2016
მარადიული მამის ასულნი
აპრილი 2016


შინა მასწავლებლის გზავნილი, აპრილი 2016

მარადიული მამის ასულნი

ლოცვის განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ გაზრდის “ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს” წვდომა თქვენს რწმენას ღმერთში და დალოცავს მათ, ვინც თქვენ გაბარიათ, სტუმრად მოსული მასწავლებლის როლში? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ reliefsociety.lds.org.

მოწყალების საზოგადოების ბეჭედი

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ჩვენ “ღვთის მოდგმა ვართ” (საქმეები 17:29). ღმერთმა მიმართა წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის მეუღლეს, ემა სმითს: “შვილო ჩემო”(მოძღვრება და აღთქმები 25:1). მოწოდება მსოფლიოს გვასწავლის, რომ თითოეული ჩვენგანი არის “ზეციური მშობლების … საყვარელი სული”.1

“[წინა მიწიერ] ცხოვრებაში ჩვენ შევიტყვეთ მარადიული ქალური იდენტურობის შესახებ”, თქვა მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტობის პირველმა მრჩეველმა ქეროლ მ. სტეპენსმა.

“ჩვენს დედამიწაზე მიწიერ მოგზაურობას არ შეუცვლია ეს ჭეშმარიტებანი”.2

უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა, თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან, თქვა: “მამაზეციერმა იცის თქვენი სახელი და ვითარება”. “მას ესმის თქვენი ლოცვები. მან იცის თქვენი იმედებისა და ოცნებების, ასევე შიშისა და გულგატეხილობის შესახებ”.3

“… ჩვენ ყველანი მივეკუთვნებით ღვთის ოჯახს და ვჭირდებით მას”, – თქვა და სტეპენსონმა. “მიწიერი ოჯახები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. და მაშინ, როცა ასე ვცდილობთ, შევქმნათ ძლიერი ტრადიციული ოჯახები, ღვთის ოჯახის წევრობა არ არის დამოკიდებული არანაირ სტატუსზე – არც საქორწინო, არც მშობლიურ, არც ფინანსურ, არც სოციალურ სტატუსზე და არც იმ სტატუსზე, რომელსაც სოციალურ მედიაში ვაქვეყნებთ”.4

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან

იერემია 1:5; რომაელთა 8:16; მოძღვრება და აღთქმები 76:23–24

ჩვენი ისტორიიდან

თავის პირველ ხილვაში5 წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი გვიდასტურებს მრავალ ჭეშმარიტებას, იმის ჩათვლით, რომ მამაზეციერი სახელით გვიცნობს.

ახალგაზრდა ჯოზეფ სმითი ვერ წყვეტდა, რომელ ეკლესიას შეერთებოდა და იპოვა მითითება იაკობის 1:5. ჯოზეფმა გადაწყვიტა, რომ ჰკითხავდა ღმერთს.

1820 წ. გაზაფხულს იგი წავიდა ტყეში, რათა ელოცა, მაგრამ იგი უმალვე ბნელმა ძალებმა შეიპყრეს. იგი ასე აღწერს ამას:

“მე დავინახე მზეზე უფრო კაშკაშა სინათლის სვეტი, პირდაპირ ჩემს თავზედ, რომელიც თანდათანობით ეშვებოდა, სანამ არ დამფარა.

“როგორც კი ეს შუქი გაჩნდა, თავი მტრისგან განთავისუფლებული მეგონა, რომელმაც კინაღამ შემიპყრო. როცა შუქი სრულად გადმოვიდა ჩემზედ,ჰაერში ვიხილე ორი არსება, რომელთა ბრწყინვალების და დიდების აღწერა შეუძლებელია. ერთი მათგანი დამელაპარაკა, სახელით მომმართა, მიუთითებდა რა მეორისაკენ და თქვა:ეს არის ჩემი საყვარელი ძე. უსმინე მას!” (ჯოზეფ სმითი – ისტორია 1:16–17).

შენიშვნები

  1. “ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს,” Liahona, 2010 წ. ნოემბერი, გვ. 129.

  2. ქეროლ მ. სტეპენსი, “ოჯახი ღვთისაა”, ლიახონა, მაისი 2015, 11.

  3. ჯეფრი ჰოლანდი “ახალგაზედა ქალებს” Liahona, 2005 წ. ნოემბერი, გვ. 28.

  4. ქეროლ მ. სტეპენსი, “ოჯახი ღვთისაა”, 11.

  5. See Gospel Topics, “First Vision Accounts,” topics.lds.org.

განიხილეთ შემდეგი

როგორ აისახება თქვენს გადაწყვეტილებებზე ცოდნა იმისა, რომ თქვენ ხართ ღმერთის ასული?