2013
ოჯახი და მეგობრები სამარადისოდ
დეკემბერი 2013


პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, დეკემბერი 2013

ოჯახი და მეგობრები სამარადისოდ

გამოსახულება
პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი

სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, თქვენ გეყოლებათ მეგობრები, რომლებიც ეძებენ იმ უდიდეს ბედნიერებას, რომელიც თქვენ იესო ქრისტეს აღდგენილ სახარებაში აღმოაჩინეთ. შესაძლოა მათ ეს ბედნიერება სიტყვებით ვერ გამოხატონ, მაგრამ მათ შეუძლიათ მისი ამოცნობა, როცა თქვენს ცხოვრებაში დაინახავენ ამას. ისინი მოუთმენლად დაელოდებიან იმას, რომ გაიგონ, თუ რა არის ამ ბედნიერების წყარო, განსაკუთრებით როდესაც დაინახავენ, რომ თქვენც მათ მსგავსად აღმოჩნდებით ხოლმე სირთულეების წინაშე.

თქვენ, ღმერთის მცნებების დაცვისას, ბედნიერება განიცადეთ. ეს არის სახარებით ცხოვრების დაპირებული ნაყოფი (იხ. მოსია 2:41). თქვენ ერთგულად იცავთ უფლის დაპირებას არა იმიტომ, რომ სხვებს დაანახოთ ეს, მაგრამ ისინი, ვინც თქვენი ბედნიერების თვითმხილველნი არიან, უფლის მიერ ემზადებიან, გაიგონ კარგი ამბავი აღდგენილი სახარების შესახებ.

იმ ლოცვა-კურთხევებს, რომლებიც თქვენ მოგეცათ, მოჰყვა ვალდებულებები და მშვენიერი შესაძლებლობები თქვენთვის. თქვენ, როგორც ქრისტეს აღთქმულ მოწაფეს, გევალებათ შესთავაზოთ სხვებს იპოვონ მეტი ბედნიერება, განსაკუთრებით ეს ეხება თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.

უფალმა დაინახა თქვენი შესაძლებლობა და აღწერა თქვენი ვალდებულება ამ მცნებაში: ყოველმა ადამიანმა, რომელიც გაფრთხილებულ იქნა, უნდა გააფრთხილოს თავისი მოყვასი. (მოძღვრება და აღთქმები 88:81).

უფალი გვიადვილებს ამ მცნების დაცვას იმითი, რომ იესო ქრისტეს სახარების მიღებითა და მისი მიხედვით ცხოვრებით, ჩვენ გული გვეცვლება, რის შედეგადაც ჩვენი სხვებისადმი სიყვარული იზრდება, ასევე იზრდება ჩვენი სურვილი — მათაც იქონიონ იგივე ბედნიერება, რაც ჩვენ განვიცადეთ.

ამ ცვლილების ერთ-ერთი მაგალითია ის, თუ როგორ იყენებთ უფლის მისიონერულ სამსახურში მონაწილეობის შანსს. სრული დროის მისიონერები მალე იგებენ, რომ ჭეშმარიტი მოქცეულისგან თხოვნაზე უპოვონ დაინტერესებული პირი, შეუძლიათ მიიღონ თბილი პასუხი. მოქცეულს აქვს ძალიან დიდი სურვილი გაუზიაროს ბედნიერება მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.

როცა მეურვეობის მისიის ხელმძღვანელი ან მისიონერები გთხოვენ მოუძებნოთ დაინტერესებული პირები, ეს თქვენთვის დიდი კომპლიმენტია. მათ იციან, რომ თქვენი მეგობრები ხედავენ თქვენს ბედნიერებას და მაშასადამე ისინი მზად არიან მოისმინონ, აირჩიონ და მიიღონ სახარება და მათ სწამთ, რომ თქვენ იქნებით ის მეგობარი, რომელიც მათ ღვთის სასუფეველში შესვლისას დასჭირდებათ.

თქვენ არ უნდა გეშინოდეთ იმისი, რომ მისიონერებთან შეხვედრის გამო თქვენ მეგობრებს დაკარგავთ. მე მყავს მეგობრები, რომლებმაც არ მიიღეს მისიონერები, მაგრამ წლების განმავლობაში მადლობას მიხდიდნენ იმის გამო, რომ მე მათ შევთავაზე ის, რაც ასე ძვირფასია ჩემთვის. თქვენ შეგიძლიათ სახარების შეთავაზებით მარადიულად დაიმეგობროთ ადამიანი, რადგან ის ხედავს, რომ სახარებამ ბედნიერება მოგიტანათ. არასდროს არ გაუშვათ შესაძლებლობა მოიწვიოთ მეგობარი, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრი, გააკეთონ არჩევანი — მიჰყვნენ ბედნიერების გეგმას.

ასეთი მოსაწვევისათვის ყველაზე დიდი საშუალება საეკლესიო ტაძრებში გვეძლევა. იქ უფალი გვთავაზობს ხსნის წეს-ჩვეულებებს ჩვენი წინაპრებისთვის, რომლებმაც დედამიწაზე ცხოვრებისას ვერ მიიღეს ეს. ისინი სიყვარულითა და იმედით გიყურებენ ზეციდან. უფალი დაგვპირდა, რომ მათ ექნებათ იმის შესაძლებლობა, შევიდნენ მის სასუფეველში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 137:7–8) და მან თქვენს გულებში მათთვის სიყვარული ჩანერგა.

მრავალმა თქვენგანმა იგრძნო სხვებისთვის შემოთავაზებული სატაძრო წეს-ჩვეულებების სიხარული, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა მისიონერებს ეუბნებით დაინტერესებული პირების სახელებს. წინაპრებისთვის ჩატარებული წეს-ჩვეულებებისაგან კიდევ უფრო დიდი სიხარული გიგრძვნიათ. წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს მიეცა გამოცხადება, რომლის მიხედვითაც ჩვენი მარადიული ბედნიერება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა შემცვლელი სატაძრო წეს-ჩვეულებების საშუალებით ჩვენ ჩვენს წინაპრებს ვთავაზობთ გზას ამ კურთხევის მისაღებად (იხ. მოძღვრება და აღთქმები 128:18).

შობის სეზონი განაწყობს ჩვენს გულებს მხსნელისა და იმ სიხარულის მიმართ, რაც სახარებამ მოგვიტანა. ჩვენ მას მაშინ ვუჩვენებთ მადლიერებას, როცა ამ ბედნიერებას სხვებს ვთავაზობთ. მადლიერება სიხარულში გადადის, როცა ჩვენ მისიონერებს პოტენციური მსმენლების სახელებს ვაწვდით და მაშინ, როცა წინაპრების სახელები ტაძრებში მიგვაქვს. ჩვენი მადლიერების ასეთი ნიშანი გვაპოვნინებს ისეთ მეგობრებს და შეგვაქმნევინებს ისეთ ოჯახებს, რომლებიც მარადიულ ურთიერთობას გაუძლებენ.

ამ მოწოდების სწავლება

პრეზიდენტი აირინგი გვიხსნის, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ მხსნელის მიმართ მადლიერება იმით, რომ სხვებს გავუზიაროთ სახარება. თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ მათთან, ვისაც სტუმრობთ, თუ როგორ დალოცა თქვენი ცხოვრება სახარების ძღვენმა. მოიწვიეთ ისინი, ლოცვაში შეიცნონ ისინი, ვისთანაც სახარების ძღვენის გაზიარების სურვილი აქვთ და ის, თუ როგორ მოახდინონ ეს.

ამობეჭდვა