2012
ლოცვა და სიმშვიდე
ოქტომბერი 2012


ახალგაზრდები

ლოცვა და სიმშვიდე

ერთხელ საღამოს მე დედას წავეკამათე და ამის გამო ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი; ამიტომაც გადავწყვიტე მელოცა. მიუხედავად იმისა, რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი და არ მინდოდა „სულიერ განწყობაზე“ დადგომა ვიცოდი, რომ ლოცვა დამეხმარებოდა უფრო ბედნიერად მეგრძნო თავი და ნაკლებად გამჩენოდა კამათის სურვილი. როგორც კი დედა ოთახიდან გავიდა, მე დავიწყე ლოცვა. „ძვირფასო ზეციერო მამა, მე მოგმართავ, რადგან …“ არა. მე გავახილე თვალები და ხელები გავშალე; ჩემი სიტყვები უცნაურად ჟღერდა. ისევ ვცადე. „ზეციერო მამაო, მე მინდა …“ ესაც უცნაურად ჟღერდა. მე ვგრძნობდი, რომ სატანა მიბიძგებდა შემეწყვიტა ლოცვა და მამაზეციერისთვის დახმარების თხოვნა.

უცებ მომივიდა აზრი მეთქვა მადლობა. ასეც მოვიქეცი და უმალვე გონებამ გამიმხილა უამრავი რამ, რისთვისაც მამაზეციერის მადლობელი ვიყავი. როდესაც დავამთავრე მისთვის მადლობის გადახდა, არსებულ პრობლემაზე დაველაპარაკე.

მას შემდეგ მშვენიერი შინაგანი სიმშვიდე ვიგრძენი, სითბო, რომელიც ადასტურებდა, რომ მამაზეციერს და მშობლებს ვუყვარდი და რომ მე ვარ ღვთის შვილი. მე შევძელი დედისთვის ბოდიშის მოხდა და მისგანაც ბოდიშის მიღება.

ამობეჭდვა