2013
კარნახის მოსმენა
იანვარი 2013


ახალგაზრდები

კარნახის მოსმენა

ერთხელ საღამოს ჩემი ახალგაზრდა ნათესავი სახლიდან გაიქცა, ასე, რომ მე სასწრაფოდ მის მოსაძებნად გავეშურე. მანქანის მართვის დროს მე ვლოცულობდი სულიწმინდის დახმარებისთვის. მე ვიცოდი, რომ ღმერთი მიპასუხებდა და სწორ მიმართულებას მომცემდა, ამიტომ ვცდილობდი მომესმინა სულიწმინდის კარნახი. მაგრამ, როდესაც ვერაფერს ვერ ვიგებდი, სასოწარკვეთილი ვიყავი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სული წმინდა არ მკარნახობდა.

მიუხედავად იმისა, რომ მინდოდა უფრო შორს წავსულიყავი საძებნელად, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ნათესავის სახლის მიდამოებში უნდა დავრჩენილიყავი. ასე რომ, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ შემომევლო ახლომდებარე ტერიტორია. როდესაც გზაჯვარედინზე გავჩერდი, ახალგაზრდა გოგონას სილუეტი დავინახე. მე ჩემი ნათესავი ვიპოვე!

როდესაც მანქანიდან გადმოვედი და მისკენ გავიქეცი მივხვდი, რომ სული სულ მეხმარებოდა მეგრძნო, რომ იმავე მიდამოებში უნდა დავრჩენილიყავი. ჩუმი ხმის გაგების მოლოდინში, მე კინაღამ უარვყავი სულის კარნახი. მე იმ დროს მივხვდი, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ხმას ვერ გავიგონებთ, მაგრამ გულში შეგრძნება გვექნება.

მე ისეთი მადლობელი ვიყავი სული წმინდის ხელმძღვანელობისთვის. ჭეშმარიტად, ის მუდამ ჩვენთან არის! როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი: „სული წმინდა იქნება შენი მუდმივი თანამგზავრი“ (მოძღვრება და აღთქმები 121:46).

თუ სული წმინდის კარნახის ღირსნი ვართ და ყურადღებით ვართ მის მიმართ განწყობილნი, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ სხვებისთვის, სიკეთის მომტანი იარაღი ღვთის ხელში. სული წმინდის მუდმივი თანხლებით ჩვენ გვეცოდინება, რა გზით უნდა ვიაროთ.

ამობეჭდვა