2014
იესო ქრისტეს ღვთიური მისია: მაგალითი
იანვარი 2014


შინა მასწავლებლის მოწოდება, იანვარი 2014

იესო ქრისტეს ღვთიური მისია: მაგალითი

ლოცვით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ იმას, რაც უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ ზრდის თქვენს რწმენას ქრისტეში და აკურთხებს მათ, ვისთანაც სტუმრობთ, ქრისტეს ცხოვრებისა და მისიის გაგება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდიreliefsociety.lds.org.

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

როცა გვესმის, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მაგალითი ყველაფერში, ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ სურვილი – მივყვეთ მას. წმინდა წერილი სავსეა ჩვენი შეგულიანებით – ვიაროთ ქრისტეს კვალზე. ნეფიელებს ქრისტემ უთხრა, რომ რაც კი დაინახეს, რომ მას უკეთებია, ისინიც გააკეთებენ ამას“(3 ნეფი 27:21). იესომ უთხრა თომას: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე: ვერავინ ვერ მივა მამასთან, თუ არა ჩემით“ (იოანე 14:6).

დღეს ჩვენი ხელმძღვანელები გვახსენებენ – ვიქონიოთ მაგალითად მხსნელი. ლინდა კ. ბერტონმა, მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტმა, თქვა: „როცა თითოეული ჩვენთაგანის გულში ღრმად ჩაიწერება გამოსყიდვის დოქტრინა, ჩვენ გავხდებით ისეთი ადამინები, როგორებიც უფალს სურს, რომ ვიყოთ“.1

პრეზიდენტმა თომას ს. მომსონმა თქვა: „ჩვენი უფალი და მხსნელი, იესო ქრისტე, არის ჩვენი მაგალითი და ძალა“.2

მოდით შევპირდეთ საკუთარ თავს, რომ მივუახლოვდებით იესო ქრისტეს, დავემორჩილებით მის მცნებებს და ვეცდებით დავუბრუნდეთ მამაზეციერს.

წმინდა წერილიდან

2 ნეფი 31:16; ალმა 17:11; 3 ნეფი 27:27; მორონი 7:48

ჩვენი ისტორიიდან

„მან მონიშნა და გაგვიკვალა გზა“, დაწერა იესო ქრისტეს მიწიერი მსახურების შესახებ ელიზა რ. სნოუმ, მოწყალების საზოგადოების გენერალურმა პრეზიდენტმა.3 იგი ინდივიდუალურად ემსახურებოდა ადამიანებს. უფალმა გვასწავლა, რომ ოთხმოცდაცხრამეტი უნდა მივატოვოთ ერთი დაკარგულის გამო (იხ.ლუკა 15:3–7). იგი კურნავდა ინდივიდებს, 2 500 კაცშიც კი თითოეულ ადამიანს უთმობდა დროს (იხ.3 ნეფი 11:13–15; 17:25).

პირველი პრეზიდენტობის მეორე მრჩეველმა, დიტერ ფ.უხთდორფმა ასე თქვა უკანასკნელი დღეების წმინდანთა ქალებზე: „თქვენ, შესანიშნავო დებო, უწევთ სხვებს შემწყნარებელ მსახურებას ისეთი მიზნების გამო, რომლებიც აღემატება პირად სარგებელს. ამაში თქვენ ბაძავთ მხსნელს.… მისი აზრები ყოველთვის მიმართული იყო სხვების დასახმარებლად“.4

შენიშვნები

  1. ლინდა კ. ბერტონი, “Is Faith in the Atonement of Jesus Christ Written in Our Hearts?” Ensign or ლიახონა, ნოემბერი 2012, 114.

  2. თომას ს. მონსონი, “Meeting Life’s Challenges,” Ensign, ნოემბერი 1993, 71.

  3. “How Great the Wisdom and the Love,” ჰიმნები, no. 195.

  4. დიტერ ფ.უხთდორფი, “Happiness, Your Heritage,” Ensign ან ლიახონა, ნოემბერი 2008, 120.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. რატომ და რანაირად არის ქრისტე ჩემი მაგალითი?

  2. როგორ მეხმარება დებისთვის მსახურება, მივყვე მაცხოვარს?

ამობეჭდვა