2012
მიტევებას ბედნიერება მოაქვს
ოქტომბერი 2012


ბავშვები

მიტევებას ბედნიერება მოაქვს

პრეზიდენტი უხთდორფი გვასწავლის ოჯახის წევრების პატიებას. შეხედეთ, რა მოჰყვა ჯოზეფისა და ანას არჩევანს ოჯახში.

ჯოზეფი და მისი პატარა და, ანა, ერთად თამაშობენ. ანა ართმევს ჯოზეფს სათამაშოს. რა უნდა ქნას ჯოზეფმა?

ჯოზეფი უბრაზდება ანას. ანა ტირის. ჯოზეფის დედა სჯის მას დასთან ჩხუბის გამო. ჯოზეფი ნანობს ცუდ არჩევანს.

ჯოზეფი პატიობს ანას და პოულობს სხვა სათამაშოს. ისინი მხიარულად თამაშობენ ერთად. დედას უხარია, რომ ჯოზეფი კეთილად მოექცა დას და ოჯახში სიმშვიდე შეინარჩუნა. ჯოზეფი ბედნიერია იმის გამო, რომ პატიება აირჩია.

მოგვიანებით დედას ჯოზეფისა და ანას დახმარება სჭირდება სამზარეულოში. ჯოზეფი არ ეხმარება. რა უნდა ქნას ანამ?

ანა ეწუწუნება დედას. ანა წუწუნებს იმის გამო, რომ მარტო უწევს დახმარება. სადილის დროს ყველა ცუდ ხასიეთზეა კამათის გამო.

ანა პატიობს ჯოზეფს და ეხმარება დედას სადილის კეთებაში. დედას უხარია ანას მოხმარება. ოჯახს უხარია სადილზე ერთად ყოფნა. ანას უხარია, რომ გააკეთა არჩევანი აპატიოს ჯოზეფს.

როგორ აისახება თქვენი პატიების არჩევანი ოჯახის ბედნიერებაზე?

ამობეჭდვა