2013
ამოიცანი, დაიმახსოვრე და გადაუხადე მადლობა
აგვისტო 2013


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, აგვისტო 2013

ამოიცანი, დაიმახსოვრე და გადაუხადე მადლობა

გამოსახულება
პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი

ღმერთი გვთხოვს, რომ ვიყოთ მისი მადლიერნი ყოველი დალოცვისთვის, რომელსაც მისგან ვიღებთ. ჩვენთვის ადვილია მექანიკურად დავიწყოთ მადლიერების გამოხატვა ლოცვებში, ხშირად გავიმეოროთ ერთი და იგივე სიტყვები და არ ვიქონიოთ იმის ზრახვა, რომ გამოვუხატოთ ღმერთს ჩვენი მადლიერება, როგორც გულის ძღვენი. ჩვენ უნდა გამოვხატოთ მადლიერება … სულში (მოძღვრება და აღთქმები 46:32), რათა ვიგრძნოთ ნამდვილი მადლიერება იმისთვის, რაც ღმერთმა გვიბოძა.

როგორ შეიძლება გვახსოვდეს თუნდაც მცირედი ნაწილი იმისა, რაც ღმერთმა გააკეთა ჩვენთვის? მოციქულმა იოანემ ჩაიწერა, თუ რა გვასწავლა მხსნელმა დამახსოვრების ნიჭის შესახებ, რომელიც სულიწმინდის საშუალებით გვეძლევა: „ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“ (იოანე 14:26).

სულიწმინდა გვახსენებს იმას, რაც გვასწავლა ღმერთმა. ღვთის სწავლების ერთ-ერთი ხერხი კი მისი კურთხევებია; ასე რომ, თუ ჩვენ გავაკეთებთ არჩევანს–გამოვავლინოთ რწმენა, სულიწმინდა შეგვახსენებს ღვთის სიკეთეს.

თქვენ შეგიძლიათ ეს გამოსცადოთ დღეს, ლოცვაში. თქვენ შეგიძლიათ მიჰყვეთ ბრძანებას „ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადე უფალს, შენს ღმერთს“ (მოძღვრება და აღთქმები 59:7).

პრედზიდენტმა ეზრა ტაფთ ბენსონმა (1899-1994) თქვა, რომ ლოცვა ამის განსახორციელებლად ქმნის საჭირო დროს. მან თქვა: ‘წინასწარმეტყველმა ჯოზეფმა ერთხელ ბრძანა, რომ ერთ-ერთი უდიდესი ცოდვა, რომლის გამოც უკანასკნელი დღეების წმინდანები იქნებიან ცოდვილნი, არის უმადურობის ცოდვა. მე ვვარაუდობ, რომ ჩვენს შორის უმეტესობას ეს არ მიაჩნდა დიდ ცოდვად. ჩვენს შორის ჩამოყალიბდა ტენდენცია უფლის მიმართ ლოცვაშიც და ვედრებაშიც ვითხოვოთ უფრო მეტი დალოცვა. ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ჩვენ ლოცვების უფრო დიდი ნაწილი უნდა მივუძღვნათ მადლიერებას იმ ლოცვა-კურთხევებისთვის, რომლებიც უკვე მივიღეთ.“1

თქვენ შეგიძლიათ დღეს მიიღოთ მსგავსი გამოცდილება სულიწმინდის ძღვენთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ პირადი ლოცვა მადლიერებით. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი ლოცვა-კურთხევების ჩამოთვლა და შემდეგ ერთი წუთით შეჩერდით. თუ თქვენ რწმენას ამჟღავნებთ, სულიწმინდის ძღვენის დახმარებით აღმოაჩენთ, რომ სხვა ლოცვა-კურთხევები ყოველი ძალისხმევის გარეშე გაგახსენდებათ. თუ თქვენ დაიწყებთ ყოველი ლოცვა-კურთხევის მიმართ მადლიერების გამოხატვას, თქვენი ლოცვა ჩვეულებრივზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდება. კურთხევები გაგახსენდებათ კიდევაც და ამას მადლიერებაც მოჰყვება.

თქვენ შეგიძლიათ იგივე მოიმოქმედოთ, როცა დღიურში ჩანაწერს აკეთებთ. სულიწმინდა ამაში დასაბამიდან ეხმარებოდა ადამიანებს. თქვენ გახსოვთ, რომ მოსეს წიგნში წერია: „და ხსოვნის წიგნი იწერებოდა ადამის ენაზე, რამეთუ იგი მიეცა ყველას, ვინც ღმერთს შესთხოვდა, რომ შთაგონების სულით დაეწერათ“ (მოსე 6:5).

პრეზიდენტმა სპენსერ ვ. კიმბალმა (1895–1985) ასე აღწერა ამ შთაგონებული წერის პროცესი: „მათ, ვინც წერენ მოგონებების წიგნს, თითქოს და უფრო ახსოვთ უფალი თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღიურები წარმოადგენს ჩვენი ლოცვა-კურთხევების გახსენებისა და ჩამოთვლის ხერხს და ჩვენი შთამომავლებისთვის ამ ლოცვა-კურთხევების აღწერას.“2

როცა წერას დაიწყებთ, შესაძლოა ჰკითხოთ საკუთარ თავს: „დღეს როგორ დამლოცა ღმერთმა პირადად მე და ისინი, ვინც მე მიყვარს?“ თუ თქვენ ამას საკმარისად ხშირად რწმენით გააკეთებთ, თქვენ დაინახავთ, რომ გახსენდებათ ლოცვა-კურთხვები. და ზოგჯერ ისეთი რამ გაგახსენდებათ, რაც დღის განმავლობაში ვერ აღიქვით როგორც ძღვენი, მაგრამ ამჟამად გეცოდინებათ, რომ ეს ღმერთის ხელი იყო.

მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ჩვენ შეუწყვეტლივ ვცდილობდეთ რწმენით ამოვიცნოთ, გავიხსენოთ და მადლიერება გამოვხატოთ მამაზეციერისა და მხსნელის წინაშე იმისთვის, რაც მათ გააკეთეს და კიდეც აკეთებენ, რათა გაუხსნან შინ მიმავალი გზა.

შენიშვნები

  1. ეზრა ტაფთ ბენსონი, God, Family, Country: Our Three Great Loyalties (1974), 199.

  2. სპენსერ ვ. კიმბალი, “Listen to the Prophets,” Ensign, მაისი 1978, 77.

ამ მოწოდების სწავლება

ამ მოწოდებაში პრეზიდენტი აირინგი გვიწვევს ლოცვებში ვახსენოთ ზეციერი მამის სიკეთე. განიხილეთ მათთან, ვისაც ასწავლით, თუ როგორ გვეხმარება მადლიერებით აღსავსე ლოცვა ამოვიცნოთ ღმერთის ხელი ჩვენს ცხოვრებაში. მათთან ერთად, ვისაც ასწავლით, განიხილეთ მუხლის მოყრა ლოცვის დროს და შესთავაზეთ მას, ვინც ილოცებს, გამოხატოს მხოლოდ მადლიერება.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეისწავლოთ მადლიერების მნიშვნელობა, თუ პრეზიდენტ ეზრა ტაფტ ბენსონის მიერ ნახსენებ მუხლებს დაამატებთ შემდეგ ამონარიდებს: ფსალმუნები 100; მოსია 2:19–22; ალმა 26:8; 34:38; მოძღვრება და აღთქმები 59:21; 78:19; 136:28.

ამობეჭდვა