2016
მამაზეციერი მესაუბრა კონფერენციის გამოსვლის მეშვეობით
აპრილი 2016


ახალგაზრდები

მამაზეციერი მესაუბრა კონფერენციის გამოსვლის მეშვეობით

ავტორი ცხოვრობს ბრაზილიაში, სერგიპში.

მე არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რა უნდა მესწავლა უნივერსიტეტში. უმრავლესობა ცუდად მოიხსენიებდა იმ კურსს, რომლის გავლას ვაპირებდი, ასე რომ მე ვილოცე უფლისადმი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ იგი ეთანხმებოდა ჩემს გადაწყვეტილებას.

პასუხი მეორე დღეს მივიღე, როცა ვკითხულობდი გენერალური კონფერენციის გამოსვლას ლიახონაში. მე ვიგრძენი, თითქოს მამაზეციერი მეუბნებოდა, რომ ვერ გააკეთებდა ჩემს მაგივრად არჩევანს ანუ ეს გადაწყვეტილება მე თავად უნდა მიმეღო. მე ვიცოდი, რომ მიუხედავად ჩემი არჩევანისა, წარმატებისთვის ბევრი უნდა მეშრომა.

მე ვიცი, რომ ლოცვაზე პასუხი მივიღე. სულიწმინდის დასტური დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში. მე ვისწავლე, რომ ძალისხმევა არ უნდა დავიშურო და მამაზეციერი დამეხმარება.