2014
იესო ქრისტეს ღვთიური მისია: მესია
აგვისტო 2014


შინა მასწავლებლის მოწოდება, აგვისტო 2014

იესო ქრისტეს ღვთიური მისია: მესია

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ ზრდის მხსნელის ცხოვრებისა და როლის უკეთ გაგება თქვენს რწმენას უფალში და ლოცავს მათ, ვისზეც თქვენ ზრუნავთ სტუმრად მოსული მასწავლებლის როლში? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდიwww.reliefsociety.lds.orgreliefsociety.lds.org.

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმყოფებოდეთ ღმერთის გარემოცვაში „წმინდა მესიის დამსახურების, მოწყალებისა და წყალობის მეშვეობით“ (2 ნეფი 2:8). მესია არის „არამეული და ებრაული სიტყვა, რომელიც ნიშნავს ‘ცხებულს’. … ახალ აღთქმაში იესოს ეძახიან ქრისტეს, რაც არის „მესიას“ ბერძნული ექვივალენტი. ეს ნიშნავს ცხებულ წინასწარმეტყველს, მღვდელს, მეფესა და მხსნელს.“1

უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან მოწმობდა: „მე ვიცი, [იესო ქრისტე] არის ისრაელის წმინდა, მესია, რომელიც ერთ დღეს კვლავ მოვა საბოლოო დიდებით, რათა იმეფოს დედამიწაზე როგორც უფალთა უფალმა და მეფეთა მეფემ. მე ვიცი, რომ არ არის სხვა სახელი ზეცის ქვეშ, რომლის მეშვეობითაც ქალი ან მამაკაცი გადარჩება“.2

“[იესო ქრისტე არის სამყაროს მხსნელი და გამომსყიდველი“, – თქვა პირველი პრეზიდენტობის მეორე მრჩეველმა, პრეზიდენტმა დიტერ ფ. უხთდორფმა. „იგი დაპირებული მესიაა. ის სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობდა და ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად შეწირა თავი. იგი მუდამ ჩვენს გვერდით იქნება. იგი ჩვენს ბრძოლებში იბრძოლებს. ის ჩვენი იმედია; იგი ჩვენი ხსნაა; იგი არის გზა“.3

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან

იოანე 1:38–41; 4:25–26, 40–42; 2 ნეფი 6:13; 25:16–17

წმინდა წერილიდან

ქრისტეს ქალი მოწაფეები, იყვნენ მოწმენი მისი როლის, როგორც მესიისა. მარიამ მაგდალელი იესო ქრისტეს მოწაფე იყო. იგი იყო პირველი, ვინც ქრისტეს აღდგომის დილით დაინახა, რომ „ლოდი გადაგორებულია სამარხიდან“ . იგი „იდგა სამარხთან, გარეთ და ტიროდა“, როცა აღმოაჩინა, რომ მისი სხეული აღარ იყო სამარხში.

შემდეგ იგი „მოტრიალდა და დაინახა მდგომარე იესო. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.

„ეუბნება მას იესო: ქალო, რატომ სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა იგი და ეუბმება მას: ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე და მე წამოვიღებ.

„ეუბნება მას იესო: მარიამ! მოტრიალდა მარიამი და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს: მოძღვარო). მარიამი მიხვდა, რომ ის მებაღე კი არა, იესო ქრისტე, მესია იყო (იხ.იოანე 20:1–17.)

შენიშვნები

  1. Guide to the Scriptures, “Messiah”; scriptures.lds.org.

  2. Jeffrey R. Holland, “The Only True God and Jesus Christ Whom He Hath Sent,” Liahona, Nov. 2007, 42.

  3. დიტერ ფ. უხთდორფი, “The Way of the Disciple,” Liahona, მაისი 2009, 78.

განიხილეთ შემდეგი

რატომ არის მნიშვნელოვანი, გავიგოთ მხსნელის, როგორც მესიის, როლი?

ამობეჭდვა