2014
გულების მობრუნების დაპირება
ივლისი 2014


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, ივლისი 2014

გულების მობრუნების დაპირება

გამოსახულება
პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი

დედაჩემი, მილდრედ ბენნიონ აირინგი, გაიზარდა აშშ-ს იუტას შტატის გრანგერის ფერმერთა დასახლებაში. ერთ-ერთი ძმა, როი, მიჰყვა ოჯახურ ბიზნესს – ცხვრის მოშენებას. ახალგაზრდობაში მას მრავალი კვირის განმავლობაში უწევდა სახლიდან გასვლა. დროთა განმავლობაში მისი ეკლესიის მიმართ ინტერესი განელდა. საბოლოოდ იგი გადავიდა საცხოვრებლად აშშ-ის აიდაჰოს შტატში, დაქორწინდა და სამი შვილი იყოლია. იგი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა; მისი მეუღლე ამ დროს 28 წლის იყო და ჰყავდა პატარა შვილები.

მიუხედავად იმისა, რომ როის პატარა ოჯახი აიდაჰოში ცხოვრობდა, დედაჩემი კი 2 500 მილის დაშორებით (4 025 კმ) ნიუ ჯერსიში, აშშ, იგი ხშირად წერდა მათ სიყვარულისა და გამხნევების წერილებს. ბიძაჩემის ოჯახი სიყვარულით მიმართავდა დედაჩემს „დეიდა მიდ“.

წლები გავიდა; ერთხელ მე ბიძაშვილმა დამირეკა. მან მე მითხრა, რომ როის ქვრივი გარდაიცვალა. ბიძაშვილმა მითხრა: „დეიდა მიდს უნდოდა, შენ რომ გაგეგო“. დეიდა მიდი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მაგრამ ოჯახი კვლავ გრძნობდა მის სიყვარულს და ხმაც მომაწვდინა.

მე გამაოგნა იმან, თუ რაოდენ ჰგავდა დედაჩემის როლი საკუთარ ოჯახში ნეფიელების წინასწარმეტყველების როლს მათ ოჯახებში იმის გამო, რომ ისინი სიახლოვეში რჩებოდნენ იმ ნათესავებთან, რომელთათვისაც იესო ქრისტეს სახარების გაზიარება სურდათ. ნეფიმ გააკეთა ჩანაწერი, რომელიც, როგორც იგი იმედოვნებდა, მოახდენდა გავლენას მისი ძმების შვილებზე მათი პატრიარქის, ლეხის რწმენაში დასაბრუნებლად. მოსიას შვილებმაც იგივე სიყვარული გამოიჩინეს, როცა ლეხის შთამომავლებს სახარებას უზიარებდნენ.

უფალმა უზრუნველყო ჩვენთვის სიყვარულის შეგრძნების გზები მარადიულ ოჯახებში. ახალგაზრდები დღეს ეკლესიაში გრძნობენ, რომ მათ გულები ოჯახებისკენ მოუბრუნდნენ. ისინი ეძებენ იმ ოჯახის წევრების სახელებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ ხსნის წეს-ჩვეულებანი ამ ცხოვრებაში. ისინი ამ სახელებს ტაძრებს გადასცემენ. ნათლობის წყალში შესვლისას მათ აქვთ საშუალება იგრძნონ უფლის და იმ ოჯახის წევრების სიყვარული, რომლებისთვისაც ისინი ატარებენ შემცვლელ წეს-ჩვეულებებს.

მე ისევ მახსოვს სიყვარული ჩემი ბიძაშვილის ხმაში, რომელმაც დამირეკა და მითხრა: „ჩვენი დედა გარდაიცვალა; დეიდა მიდის უნდოდა, რომ შენ ეს გცოდნოდა“.

ისინი, ვინც ატარებენ ოჯახის წევრებისთვის წეს-ჩვეულებებს, სიყვარულით გვწვდებიან ისევე, როგორც მოსიას ვაჟები და წინასწარმეტყველი ნეფი. მათსავით, თქვენც იგრძნობთ სიხარულს მათთვის, ვინც მიიღებს თქვენს შემოთავაზებას. თქვენ ასევე შეგიძლიათ განიცადოთ იგივე დიდი კმაყოფილების გრძნობა, როგორიც ჰქონდა ამონს, რომელმაც ასე თქვა მისიონერული სამსახურის შესახებ შორეულ ნათესავთა შორის:

„მაშასადამე, მოდით ვიხაროთ, დიახ, ჩვენ გავიხარებთ უფალში; დიახ, ჩვენ გავიხარებთ, რადგან ჩვენი სიხარული სრულია; დიახ, ჩვენ მარადის ვადიდებთ ღმერთს. აჰა, განა ვინმეს შეუძლია გადამეტებით ადიდოს უფალი? დიახ, ვინ შეძლებს გადამეტებით ილაპარაკოს მის დიდ ძალაზე, წყალობაზე და მოთმინებაზე ადამიანთა შვილების მიმართ? აჰა, გეუბნებით, მე ვერ გამოვხატავ უმცირეს ნაწილსაც კი იმისას, რასაც ვგრძნობ“ (ალმა 26:16).

მე ვმოწმობ, რომ სიყვარულის გრძნობა, რომელიც თქვენ გახლავთ ოჯახის წევრების მიმართ, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი, წარმოადგენს დაპირებას, რომლის თანახმადაც ელია უნდა მოევლინოს. იგი მოევლინა. შვილების გულები უბრუნდებიან მამების გულებს, მამების გულები კი – თავიანთ შვილების გულებს უბრუნდებიან (იხ.მალაქია 4:5–6; ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:38–39). როცა თქვენ გრძნობთ წინაპრების სახელების ძიების აუცილებლობას და ეს სახელები მიგაქვთ ტაძრებში, თქვენ ამ წინასწარმეტყველების ახდენის მონაწილენი ხდებით.

ეს დალოცვაა, ცხოვრობდე იმ დროში, როცა ცხადდება გულების მობრუნების დაპირება. მილდრედ ბენიონ აირინგმა ეს აუცილებლობა გულში იგრძნო. მას უყვარდა თავისი ძმის ოჯახი და იგი მიწვდა მათ. მათ იგრძნეს, რომ გულები დეიდა მიდისკენ სიყვარულით მოუბრუნდათ, რადგან მათ იცოდნენ, რომ მას ისინი უყვარდა.

ამ გზავნილის სწავლება

შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი წაუკითხოთ მათ, ვისაც სტუმრობთ, წინასწარმეტყველება ელიას სულის შესახებ (იხ.მალაქია 4:5–6; ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:38–39). განიხილეთ საოჯახო ისტორიაში ჩართვის გზები, მათ შორის ინდექსირება, სურათები და ბლოგების შექმნა. თუ მათ, ვისაც სტუმრობთ, არ იციან FamilySearch.org, დაუთმეთ მათ საამისოდ დრო და გააცანით ეს მეთოდები.

ამობეჭდვა