2013
სატაძრო აღთქმები
აპრილი 2013


შინა მასწავლებლის მოწოდება, აპრილი 2013

სატაძრო აღთქმები

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და შესაფერ დროს იმსჯელეთ მასზე თქვენს დებთან, მათთან სტუმრობისას. გამოიყენეთ მოცემული კითხვები, რათა განამტკიცოთ თქვენი დები და გადააქციოთ მოწყალების საზოგადოება თქვენი საკუთარი ცხოვრების აქტიურ ნაწილად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდიreliefsociety.lds.org.

გამოსახულება
მოწყალების საზოგადოების ბეჭედი

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

“ტაძარში მიღებული ხსნის წეს-ჩვეულებანი გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ როდესღაც დავუბრუნდეთ მამაზეციერს, ვიქონიოთ მარადიული ოჯახური ურთიერთობანი, ვიყოთ ზეციდან შემოსილნი ლოცვა-კურთხევითა და ძალით და ეს ყველაფერი ღირს ყოველ მსხვერპლად და ძალისხმევად,“ 1 ბრძანა პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა. თუ თქვენ არ ყოფილხართ ტაძარში, შეგიძლიათ შემდეგნაირად მოემზადოთ სატაძრო წეს-ჩვეულებებისთვის:

  • იწამოთ მამაზეციერი, იესო ქრისტე და სულიწმინდა.

  • განავითაროთ მოწმობა იესო ქრისტეს გამოსყიდვასა და აღდგენილ სახარებაზე.

  • მხარი დაუჭიროთ და მივყვეთ ცოცხალ წინასწარმეტყველს.

  • იყო სატაძრო რეკომენდაციის ღირსი მეათედის გადახდით, მორალური სისუფთავით, პატიოსნებით, სიბრძნის სიტყვით და ეკლესიის სწავლებებთან ჰარმონიაში ცხოვრებით.

  • დროის, ნიჭის და სხვა საშუალებების გაღებით ეხმარებოდე უფლის სასუფევლის შენებაში.

  • საოჯახო ისტორიის სამუშაოში მონაწილეობის მიღება.2

პრეზიდენტი მონსონი შემდგომ გვასწავლიდა: „როცა ტაძარში დადებული აღთქმები გვახსოვს, ჩვენ უფრო კარგად გავუმკლავდებით ყოველ განსაცდელსა და ცდუნებას.“3

წმინდა წერილებიდან

მოძღვრება და აღთქმები 14:7; 25:13; 109:22

ჩვენი ისტორიიდან

„5.000 წმინდანზე მეტი შეიკრიბა ნავუს ტაძარში მისი მიძღვნის ცერემონიალის შემდეგ. …

„სატაძრო წეს-ჩვეულებების ძალა, სიმაგრე და ლოცვა-კურთხევა ეხმარებოდა უკანასკნელი დღეების წმინდანებს მათი დასავლეთისკენ მოგზაურობის დროს, როცა მათ უწევდათ სიცივის, სიცხის, შიმშილის, სიღარიბის, ავადმყოფების, უბედური შემთხვევებისა და სიკვდილის ატანა.“4

ისე, როგორც მოწყალების საზოგადოების მრავალი და, სარა რიჩიც მსახურობდა ტაძარში. იგი ასე მოიხსენიებს თავის გამოცდილებას: „რომ არა ჩემი რწმენა და ცოდნა, რომელიც გადმოგვეცემოდა იმ ტაძარში … უფლის სულის საშუალებით, ჩვენი მოგზაურობა დაემსგავსებოდა სიბნელეში ნახტომს. … მაგრამ ჩვენ მამაზეციერის რწმენა გვქონდა, … ვგრნობდით იმას, რომ მისი რჩეული ხალხი ვიყავით … და მწუხარების ნაცვლად ჩვენ გვიხაროდა ის, რომ ჩვენი გამოხსნის დღე დადგა.“5

უკანასკნელი დღეების წმინდანთა ქალებისთვის ახალ ადგილზე გადასვლა არ ყოფილა „სიბნელეში ნახტომი“. მათ თავიანთი სატაძრო აღთქმები აძლევდა ძალას.

შენიშვნები

  1. თომას ს. მონსონი “The Holy Temple—a Beacon to the World,” Liahona, მაისი 2011, 92.

  2. იხილეთ Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 21.

  3. თომას ს. მონსონი, Liahona, მაისი 2011, 93.

  4. Daughters in My Kingdom, 29–30.

  5. სარა რიჩი, Daughters in My Kingdom, 30.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. რეგულარულად თაყვანს ვცემ ღმერთს ტაძარში?

  2. ვაგულიანებ დებს, მიიღონ სატაძრო ლოცვა–კურთხევა?

ამობეჭდვა