2014
მყარად ჩაშვებული ღუზა
აპრილი 2014


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, აპრილი 2014

მყარად ჩაშვებული ღუზა

გამოსახულება
პრეზიდენტი დიტერ ფ. უხთდორფი

არც ისე დიდი ხნის წინ მე მომეცა შესანიშნავი საშუალება მემგზავრა დიდი გემით საოცარი ალასკის ნაპირებთან. როცა კაპიტანი ემზადებოდა ღამის გასათევად მოშორებულ ხელშეუხებელ ყურეში გემის გასაჩერებლად, მან გულდასმით შეაფასა ადგილი და ვითარება, როგორიცაა: ზღვის მიქცევის სიხშირე, წყლის სიღრმე და სახიფათო ობიექტებიდან დაშორება. როცა პირობებით დაკმაყოფილდა, მან ღუზა ჩაუშვა, რათა გემი უსაფრთხოდ და მყარად დამდგარიყო და მგზავრებს მიცემოდათ საშუალება დამტკბარიყვნენ ღვთის ქმნილების შთამბეჭდავი სილამაზით.

როცა სანაპიროს ვუყურებდი მივხვდი, რომ გემი თითქმის შეუმჩნევლად მიყვებოდა დინებას მსუბუქი ქარის და წყალქვეშა დინებების მეშვეობით. მიუხედავად ამისა, გემი მყარად და მტკიცედ რჩებოდა ღუზის სიგრძითა და მისი ძალით განპირობებული წრეწირის ფარგლებში.

კაპიტანს გემზე კი არ დაუტოვებია ღუზა, რათა ქარიშხალის შემთხვევაში ჩაეშვა იგი, არამედ წინასწარ გააჩერა ხომალდი და თავი აარიდა იმას, რომ გემი არ გადასულიყო სახიფათო დინებაში ან არ შემჯდარიყო მეჩეჩზე იმ დროს, როცა ეკიპაჟი და მგზავრები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს.

როცა ამ სცენას ვუყურებდი, მე აზრი დამებადა, მე არასდროს არ გავხდებოდი მფრინავი, რომ არა ანალოგია.

რისთვის გვჭირდება ღუზები

ღუზის დანიშნულებაა გემის უსაფრთხოება, სასურველი ადგილმდებარეობის შენარჩუნება ან ცუდი ამინდის დროს გემის მართვაში დახმარება. მიუხედავად ამისა, ამ მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად საკმარისი არ არის უბრალოდ იქონიო ღუზა. ღუზა უნდა იყოს საიმედო, მყარი და უნდა სწორად გამოიყენებოდეს შესაბამის დროსა და ადგილზე.

პიროვნებებსაც და ოჯახებსაც ასევე ესაჭიროებათ ღუზები.

გასაჭირი შეიძლება დიდი ქარიშხალივით მოგვევლინოს, კურსიდან გადაგვიყვანოს და კლდეზე მიგვანარცხოს. მაგრამ ზოგჯერ ჩვენ საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით მაშინ, როცა ყველაფერი უსაფრთხო გვეჩვენება, ქარი მსუბუქია და წყალიც მშვიდი. ფაქტიურად, ჩვენ შესაძლოა უარესი საფრთხის წინაშე ვიდგეთ მაშინ, როცა დინებას მივყვებით და მოძრაობა ისეთი ნელია, რომ ჩვენ ძლივს ვამჩნევთ მას.

სახრება არის ჩვენი ღუზა

ღუზა უნდა იყოს მტკიცე, ძლიერი, მზადყოფნაში, რათა შესაძლებელი იქნეს მისი გამოყენება საჭიროებისამებრ. ამის გარდა, იგი ისეთ საფუძველზე უნდა იყოს მიმაგრებული, რომელიც გაუძლებს საპირისპირო ძალების წონას.

რა თქმა უნდა, იესო ქრისტეს სახარება წარმოადგენს ასეთ ღუზას. იგი მომზადებული იყო სამყაროს შემქმნელის მიერ ღვთიური მიზნით და ჩაფიქრებული იყო იმისთვის, რომ უზრუნველეყო თავისი შვილების უსაფრთხოება და მიეცა მათთვის მიმართულება.

ბოლოს და ბოლოს, რა არის სახარება იმის გარდა, რომ ღმერთის გეგმის მიხედვით ყოველი მისი შვილი უნდა იქნას გამოსყიდული და კვლავ მასთან მიყვანილი?

ვიცით რა, რომ ყველაფრის ბუნებაა დინების მიმართულებით მოძრაობა, ჩვენ უნდა მტკიცედ ჩავუშვათ ღუზა სახარების ჭეშმარიტების ფსკერზე. ღუზა არ უნდა იყოს ჩაშვებული ამპარტავნების ქვიშაზე ან უბრალოდ მსუბუქად ეხებოდეს ჩვენს მრწამსის ზედაპირს.

