2013
მისიონერული სამსახური
იანვარი 2013


შინა მასწავლებლის მოწოდება, იანვარი 2013

მისიონერული სამსახური

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა, და შესაფერ დროს იმსჯელეთ მასზე თქვენს დებთან, მათთან სტუმრობისას. გამოიყენეთ მოცემული კითხვები, რათა განამტკიცოთ თქვენი დები და გადააქციოთ მოწყალების საზოგადოება თქვენი საკუთარი ცხოვრების აქტიურ ნაწილად.დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი www.reliefsociety.lds.org.

გამოსახულება
მოწყალების საზოგადოების ბეჭედი

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

უკანასკნელი დღეების წმინდანები იგზავნებიან „უფლის ვენახში სამუშაოდ ადამიანთა სულების გადასარჩენად“ (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 138:56) და ეს შრომა მისიონერულ სამსახურსაც მოიცავს. ჩვენ არ გვჭირდება სახარების გაზიარებისთვის ოფიციალური მისიონერული მოწოდება. ისინი, ვისი ცხოვრებაც სახარებით იქნება დალოცვილი, ჩვენს ირგვლივ იმყოფებიან და უფალი გამოგვიყენებს ჩვენ იმისდამიხედვით, თუ როგორ მოვამზადებთ საამისოდ საკუთარ თავს. სტუმრად მოსულ მასწავლებლებს შეუძლიათ მიიღონ თავიანთი სულიერი პასუხისმგებლობა და დაეხმარონ „ადამიანთა უკვდავებისა და მარადიული ცხოვრების განხორციელებას“ (მოსე 1:39).

როდესაც წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა 1842 წ. დააარსა მოწყალების საზოგადოება, მან თქვა, რომ ქალებს არა მხოლოდ გაჭირვებულთა დახმარება, არამედ სულების გადარჩენა ევალებათ.1 ეს კვლავაც ჩვენი მიზანია.

„უფალი … ანდობს ჭეშმარიტების დამოწმებას მათ, ვინც მას სხვებსაც გაუზიარებს“,-ბრძანა პირველი პრეზიდენტობის მეორე მრჩეველმა, პრეზიდენტმა დიტერ ფ. უხთდორფმა. „მეტიც, უფალი ელოდება თავისი ეკლესიის წევრებისგან იმას, რომ ისინი ‘ყოველთვის სიხარულით ამოიღებენ ხმას მისი სახარების გამოცხადების მიზნით’ (მოძღვრება და აღთქმები 28:16). … ზოგჯერ დამოწმების ცალკეულ ფრაზას შეუძლია, ისე შემოაბრუნოს მოვლენები, რომ ვიღაცის ცხოვრებაზე საუკუნო ზეგავლენა მოახდინოს“.2

წმინდა წერილებიდან

მოძღვრება და აღთქმები 1:20–23; 18:15; 123:12

ჩვენი ისტორიიდან

ყოფილი ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის მოქალაქის, ოლღა კოვაროვას ამბავი, მოწყალების საზოგადოების ისტორიის მისიონერული სამსახურის მაგალითია. 1970-იან წლებში ოლღა სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობდა და მოწყურებული იყო უფრო ღრმა სულიერ ცხოვრებას. მან 75 წლის უკანასკნელი დღეების წმინდანი, ოთაკარ ვოჯკუვკა, შენიშნა. „ის სამოცდა თხუთმეტი წლის ასაკში იყო, მაგრამ გულით უფრო თვრამეტი წლის ახალგაზრდა და სიხარულით აღვსილი ადამიანი გახლდათ“, - თქვა ოლღამ.„ეს იმ დროინდელი ცინიკური ჩეხოსლოვაკიისთვის ისეთი უჩვეულო რამ იყო“.

ოლღამ ჰკითხა ოთაკარსა და მის ოჯახს, თუ როგორ იპოვეს მათ ცხოვრებაში სიხარული. მათ ოლღას ეკლესია და სხვა ესლესიის წევრები გააცნეს და მორმონის წიგნიც მისცეს. ოლღამ ის დიდი მონდომებით წაიკითხა და მალე მოინათლა და ეკლესიის წევრადაც დამტკიცდა. იმ დროიდან ოლღა პოლიტიკური ზეწოლისა და რელიგიური დევნის სამყაროში დადებით გავლენას ახდენდა. ის თავის პატარა მრევლში მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტად მსახურობდა და სხვების ქრისტესთან მოყვანით მათი სულების ხსნის პროცესს ეხმარებოდა.3

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. მივყვები მე სული წმინდის კარნახს მაშინ, როცა ვუზიარებ საკუთარ დამოწმებას იმ დებს, რომლებთანაც ვსტუმრობ?

  2. როგორ ვეხმარები სახარების სწავლებაში დებს, რომლებიც მაბარია?

შენიშვნები

  1. იხილეთ Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007), 453.

  2. დიტერ ფ. უხთდორფი “Waiting on the Road to Damascus,” ლიახონა, May 2011, 76–77.

  3. იხილეთ Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 92–95.

ამობეჭდვა