2014
ბებიაჩემის გაცნობა
ივლისი 2014


ახალგაზრდები

ბებიაჩემის გაცნობა

ავტორი ცხოვრობს ვირჯინიაში, აშშ.

მე გამოვხატე სურვილი ახალგაზრდა ქალების ერთ-ერთი პროექტში დავხმარებოდი ბებიას მისი წინაპრების პოვნაში; ამისთვის საჭირო იყო აშშ-ს არიზონას შტატის ქ.მესაში მდებარე ოჯახური ისტორიის მიკროფირებში ძიება. როცა ჩვენ გვერდიგვერდ ვისხედით და ჩვენი ოჯახის კვლევას ვატარებდით, მე დამებადა კითხვა: „კარგად ვიცნობ ჩემს ბებიას, რომელიც გვერდით მიზის“?

ჩვენ მრავალი წინაპარი ვიპოვეთ, მოვამზადეთ მათთვის ინფორმაცია და მათი ნათლობისა და წევრად დამტკიცებისთვის არიზონას შტატის მესას ტაძარში წავედით. ცოტა ხნის შემდეგ ბებიამ თავისი საოჯახო ისტორიის კომპილირებული ფაილი გადმომცა.

რევმატიული ართრიტის გამო ბებიას ძალიან უჭირს ბეჭდვა. მე სიამოვნებით ვეხმარები მას კომპიუტერზე მუშაობაში. ჩვენ ერთად ვწერთ მისი ცხოვრების ისტორიებს ჩვენი ოჯახის სულიერი კეთილდღეობისთვის. მე მომწონს, რომ მისი ცხოვრების ნაწილი ვარ და მსგავს პროექტებში მონაწილეობით ამდენს ვსწავლობ საეკლესიო ისტორიის შესახებ.

ამობეჭდვა