ამ თვეში ეკლესიის გენერალურ კონფერენციაზე ჩვენ გვეძლევა საშუალება, მოვუსმინოთ ღვთის მსახურებს.მათი სიტყვები, წმინდა წერილთან და სულის კარნახთან ერთად, უზრუნველყოფს უსაფრთხო,მყარ კლდეზე დაფუძნებულ მარადიული ფასეულობებისა და პრინციპების საძირკველს, რომელზეც ზევძლებთ ჩვენი ღუზების ჩაშვებას იმისთვის, რომ უსაფრთხოდ და მტკიცედ ვიყოთ ცხოვრების გასაჭირში და ბრძოლის ველზე.

ძველი დროის წინასწარმეტყველი ჰელამანი გვასწავლიდა, რომ საძირკველი უნდა ავაშენოთ ჩვენი მსხნელის, ქრისტეს, კლდეზე, რომელიც არის ძე ღვთისა, რომ როცა ეშმაკი გამოგზავნის ძლიერ ქარს, დიახ, თავის ქარბორბალას, როცა მთელი მისი სეტყვა და ქარიშხალი დაგატყდებათ, მას არ ექნება ძალა ჩაგითრიოთ უბედურებისა და კრულვის უბსკრულში იმ კლდის წყალობით, რომელზედაც საძირკველი ააშენეთ, ის საძირკველი, რომელზედაც ადამიანები ვერ დაეცემიან(ჰელამანი 5:12).

მყარად ჩაშვებული ღუზის ფასი

ცხოვრებას გააჩნია ჩვენი ღუზების გამოცდის ხერხი და იგი გვიბიძგებს დინების მიყოლას. მიუხედავად ამისა, თუ ჩვენი ღუზები სწორად არიან განთავსებულნი მხსნელის კლდეზე, ისინი დაგვიჭერენ იმისდა მიუხედავად, თუ რაოდენ ძლიერი იქნება ქარი, ზღვის მიქცევა ან ტალღების სიმაღლე.

რა თქმა უნდა, გემი ამისთვის კი არ არის შექმნილი, რომ უმოძრაოდ იდგეს ყურეში, არამედ იმისთვის, რომ ამოწიოს ღუზა და ცხოვრების ოკეანეში იცურაოს. მაგრამ ეს ანალოგია სხვა დროისთვის შემოვინახოთ.

ამჟამად, მე მშვიდად ვიქნები მხოლოდ იმის ცოდნით, რომ სახარების ღუზა და მხსნელის კლდე უსაფრთხოდ და მყარად დაგვიცავენ.

ასეთი ღუზა დაგვიცავს უბედურებისა და საფრთხისგან, იგი მოგვცემს შესანიშნავ საშუალებას დავტკბეთ ცხოვრების მუდამ ცვალებადი და დიადი, შეუდარებელი სილამაზის პეიზაჟებით.

ცხოვრება მშვენიერია და ღირს იმად, რომ იცოცხლო. ქარს, ქარიშხალს, ძლიერ დინებას შეუძლია წაგვიღოს ხილული ან უხილავი საფრთხეებისკენ, მაგრამ სახარების გზავნილი და მისი ღვთიური ძალა დაგვტოვებს მამაზეციერის უსაფრთხო ყურეში დასაბრუნებელ ბილიკზე.

მაშასადამე, მოდით არა მხოლოდ ვუსმინოთ აპრილის გენერალური კონფერენციის გამოსვლებს, არამედ გამოვიყენოთ ისინი, როგორც მტკიცედ ჩაშვებული ღუზა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დაე დაგვლოცოს და წინ წაგვიძღვეს ღმერთი ამ მნიშვნელოვან და აუცილებელ მცდელობებში!

ამ მოწოდების სწავლება

განიხილეთ ღუზების მნიშვნელობა ლეხის ოჯახის კონტექსტში, როცა ისინი დაპირებულ მიწისკენ მიემგზავრებოდნენ (იხ.1 ნეფი 18). თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ 1 ნეფი 18:11–15, როცა ნეფი გაკოჭილი იყო და ლიახონა აღარ მუშაობდა და გემი ძლიერი ქარიშხლის გამო კარგავდა მართვას. რა შედეგების წინაშე ვდგებით, როცა სახარებაში არ გვაქვს ჩაშვებული ღუზა? თქვენ ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ 1 ნეფი 18:21–22 და განიხილოთ, თუ როგორ ვიპოვოთ უსაფრთხოება მხსნელისკენ შემობრუნებით.

ამობეჭდვა