2012
იცოდე რა უნდა თქვა
სექტემბერი 2012


ახალგაზრდები

იცოდე რა უნდა თქვა

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სახარების გაზიარებისთვის არ გაქვთ საკმარისი ცოდნა, თქვენ ნუგეშს მოგიტანთ შემდეგი დაპირება წმინდა წერილიდან:

აიმაღლეთ ხმა ამ ხალხის წინაშე; უთხარით ის, რასაც ჩაგიდებთ გულში, და თქვენ არ დამარცხდებით ადამიანებთან;

რამეთუ ის, რაც უნდა თქვათ, მოგეცემათ საჭირო დროს, დიახ, საჭირო წუთში (მოძღვრება და აღთქმები 100:5–6).

ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სული წმინდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს (იოანე 14:26).

ეს დიადი დაპირებებია, მაგრამ მათ მისაღებად ჩვენ ჩვენი კუთვნილი ნაწილი უნდა შევასრულოთ. ამ მოწოდებაში პრეზიდენტმა აირინგმა გვასწავლა, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს: „მოემზადეთ სახარების გაზიარებისთვის ისე, რომ ყოველდღიურად დატვირთოთ გონება სახარების ჭეშმარიტებით“. რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ აავსოთ გონება სახარების ჭეშმარიტებით?

ამობეჭდვა