2016
ჩვენი მამა. ჩვენი დამრიგებელი
ივნისი 2016


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, ივნისი 2016

ჩვენი მამა, ჩვენი დამრიგებელი

როდისმე გაგიხსნიათ კოლოფი, სადაც რაიმე დაშლილ მდგომარეობაში იმყოფებოდა და აწყობის ინსტრუქციაც ახლდა თან, როცა გიფიქრიათ: “ეს რაღაა”?

ზოგჯერ, მიუხედავად ჩვენი საუკეთესო ზრახვებისა და თავდაჯერებულობისა, რაიმე ნაწილი ამოგვიღია კოლოფიდან და გვიფიქრია? “ეს რისია”? ან “ეს როგორ მოვარგო”?

ჩვენი გულგატეხილობა მატულობს, როცა ყუთს ვაკვირდებით და ვხედავთ წარწერას: “8 წლის და მას ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის”. რადგან მაინც არ ვიცით, როგორ ავაწყოთ, ჩვენი თავდაჯერებულობა და თვითშეფასება კიდევ უფრო ეცემა.

ზოგჯერ ჩვენ მსგავსი გამოცდილება გვაქვს სახარებასთან დაკავშირებით. როცა მის რომელიმე ნაწილს ვუყურებთ, გონებას ვბაძავთ და ვფიქრობთ: ეს რომელი ნაწილია? ან როცა სხვა რომელიმე ნაწილს ვაკვირდებით, შესაძლოა მივხვდეთ, რომ განსაკუთრებული მცდელობის შემდეგაც კი, ვერ მივხვდებით, რისთვის იყო ის ნაწილი.

ჩვენი მამაზეციერი ჩვენი დამრიგებელია

საბედნიეროდ, ჩვენმა მამაზეციერმა მოგვცა შესანიშნავი ინსტრუქცია იმისთვის, რომ მოვიწყოთ ცხოვრება და გამოვავლინოთ საუკეთესო თვისებები. ეს ინსტრუქციები ჩვენი ასაკისა და პირობების მიუხედავად მუშაობს. მან მოგვცა სახარება და იესო ქრისტეს ეკლესია. მან მოგვცა მონანიების, ხსნის და ბედნიერების გეგმაც კი. მან არ მიგვატოვა ერთი ერთზე ცხოვებისეულ სირთულეებთან და გაურკვევლობასთან და არ გვითხრა: “აბა, შენ იცი. წარმატებებს გისურვებ. შენ თვითონ გაერკვიე ყველაფერში”.

თუკი ვიქნებით მომთმენნი, მორჩილი გულით და გახსნილი გონებით, ჩვენ დავინახავთ, რომ ღმერთმა მრავალი იარაღი მოგვცა იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ მისი მრავლისმომცველი ინსტრუქციები ცხოვრებაში ბედნიერების მისაღწევად:

  • მან მოგვცა სულიწმინდის შეუფასებელი ძღვენი, რომელიც შეიძლება გახდეს ჩვენი პირადი, ღვთიური მასწავლებელი ღვთის სიტყვის შესწავლაში და მცდელობა - მოვიყვანოთ ჩვენი აზრები და ქმედებები მის სიტყვასთან შესაბამისობაში.

  • იგი 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე ჩვენს განკარგულებაშია, როცა კი ლოცვით და ჭეშმარიტი განზრახვით მივმართავთ.

  • მან მოგვცა თანამედროვე მოციქულები და წინასწარმეტყველები, რომლებიც გვიცხადებენ ღვთის სიტყვას ჩვენს დროში და აქვთ უფლებამოსილება - შეკრან ანუ ჩაბეჭდონ დედამიწაზეც და ზეცაშიც.

  • მან აღადგინა საკუთარი ეკლესია - ორგანიზაცია მორწმუნეებისა , რომელნიც ერთად იღწვიან ერთმანეთის დასახმარებლად, მიდიან რა ხსნისკენ მიმავალი გზით, რომელიც აღსავსეა შიშით, ძრწოლითა და შეუდარებელი სიხარულით.1

  • მან მოგვცა წმინდა წერილი- მისი სიტყვები, რომლებიც ჩვენთვის ჩაიწერა.

  • მან მოგვცა თანამედროვე ტექნოლოგიების უამრავი იარაღი ჩვენი მოწაფეობის გზაზე დასახმარებლად. ამ მრავალი საოცარი იარაღის პოვნა შეგიძლიათ LDS.org.

