „მას ჰყავს შინა მასწავლებლები, რომლებმაც იციან ყოველი დის საჭიროებები და გაჭირვება. მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტს შეუძლია, მათი საშუალებით, გაიგოს, თუ რა ხდება მათ გულებსა თუ ოჯახებში. მას შეუძლია გაუწიოს მათ დახმარება და ამავე დროს დაეხმაროს ეპისკოპოსს მის მოწოდებაში აღზარდოს როგორც ცალკე პიროვნებები, ასევე მთლიანი ოჯახები.“3

შენიშვნები

  1. იხილეთ Handbook 2: Administering the Church (2010), 9.5.1; 9.6.2.

  2. იხილეთHandbook 2, 9.6.2.

  3. ჰენრი ბ. აირინგი, Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 110.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. ვიყენებ ჩემს ნიჭს სხვების დასალოცად?

  2. იციან დებმა, რომლებთანაც ვსტუმრობ, რომ მე მსურს დავეხმარო მათ გაჭირვების ჟამს?

ამობეჭდვა