2012
ჩვენი აღთქმებისთვის პატივის მიგება
ოქტომბერი 2012


შინა მასწავლებლის მოწოდება, ოქტომბერი 2012

ჩვენი აღთქმებისთვის პატივის მიგება

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა, და შესაფერ დროს იმსჯელეთ მასზე თქვენს დებთან, მათთან სტუმრობისას. გამოიყენეთ მოცემული კითხვები, რათა განამტკიცოთ თქვენი დები და გადააქციოთ მოწყალების საზოგადოება თქვენი საკუთარი ცხოვრების აქტიურ ნაწილად.

გამოსახულება
მოწყალების საზოგადოების ბეჭედი

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

შინა მასწავლებლის როლში მსახურება არის ჩვენი მოწაფეობის გამოხატვის გზა და ხერხი -ერთმანეთის მსახურებითა და გაძლიერებით მივაგოთ პატივი ჩვენს მიერ დადებულ აღთქმებს. აღთქმა ნიშნავს ღმერთსა და მის შვილებს შორის დადებულ ხანგრძლივ წმინდა პირობას. „როდესაც გვესმის, რომ ვართ აღთქმის შვილები, ჩვენ ვიცით, ვინ ვართ ჩვენ და რას ელის ჩვენგან ღმერთი“, თქვა თორმეთ მოციქულთა ქვორუმის წარმომადგენელმა, უხუცესმა რასელ ნელსონმა. „უფლის კანონი ჩაწერილია ჩვენს გულებში. ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი ხალხი ვართ“.1

ჩვენ, როგორც შინა მასწავლებლებს, შეგვიძლია გავაძლიეროთ ისინი, ვისთანაც ვსტუმრობთ, მათ მცდელობებში დაიცვან თავიანთი წმინდა აღთქმები. ჩვენი ასეთი საქციელი დაეხმარება მათ მოემზადონ მარადიული ცხოვრების დალოცვების მისაღებად. „ამ ეკლესიის ყოველ დას, რომელსაც დადებული აქვს აღთქმა უფალთან, აკისრია ღვთიური დავალება - მიიღოს მონაწილეობა სულების გადარჩენის საქმეში, წინ გაუძღვეს მსოფლიოს ქალებს, გააძლიეროს სიონის ოჯახები და აშენოს ღვთის სასუფეველი“,2 თქვა თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წარმომადგენელმა რასელ ბალარდმა.

როდესაც ვდებთ წმინდა აღთქმას და ვიცავთ მას, ჩვენ გარდავიქცევით იარაღად ღვთის ხელში. ჩვენ შევძლებთ ნათლად ჩამოვაყალიბოთ მრწამსი და გავაძლიეროთ ერთმანეთი მამაზეციერისა და იესო ქრისტეს რწმენაში.

წმინდა წერილებიდან

1 ნეფი 14:14; მოსია 5:5–7; 18:8–13; მოძღვრება და აღთქმები 42:78; 84:106

ჩვენი ისტორიიდან

როგორც 1833წ. უფალმა გაუმხილა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმიტს, ტაძარი არის „ყოველი წმინდანის მადლიერების ადგილი“. ეს არის „რჩევა-დარიგებების ადგილი ყოველი მათგანისთვის, ვინც არჩეულია იმსახუროს სხვადასხვა მოწოდებებში და თანამბებობებზე, რათა გახდეს სრულყოფილი თავის მსახურების, თეორიის, პრინციპის, დოქტრინის და ყოველი იმ მცნების გააზრებაში, რომელიც ეხება ღვთის სასუფეველს დედამიწაზე“ (D&C 97:13–14).

მე-19 საუკუნის ორმოციან წლებში ილინოისის შტატში, ნავუში, მოწყალების საზოგადოების დები ეხმარებოდნენ ერთმანეთს სატაძრო წეს-ჩვეულებების მიღების მომზადებაში. ნავუს ტაძარში უკანასკნელი დღეების წმინდანთა უმაღლესი მღვდლობის წესჩვეულებების ჩატარების დროს „გამოვლინდა ღვთაებრივი ძალა“ (მოძღვრება და აღთქმები 84:20). „მომავალში, წლების განმავლობაში, ეს ძალა აძლიერებდა და ეხმარებოდა განსაცდელთა დაძლევაში იმ წმინდანებს, რომლებიც იცავდნენ დადებულ აღთქმებს“.3

დღეს ეკლესიაში ერთგული ქალბატონები და მამაკაცები მთელს მსოფლიოში მსახურებენ ტაძრებში და გამუდმებით პოულობენ ძალას იმ დალოცვებში, რომელთა მიღებაც შესაძლებელია მხოლოდ სატაძრო აღთქმების მეშვეობით.

შენიშვნები

  1. რასელ მ.ნელსონი,“Covenants,” Liahona, ნოემბერი 2011, გვ. 88

  2. მ. რასელ ბალარდი, “Women of Righteousness,” Liahona, დეკემბერი 2002, გვ.39.

  3. Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 133.

რა შემიძლია გავაკეთო?

  • როგორ მაძლიერებს ჩემი აღთმა?

  • როგორ ვეხმარები დებს, რომლებიც მაბარია, თავიანთი აღთქმის დაცვაში?

ამობეჭდვა