2013
იესო ქრისტეს ღვთიური მისია: მხოლოდშობილი ძე
დეკემბერი 2013


შინა მასწავლებლის მოწოდება, დეკემბერი 2013

იესო ქრისტეს ღვთიური მისია: მხოლოდშობილი ძე

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ, რას გაუზიარებთ ამ მასალიდან სხვებს. როგორ ზრდის მხსნელის მისიისა და ცხოვრების გაგება ჩვენს რწმენას მასში და ლოცავს მათ, ვისაც თქვენ სტუმრობთ შინა მასწავლებლის პროგრამით? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი reliefsociety.lds.org.

გამოსახულება
მოწყალების საზოგადოების ბეჭედი

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

ჩვენს მხსნელს, იესო ქრისტეს, უწოდებენ მხოლოდშობილ ძეს, რადგან იგი არის დედამიწაზე ერთადერთი ადამიანი, რომელიც დაიბადა მიწიერი დედისა და უკვდავი მამისაგან. მან თავისი მამისგან, ღმერთისგან, დაიმკვიდრა ღვთიური ძალა. დედისგან, მარიამისგან, მან მემკვიდრეობით მიიღო მოკვდაობა, წყურვილის, შიმშილის გრძნობა, დაღლილობა, ტკივილი და სიკვდილი.1

რადგან იესო ქრისტე მამის მხოლოდშობილი ძეა, მან შეძლო საკუთარი სიცოცხლის დათმობა და შემდეგ მისი დაბრუნება. წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით ჩვენ ვიძენთ აღდგომას. (Jacob 4:11) ჩვენ ასევე ვსწავლობთ, რომ ყველას შეუძლია უკვდავებიდან მარადიულ სიცოცხლეს მიაღწიოს, თუკი ვირწმუნებთ (D&C 29:43).

როცა ჩვენ უფრო სრულად გავიგებთ, თუ რას ნიშნავს იესოსთვის იყოს მამის მხოლოდშობილი ძე, ჩვენი რწმენა ქრისტეს მიმართ გაიზრდება. უხუცესმა დ. თოდ კრისტოფერსონმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან თქვა: „რწმენა იესო ქრისტეს მიმართ არის დარწმუნება და რწმენა, რომ (1) იგი არის ღვთის მხოლოდშობილი ძე, (2) გვწამს მისი უსაზღვრო გამოსყიდვის (3) გვწამს მისი პირდაპირი გაგებით, აღდგომა.2 თანამედროვე წინასწარმეტყველებმა დაამოწმეს: იესო ქრისტე იყო მხოლოდშობილი ხორციელი ძე, სამყაროს მხსნელი“3

წმინდა წერილიდან

იოანე 3:16; მოძღვრება და აღთქმები 20:21–24; მოსე 5:6–9

ჩვენი ისტორიიდან

ახალ აღთქმაში ჩვენ ვკითხულობთ ქალების შესახებ, მოხსენიებულთ სახელებით თუ უსახელოდ, რომლებიც ქრისტეში რწმენას ამჟღავნებდნენ, მის სწავლებას შეისწავლიდნენ და ცხოვრებაში ატარებდნენ მას და მის მსახურებაზე, საოცრებებსა და დიდებაზე მოწმობდნენ. ეს ქალები გახდნენ სამაგალითო მოწაფენი და ამ ხსნის სამსახურის განსაკუთრებული მოწმენი.

მაგალითად მართამ მოიტანა ძლიერი მოწმობა მხსნელის ღვთიურობის შესახებ, როცა მან უთხრა მას: „მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღვთისა, ამ სოფლად მომავალი“ (იოანე 11:27).

მხსნელის ღვთიურობის ერთ-ერთი ყველაზე პირველი მოწმენი მისი დედა, მარიამი, და მისი ნათესავი, ელისაბედი, იყვნენ. სულ მალე მას შემდეგ, რაც ანგელოზი გაბრიელი მარიამს გამოეცხადა, იგი ელისაბედს ეწვია. როგორც კი ელისაბედმა მარიამის მისალმება მოისმინა, იგი „სულიწმიდით აღივსო“ (ლუკა 1:41) და დაამოწმა, რომ მარიამი ღვთის ძის დედა გახდებოდა.

შენიშვნები

  1. იხ. ძირითადი სახარება (2009), 52–53.

  2. დ. თოდ კრისტოფერსონი “Building Faith in Christ,” Liahona, სექტემბერი, 2012, 13.

  3. „ცოცხალი ქრისტე: მოციქულების მოწმობა“, ლიახონა, აპრილი2000, 2–3.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, გავიგო იესო ქრისტეს როლი?

  2. როგორ ზრდის აღთქმ ის დაცვა ჩვენს რწმენას იესო ქრისტეს მიმართ?

ამობეჭდვა