2013
კეთილდღეობა
აგვისტო 2013


შინა მასწავლებლის მოწოდება, აგვისტო 2013

კეთილდღეობა

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა, და შესაფერ დროს იმსჯელეთ მასზე თქვენს დებთან, მათთან სტუმრობისას. გამოიყენეთ მოცემული კითხვები, რათა განამტკიცოთ თქვენი დები და გადააქციოთ მოწყალების საზოგადოება თქვენი საკუთარი ცხოვრების აქტიურ ნაწილად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდიwww.reliefsociety.lds.org.

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

საეკლესიო კეთილდღეობის პროგრამა გათვლილია იმაზედ, რომ ეკლესიის წევრები გახადოს დამოუკიდებელნი, მიხედოს გაჭირვებულებსა და ღატაკებს და გაუწიოს სხვებს მსახურება. კეთილდღეობის პროგრამა არის მოწყალების საზოგადოების მუშაობის ცენტრალური ნაწილი. პირველი პრეზიდენტობის პირველი მრჩეველი, პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი გვასწავლიდა:

„დასაბამიდანვე უფალმა უზრუნველჰყო თავისი მოწაფეებისათვის დასახმარებელი გზა. მან მოიწვია თავისი შვილები, რათა სხვებისთვის მსახურებას შეწირონ თავიანთი დრო, საშუალებები და საკუთარი თავიც კი. …

ის გვთხოვს და გვიბრძანებს, რომ მივიღოთ მონაწილეობა მის საქმეში, რათა ფეხზე დააყენოს გაჭირვებულები. ჩვენ დავდეთ ამის აღთქმა ნათლობის წყლებში და ღმერთის წმინდა ტაძარში. ჩვენ ვანახლებთ ამ აღთქმას ყოველ კვირა დღეს ზიარების მიღებისას.1

ეპისკოპოსისა ან მრევლის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ადგილობრივი ხელმძღვანელები ეხმარებიან ადამიანებს სულიერი და მატერიალური კეთილდღეობის საკითხებში. მსახურების შესაძლებლობანი ხშირად უჩნდებათ შინა მასწავლებლებს, რომლებიც ეძიებენ შთაგონებას იმისთვის, რომ გაიგონ, თუ როგორ უპასუხონ ყოველი დის, რომელთანაც ისინი სთუმრობენ, საჭიროებას.

წმინდა წერილებიდან

ლუკა 10:25–37; იაკობი 1:27; მოსია 4:26; 18:8–11; მოძღვრება და აღთქმები 104:18

ჩვენი ისტორიიდან

წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი 1842წ. 9 ივნისს მოწყალების საზოგადოების დებს დააკისრა ვალდებულება მოუტანონ „შვება ღარიბებს“ და „იხსნან სულები“.2 ეს მიზნები კვლავ მოწყალების საზოგადოების ცენტრალური ნაწილია და გამოიხატება ჩვენს დევიზში: „მოწყალება უკვდავია“ (1 კორინთელთა 13:8).

ჩვენი მოწყალების საზოგადოების მეხუთე გენერალურმა პრეზიდენტმა, ემელინ ბ. უელსმა და მისმა მრჩეველებმა შემოიტანეს ეს დევიზი 1913წ. ჩვენი ძირითადი პრინციპების გასახსენებლად, რომლებიცაა:“ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია მტკიცედ დავიცვათ წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის შთაგონებული სწავლებანი, როცა მან განაცხადა გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალებს (მღვდლობის წოდებების მეშვეობით)ეძლეოდათ ძალა დაჯგუფებულიყვნენ შესაბამის ორგანიზაციებში ავადმყოფების, გაჭირვებულების, მოხუცებულების, უცოდინარებისა და ობლების დასახმარებლად.“3

დღეს მოწყალების საზოგადოების დები მსოფლიოს ყოველ კუთხეში უწვდიან მოყვასს სათნოების, ქრისტეს სრულყოფილი სიყვარულის, ხელს. (იხ. მორონი 7:46–47).

შენიშვნები

  1. ჰენრი ბ. აირინგი, “Opportunities to Do Good,” Liahona და Ensign, მაისი 2011, 22.

  2. ჯოზეფ სმითი წიგნიდან Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 63.

  3. Daughters in My Kingdom, 63.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. როგორ ვემზადები იმისთვის, რომ სულიერად და მიწიერად მოვუარო საკუთარ თავს და ოჯახს?

  2. როგორ შემიძლია მივყვე მაცხოვრის მაგალითს მაშინ, როცა ვეხმარები დებს, რომლებიც მომაბარეს?

ამობეჭდვა