2014
იესო ქრისტეს ღვთიური მისია: მხსნელი და გამომსყიდველი
აპრილი 2014


შინა მასწავლებლის მოწოდება, აპრილი 2014

იესო ქრისტეს ღვთიური მისია: მხსნელი და გამომსყიდველი

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ ამ მასალიდან სხვებს. როგორ ზრდის მხსნელის მისიისა და ცხოვრების გაგება თქვენს რწმენას მასში და ლოცავს მათ, ვისაც თქვენ სტუმრობთ შინა მასწავლებლის პროგრამით? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ reliefsociety.lds.org.

რწმენა,ოჯახი, მოწყალება

ქრისტეს განმარტებითი სახელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია გამომსყიდველი“, – თქვა თორმეტ მოციქულთა ქვორუმის უხუცესმა დ. ტოდ კრისტოფერსონმა. გამოისყიდო ნიშნავს გადაიხადო ვალი ან შეასრულო ვალდებულება. გამოისყიდო ასევე ნიშნავს გამოიხსნა ან გაათავისუფლო გამოსყიდვის გადახდით.… ყოველი ეს მნიშვნელობა გვთავაზობს იესო ქრისტეს გამოსყიდვის სხვადასხვა წახნაგს, რომელიც მოიცავს (ლექსიკონის განმარტებით) ‘ცოდვილის გამო მსხვერპლის შეწირვით ცოდვისგან და მისი დანაშაულებისგან განთავისუფლებას.“1

მოწყალების საზოგადოების გენერალურმა პრეზიდენტმა, ლინდა კ. ბერტონმა, თქვა: „მამაზეციერმა … გამოაგზავნა თავისი სრულყოფილი მხოლოდშობილი ძე, რათა წამებულიყო ჩვენი ცოდვებისათვის, გულისტკივილისა და ყოველივე იმის გამო, რაც ცხოვრებაში გვეჩვენება უსამართლოდ.

“… ქალბატონმა, რომელმაც წლების განმავლობაში უამრავი გასაჭირი და მწუხარება ნახა, ცრემლებით წარმოთქვა: „მე მივხვდი, რომ 20 დოლარიან კუპიურას ვგავარ – დახეულ, დაჭმუჭნულ, ჭუჭყიან, ბოროტად გამოყენებულ და იარებიანს, მაგრამ … მე მაინც 20 დოლარის ღირებულება მაქვს. ამ ქალბატონმა იცის, რომ იგი ღმერთისთვის იმდენად ღირებული იყო, რომ მან საკუთარი ძე გამოაგზავნა მის გამოსასყიდად. ყოველმა დამ ეკლესიაში უნდა იცოდეს ის, რაც ამ ქალბატონმა იცის“.2

წმინდა წერილიდან

2 ნეფი 2:6; ჰელამანი 5:11–12; მოსე 1:39

ჩვენი ისტორიიდან

ახალ აღთქმაში მოიხსენიებიან ქალები, რომლებიც ამჟღავნებდნენ რწმენას იესო ქრისტეში, შეიმეცნებდნენ მის სწავლებას და ცხოვრობდნენ მის მიხედვით, ამოწმებდნენ მისი მსახურების, სასწაულებისა და დიდების შესახებ.

უთხრა იესომ ქალს ჭასთან:

„ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.

ეუბნება მას ქალი: „ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს. …

„მე ვიცი, რომ მოდის [მესია], …: ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს.

„ეუბნება მას იესო: მე ვარ, ვინც შენ გელაპარაკება.“

„დატოვა თავის ჭურჭელი ქალმა“ და წავიდა ქალაქში მასზე დასამოწმებლად. (იხ.იოანე–30.)

შენიშვნები

  1. დ. ტოდ კრისტოფერსონი,“Redemption,” ენზაინი ან ლიახონა მაისი 2013, 109.

  2. ლინდა კ. ბერტონი “Is Faith in the Atonement of Jesus Christ Written in Our Hearts?” ენზაინი ან ლიახონა ნოემბერი 2012, 114.

ამობეჭდვა