შინა მასწავლებლის მოწოდება, სექტემბერი 2012
განსაკუთრებული საჭიროებანი და გაწეული მსახურება
ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და შესაფერ დროს იმსჯელეთ მასზე თქვენს დებთან, მათთან სტუმრობისას. გამოიყენეთ მოცემული კითხვები, რათა განამტკიცოთ თქვენი დები და გადააქციოთ მოწყალების საზოგადოება თქვენი საკუთარი ცხოვრების აქტიურ ნაწილად.
„სხვათა საჭიროებანი ყოველთვის არსებობს“, - ბრძანა პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა, „და თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია რაიმე გააკეთოს სხვების დასახმარებლად. …თუ ჩვენ თავდავიწყებით არ მივეცემით სხვების მსახურებას, ჩვენი ცხოვრება მეტად უმნიშვნელო იქნება“.1
ჩვენ, როგორც შინა მასწავლებლებს, შეგვიძლია გულწრფელად გავიცნოთ და შევიყვაროთ თითოეული და, რომელთანაც ვსტუმრობთ. ჩვენი მათდამი სიყვარული ბუნებრივად გამოიწვევს ჩვენს მათ მიმართ მსახურებას (იხ. იოანე 13:34–35)
როგორ შეიძლება გავიგოთ ჩვენი დების სულიერი და მიწიერი საჭიროებანი იმისთვის, რომ დროულად გავუწიოთ მათ დახმარება? ჩვენ, როგორც შინა მასწავლებლებს, უფლება გვაქვს მივიღოთ შთაგონება როდესაც ვლოცულობთ მათთვის, ვისთანაც ვსტუმრობთ.
ჩვენს დებთან სისტემატიური კონტაქტის შენარჩუნება ასევე მნიშვნელოვანია. პირადი ვიზიტი, სატელეფონო ზარი, გამამხნევებელი ბარათი, ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი, გვერდით ჯდომა, გულწრფელი კომპლიმენტი, ეკლესიაში მეგობრული ურთიერთობის დამყარება, ავადმყოფობის ან გაჭირვების დროს ხელის გაწვდენა და მსახურების სხვა ნაირსახეობანი გვეხმარება ერთმანეთის გაძლიერებასა და ზრუნვაში.2
შინა მასწავლებელს მოეთხოვება დებში არსებულკეთილდღეობაზე ან განსაკუთრებულ საჭიროებებზე ანგარიშის ჩაბარება, ასევე მოხსენება იმაზე, თუ რა სახის მსახურება გაუწიეს მათ. ამგვარი მოხსენება და ჩვენი მსახურება დების მიმართ გვეხმარება ჩვენი მოწაფეობის გამოვლენაში.3
წმინდა წერილებიდან
ჩვენი ისტორიიდან
ურთიერთმსახურება ყოველთვის წარმოადგენდა შინა მასწავლებლის პროგრამის გულს. უწყვეტი მსახურებით ჩვენ ვავლენთ სიკეთესა და მეგობრობას, რომელიც ყოველთვიური სტუმრობის ჩარჩოებს სცილდება. ჩვენი ზრუნვაა ის, რასაც მნიშვნელობა აქვს.
„მე სურვილი მიჩნდება შევევედრო დებს: ნუ წუხდებიან სატელეფონო ზარისა, ყოველთვიურ ან კვარტლურ სტუმრობებზე ფიქრით“, - თქვა მოწყალების საზოგადოების მე-13 გენერალურმა პრეზიდენტმა, მერი ელენ სმუტმა. მან გვთხოვა, „ნაზი სულების აღზრდის ნაცვლად მოვიკრიფოთ გონება“.4
პრეზიდენტი სპენსერ ვ. კიმბალი (1895–1985) გვასწავლიდა: „ ღვთის სასუფეველში აუცილებელია ურთიერთმსახურება“. ამავე დროს ის აღიარებდა, რომ არ არის აუცილებელი გმირული მსახურება. „ასე რომ ხშირად ჩვენი მსახურება წარმოადგენს უბრალო გამხნევებას ან მიწიერი დავალებების შესრულებაში დახმარების გაწევას“, — თქვა მან. „მაგრამ რაოდენ მნიშვნელოვანი შედეგი შესაძლოა მოყვეს პატარა, მაგრამ კარგად დაგეგმილ მოქმედებას“!5
© 2012 Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. დაბეჭდილია გერმანიაში. ინგლისურად დამტკიცებულია: 6/11. თარგმანი დამტკიცებულია: 6/11. თარგმანი Visiting Teaching Message, September 2012. Georgian. 10369 131
რა შემიძლია გავაკეთო?
-
ვეძებ მე პირად შთაგონებას იმისთვის, რომ ვიცოდე, თუ როგორ ვუპასუხო ყოველი დის, რომელთანაც ვსტუმრობ, სულიერ თუ მიწიერ საჭიროებებს?
-
როგორ იგრძნონ დებმა, რომლებიც ჩემზე არიან მომაგრებულნი, რომ მე ვზრუნავ მათზე და მათ ოჯახებზე?