რატომ მოგვცა მამაზეციერმა ამდენი დამხმარე საშუალება? იმიტომ, რომ ჩვენ მას ვუყვარვართ. და რადგან, მისივე თქმით, „ეს არის ჩემი ღვაწლი და დიდება - განვახორციელო ადამიანთა უკვდავება და მარადიული ცხოვრება”.2

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მამაზეციერი ჩვენი ღმერთია, ღმერთი კი ჩვენი დამრიგებელია.

ჩვენმა მამაზეციერმა ყველაზე კარგად იცის თავისი შვილების საჭიროებანი. ეს მისი ღვაწლი და დიდებაა - დაგვეხმაროს ყოველ მოსახვევში, მოგვცეს საოცარი მიწიერი და სულიერი საშულებები მასთან დაბრუნების გზაზე.

ყოველი მამა დამრიგებელია

მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყნებში ოჯახში და საზოგადოებაში მამებს პატივს მიაგებენ ივნისის თვეში. ყოველთვის კარგია პატივი მიაგო მშობლებსს და პატივს სცემდე მათ. მამები ოჯახისთვის მრავალ სიკეთეს აკეთებენ და არაერთი საპატივცემულო დახასიათების მატარებელნი არიან. მამებს შვილების ცხოვრებაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ - იყვნენ კარგი მაგალითი და დამრიგებელი. მამა იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ ეუბნება შვილს, რისი კეთება შეიძლება და რისი - არა; მისი როლი არ შემოიფარგლება იმით, რომ უბრალოდ მიუგდოს სახელმძღვანელო და ელოდოს იმას, რომ შვილები თავად გაერკვევიან ცხოვრებაში.

მამები არიგებენ ძვირფას შვილებს და საკუთარი კარგი მაგალითით უჩვენებენ პატიოსანი ცხოვრების წესს. მამები არ ტოვებენ შვილებს მარტოდ, ისინი მათ დასახმარებლად იჩქარიან, ეხმარებიან მათ ფეხზე დადგომაში, სადაც არ უნდა გადაუბრუნდეთ ფეხი. ზოგჯერ, როცა ამას სიბრძნე მოითხოვს, მამები ნებას რთავენ შვილებს, იბრძოლონ, ესმით რა, რომ ეს მათთვის შეიძლება სწავლის საუკეთესო ხერხი იყოს.

ჩვენ ყველანი დამრიგებლები ვართ

როცა მიწიერი მამები ამას თავიანთი შვილებისთვის აკეთებენ, დამრიგებლობის სული არის ის, რაც უნდა შევთავაზოთ ღვთის ყოველ შვილს, ასაკის, ადგილმდებარეობისა თუ ვითარების მიუხედავად. გახსოვდეთ: ღვთის შვილები ჩვენი დები და ძმები არიან; ჩვენ ერთი მარადიული ოჯახიდან ვართ.

მოდით ყველანი ვიყოთ დამრიგებლები ამ გაგებით - მონდომებით დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა ჩვენში საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ. რადგან ღვთის მონაგარნი ვართ, ჩვენ გაგვაჩნია იმის პოტენციალი, რომ დავემსგავსოთ მას. ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ღვთის მცნებების დაცვა და ქრისტეს მაგალითის მიბაძვა არის ვიწრო, სწორი, სიხარულით სავსე, ჩვენს ზეციურ მშობლებთან დასაბრუნებელი ბილიკი.

თუ მთელი სამყაროს შემქმნელი ღმერთი ასე ზრუნავს ჩვენზე, რომ დამრიგებლის როლში გამოდის, ალბათ ჩვენც შეგვიძლია მივწვდეთ მოყვასს, მისი კანის ფერის, რასის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ენისა და რელიგიის მიუხედავად. მოდით, გავხდეთ შთაგონებული დამრიგებლები და დავლოცოთ სხვების ცხოვრება - არა მხოლოდ საკუთარი შვილების, არამედ მსოფლიოში ღვთის ყოველი შვილისა.

ამ მოწოდების სწავლება

შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი სთხოვოთ მათ, ვისაც ასწავლით, გაიხსენონ ის მომენტი, როცა მამაზეციერი არიგებდა მათ. შესაძლოა სთხოვოთ მათ, დაფიქრდნენ იმაზე, რა მსგავსებაა იმ მომენტსა და მიწიერი მამის დარიგებას შორის. მოიწვიეთ ისინი, ჩამოწერონ დარიგების პროცესში არსებული მსგავსი მომენტები. შეგიძლიათ გამოიწვიოთ ისინი, გადმოიტანონ ის, რის შესახებაც მათ დაწერეს, თავიანთ მცდელობებზე - გახდნენ სხვებისთვის საუკეთესო მაგალითი.